Cyber Week Sale! 50% Off All Access

''აპტოსის'' და GeoPRAS-ის ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - ''კოლხიდა 2022'' ტარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1-3 ივლისს, თბილისში, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-16 საერთაშორისო კონგრესი - "კოლხიდა 2022" ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანია "აპტოსი" და საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოება – GeoPRAS.

ღონისძიებას წელს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 600-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ონლაინ რეჟიმში დამსწრეთა რაოდენობა კი 1000-მდეა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის წამყვანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექიმები, კომპანიები და დარგის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს გაააზიარებენ.

ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა - კონგრესის მთავარი თემებია.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც აქვთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 მანტრა თქვენი ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისთვის

ხშირად ჩვენს წარმატებას ჩვენი რწმენა, ღირებულებები და სიტყვები განსაზღვრავს. მაგრამ, რით უნდა დავიწყოთ? გთავაზობთ 5 მანტრას, რომლებიც მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლის, თუ მათ ნამდვილად დაუჯერებთ და გამოიყენებთ