Get All Access for $5/mo

"არ მოსულა" - სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი ქართული ინტელექტუალური თამაში უკვე ხელმისაწვდომია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

თანამედროვე სამყაროში ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები ცოცხალი ურთიერთობისა და საღამოს მეგობრების წრეში დროის ნაყოფიერად გატარების კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა გადაწყვიტა, შეექმნათ ახალი ქართული ინტელექტუალური თამაში, რომელიც სამაგიდო თამაშების ინდუსტრიას ახალ ღირებულებას შესძენდა.

"არ მოსულა" 7+ ასაკის მოთამაშეებზე გათვლილი ინტელექტუალური თამაშია, რომლის იდეის განმახორციელებლებიც არიან: დავით ოღრაპიშვილი, გიორგი სამხარაძე და თათია გოცირიძე. თამაში მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას და მისი მთავარი არსია, მოთამაშეებმა ბარათზე მოცემული სიტყვები ისე ახსნან, რომ არ გამოიყენონ ქვემოთ დატანილი ხუთი სიტყვა. "არ მოსულა" 600-ზე მეტი სიტყვისგან შედგება და მისი გამოყენება 8 განსხვავებული გზითაა შესაძლებელი, რაც მას უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანსა და ამოუწურავს ხდის.

"ჩვენი გუნდის წევრს, დავით ოღრაპიშვილს, გაუჩნდა იდეა, შეგვექმნა ქარდ ტიპის თამაში, რომელიც მიზნად ქართული ენის პოპულარიზაციას დაისახავდა (თამაშის დროს "არ მოსულა" არაქართული სიტყვების გამოყენება, სწორედ ამიტომ, 640-ვე სიტყვა ქართულია). გარდა ამისა, აღნიშნული თამაში საზოგადოებას თითოეულ საგანს სხვა მხრიდან დანახვაში დაეხმარებოდა. მაგალითად, "ვაშლი" ისე უნდა ახსნა, რომ არ გამოიყენო სიტყვა "ხილი". მოგიწევს მოთამაშე მიახვედრო თუნდაც რაიმე მოვლენით - რა გაუწოდა ევამ ადამს ან რა იყო ისააკ ნიუტონის ინსპირაცია და ა.შ.

სამომავლოდ გვსურს, შევცვალოთ სტანდარტები, ავწიოთ ხარისხი და გავაუმჯობესოთ ქართული სათამაშო გარემო. "არ მოსულას" გარდა კიდევ რამდენიმე სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა გვაქვს, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად განვახორციელებთ" - გიორგი სამხარაძე, თანადამფუძნებელი.

იდეის განმახორციელებლების სამომავლო გეგმებში შედის ცენტრის შექმნა, სადაც სამაგიდო თამაშების კომერციალიზაციით დაინტერესებულებს შეეძლებათ მისვლა, კონსულტაციების მიღება და ცენტრის არხების გამოყენება იმისთვის, რომ დახვეწონ იდეა და თავი დაიმკვიდრონ ბაზარზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია