Sponsored Content

"აპტოსის" ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კავკასიური კონგრესი - "კოლხიდა 2023" ჩატარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

სახისა და სხეულის კორექციის, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი კომპანიის - "აპტოსის" ორგანიზებით, თბილისში პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის მე-17 საერთაშორისო კონგრესი - "კოლხიდა 2023" ჩატარდა.

ღონისძიებამ წელს 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 1000-ზე მეტი დელეგატი და 120 საერთაშორისო სპიკერი გააერთიანა. კონგრესის ფარგლებში, ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის წამყვანმა, როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ექიმებმა, კომპანიებმა და დარგის წარმომადგენლებმა, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს.

კონგრესის მთავარი თემები ინექციური და აპარატული მიმართულებებით ესთეტიკური მედიცინის თანამედროვე მიღწევები, ასევე, რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში არსებული ინოვაციური მეთოდები და ესთეტიკურ მედიცინაში შესაძლო სხვადასხვა გართულების მართვა იყო.

ჰიბრიდული ფორმატის კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებს სამეცნიერო და სასწავლო სესიებზე და სემინარებზე დასწრების გარდა, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარგის წამყვანი ბრენდების პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

სხვადასხვა პრაქტიკული ტრენინგის პარალელურად, "კოლხიდამ" წელს მსოფლიოში ცნობილ Thinkin Class-ისა და ESCAD-ის ვორქშოფსაც უმასპინძლა და მონაწილეებს უნიკალური გამოცდილება გაუზიარა.

კონგრესი "კოლხიდა 2023" მსოფლიოში ცნობილი ფრანგი პლასტიკური ქირურგის Dr. Fournier-ის ხსოვნას მიეძღვნა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აპტოსის ძაფებისა და "კოლხიდას" საერთაშორისო კონგრესის განვითარებაში.

თიბისი კომპანია "აპტოსის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.

Related Topics

სიახლეები

რას გვთავაზობს Marriott International საქართველოში

ინტერვიუ ალექსანდრე კვარაცხელიასთან

ინდუსტრიული ტრენდები

Kamkhadze PA: იმიგრაცია განსაკუთრებული მიღწევების მქონე ადამიანებისთვის

აღიარებული მაიამის 2023 წლის ერთ-ერთ საუკეთესო საიმიგრაციო იურიდიულ ფირმად

ტექნოლოგიური ტრენდები

რა აკლია ქართველს?

პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!