Get All Access for $5/mo

არდიპედია - პირველი ქართული სადაზღვევო ტერმინების ციფრული უფასო ლექსიკონი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სადაზღვევო კომპანია არდიმ განახლებული ციფრული პროდუქტი - ardipedia.ge წარმოადგინა. არდიპედია ეს არის სადაზღვევო ტერმინების პირველი, ქართული, უფასო ციფრული ლექსიკონი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს სადაზღვევო ტერმინების განმარტება მარტივად, დამატებითი ანგარიშის შექმნის გარეშე. არდიპედია დაეხმარება მომხმარებლებს, დაზღვევის პროფესიონალებსა თუ სტუდენტებს მარტივად მოახდინონ ნავიგაცია სადაზღვევო ტერმინების რთულ და კომპლექსურ სამყაროში.

აღნიშნული პროდუქტის მობილური აპლიკაციის ვერსია 2014 წელს იქნა გამოშვებული, მაგრამ მიმდინარე წელს თანამედროვე UI დიზაინის, ინტერაქციული ვებ ვერსია იქნა შემოთავაზებული.

არდიპედია მოიცავს 600-მდე სადაზღვევო ტერმინის განმარტებას, რომელიც მომხმარებლის უკუკავშირისა და საჭიროებების შესაბამისად განვითარდება და გაიზრდება.

არდიმ ახალი პროდუქტი, არდიპედია სიმბოლურად, 2 მაისს დაზღვევის დღეს წარადგინა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ არდისთვის პრიორიტეტულია საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განვითარება. არდის სწამს და სჯერა, რომ განათლება და მისი ხელმისაწვდომობა არის გასაღები მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები - ჩვენი ახალი პროდუქტი - არდიპედია - კი არის საშუალება, იმისათვის, რომ გავამარტივოთ განათლების მიღება და ხელი შევუწყოთ იმ სივრცის შევსებას, რაც სადაზღვევო სფეროს ტერმინთა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებობს.

არდის მიზანია, დაეხმაროს მომხმარებელს მიიღოს ის სარგებელი, რაც ამ პროდუქტის შექმნისას არდის გუნდისთვის სამოტივაციო როლს ასრულებდა. კერძოდ, მოიძიოს სასურველი ინფორმაცია მარტივად, უფასოდ და ეფექტურად. დაზოგოს მთავარი რესურსი - დრო და იფიქროს მხოლოდ კარგზე!

არდისთვის მთავარი ძალა კმაყოფილი მომხმარებელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობების განხორციელებაა. ის კვლავაც გააგრძელებს საზოგადოების განვითარებასა და განათლების ხელშეწყობას მსგავსი პროექტების განხორციელების გზით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი