Get All Access for $5/mo

APPLE PAY-ით სარგებლობა ახლა უკვე თიბისი ბანკის მომხმარებლებსაც შეუძლიათ იხილეთ დეტალური ინსტრუქცია www.tbcapplepay.ge

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

"თიბისი ბანკი" საკუთარი მომხმარებლებისთვის ახალ, ინოვაციურ სერვისს − APPLE PAY-ს ნერგავს, რაც მობილური გადახდების პროცესს გაცილებით მარტივს, უსაფრთხოსა და ამავდროულად, დაცულს ხდის. ახალი სერვისის გამოყენება შესაძლებელია IPHONE-ის, APPLE WATCH-ის, IPAD-ის MAC-ის გამოყენებით, რაც მაღაზიებში, აპლიკაციებსა და ინტერნეტში შოპინგს ბევრად სწრაფსა და მოსახერხებელს გახდის.

Apple Pay 3 სექტემბრიდან ხელმისაწვდომია Apple-ის ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელიც "თიბისი ბანკის" ბარათით სარგებლობს. გადახდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაცაა შესაძლებელი Apple-ის მოწყობილობების საშუალებით, ყველგან, სადაც ხელმისაწვდომია უკონტაქტო გადახდა ან Apple Pay. Apple Pay-ის ინსტალაცია საკმად მარტივია.

Apple Pay-ის ახალ სერვისთან დაკავშირებით, "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა: "თიბისი ბანკი" აგრძელებს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას. "თიბისის" სერვისების Apple Pay-სთან ინტეგრაციაც ამის დასტურია. მოხარული ვართ, რომ დღეიდან, "თიბისის" მომხმარებლები ყოველდღიური საბანკო ტრანზაქციების განხორციელებას Apple Wallet-ის გამოყენებით უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეძლებენ". კავკასიის რეგიონში "ვიზას" მენეჯერ ქრისტინა დოროსის თქმით კი, "ვიზა" მიესალმება Apple Pay-ის კავკასიის რეგიონში შემოსვლას და დარწმუნებულია, რომ ეს სერვისი კიდევ უფრო დააჩქარებს გადახდების ახალი და ინოვაციური გზების განვითარებას საქართველოში.

Apple Pay-ის ახალ სერვისს გამოეხმაურა "მასტერქარდის" მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მისი განცხადების თანახმად, "მასტერქარდის", როგორც გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ლიდერის, მიზანია, საქართველოში გადახდების სფეროში ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვის ხელშეწყობა, რომელიც თავის მხრივ ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

APPLE PAY-ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უსაფრთხოება და უსაფრთხო გადახდებია. სწორედ ამიტომ, APPLE PAY-ით გადახდისას, მომხმარებლის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის მონაცემები არ ინახება არც APPLE-ის რომელიღაც მოწყობილობაში და არც სერვერებზე. ამის ნაცვლად, იქმნება უნიკალური ნომერი Apple-ის მოწყობილობისთვის, რომელიც დაშიფრულია და უსაფრთხოდ ინახება ამავე მოწყობილობის დაცულ ელემენტზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიკური კოდის საშუალებით.

"თიბისი ბანკის" მომხმარებლებს iphone-ისა და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა უკვე შეუძლიათ მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში, თვითმომსახურების აპარატებსა და კიდევ სხვა არაერთ ადგილას. Apple Pay-ით აპლიკაციებში ან Safari-ში ონლაინშოპინგისას, გადახდის გრძელი ფორმების შეყვანა საჭირო უკვე აღარ არის. Apple Pay–ით თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად ხორციელდება.

"თიბისი ბანკის" ბარათებით Apple Pay-ით სარგებლობის ინსტრუქცია განთავსებულია ბმულზე: www.tbcapplepay.ge

Apple Pay-ს შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.apple.com/apple-pay/

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

Archi to Build a Five-Star Hotel at Lake Sioni

This prestigious project is a collaboration with Le Meridien, an international hotel brand under the Marriott International group

Business News

როგორ ისწავლო საზღვარგარეთ - გზამკვლევი

იცით რომ არსებობს ადგილი და ადამიანები, რომელიც ამ პროცესში უსასყიდლოდ დაგეხმარებიან?

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"