Get All Access for $5/mo

არ უსმინოთ წყაროებს, რომლებიც ადასტურებენ იმას, რისიც გინდათ რომ გჯეროდეთ არნოლდ შვარცნეგერი ვაქცინაციასთან დაკავშირებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსი და ვაქცინაცია მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური თემაა. ექიმები სიცოცხლის გადასარჩენად მოგვიწოდებენ რომ ავიცრათ და ამით დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები. მიუხედავად კორონავირუსის აცრილთა მზარდი სტატისტიკისა, სამწუხაროდ, მაინც არსებობენ მსოფლიოში ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის არ სჯერათ, საკუთარ თეორიებს ავითარებენ ამ საკითხზე და სხვებსაც მოუწოდებენ სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით რომ არ აიცრან. ამ თემას არაერთი ცნობილი ადამიანი ეხმაურება, მაგალითად, მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ არავაქცინირებულ ადამიანებს აღარ ემეგობრებოდა. გთავაზობთ არნოლდ შვარცნეგერის კომენტარს ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

,,მე ყოველთვის ვამბობ, რომ შენ უნდა იცოდე შენი სიძლიერე და მოუსმინო ექსპერტებს. თქვენ თუ გინდათ ისწავლოთ, როგორ გაიმაგროთ კუნთები, უნდა მომისმინოთ მე, იმიტომ რომ მე მთელი ცხოვრება ამის სწავლას მოვანდომე და სწორედ ამიტომ ვარ ყველა დროის უდიდესი ბოდიბილდერი. ჩვენ გარშემო ყველას გვყავს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები.

ექიმი ფაუჩი და ყველა ვირუსოლოგი, ეპიდემიოლოგი და ექიმები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ ვაქცინას და დაავადებებს, სწორედ ამიტომ მე ვუსმენ მათ და მოგიწოდებთ თქვენც ასე მოიქცეთ. ვერცერთი ჩვენგანი ვერ ისწავლის იმაზე მეტს უბრალო ვიდეოების ყურებით, ვიდრე ამ ადამიანებმა იციან. ეს ძალიან მარტივია: თუ თქვენი სახლი იწვის, თქვენ არ შედიხართ youtube-ზე ვიდეოების საყურებლად, თქვენ სახანძროს იძახებთ. თუ თქვენ გაქვთ გულის შეტევა, თქვენ არ შედიხართ ფეისბუქზე, თქვენ იძახებთ სასწრაფო დახმარებას. თუ 9 ექიმი გეუბნებათ რომ კიბო გაქვთ და ამას უნდა უმკურნალოთ, თორემ მოკვდებით და უცბად 1 ექიმი გეუბნებათ რომ კიბო უბრალოდ გაქრება, თქვენ ყოველთვის იმ 9 ექიმის მხარეს უნდა დადგეთ. ამ საკითხში, ვირტუალურად რომ ვიმსჯელოთ, ყველა ამ თემის ექსპერტი მსოფლიოს გარშემო მოგვიწოდებს რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გვიცავს, ამ დროს რამდენიმე ადამიანი ფეისბუქზე უბრალოდ ამბობს რომ ეს ასე არაა.

ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირების წრე თუ უფრო და უფრო ვიწროვდება, და თქვენ იქ თავს თანდათან იზოლირებულად გრძნობთ, ეს წითელი ნიშანია იმისა, რომ დეზინფორამციაში ცხოვრობთ. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ექსპერტების მოსმენა შენი სისუსტეა, ეს სასაცილოა, ძალისხმევა სჭირდება იმის აღიარებას, რომ შენ ყველაფერი არ იცი. სისუსტე ისაა რომ ფიქრობდე - არ მჭირდება ექსპერტების რჩევა. თქვენ არ უნდა უსმინოთ წყაროებს, რომლებიც ადასტურებენ იმას, რისიც გინდათ რომ გჯეროდეთ."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია