Get All Access for $5/mo

AREA.GE – უძრავი ქონების ქართული ციფრული პლატფორმა თქვენთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AREA.GE

AREA.GE საქართველოში უძრავი ქონების პირველი თანამედროვე ციფრული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს სთავაზობს, რაც თანამედროვე დიზაინით, მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმსერვისებით გამოიხატება. პლატფორმაზე განთავსებული განცხადების კონტენტის სიზუსტე, სანდოობა და ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიებით და საოპერაციო გუნდის აქტიური მუშაობით მიიღწევა.

"AREA.GE ამარტივებს კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით ის პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მას უკეთესი გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი AREA-ს პოვნაში ეხმარება. ესაა პლატფორმა, რომელიც სწორი ინფორმაციის მიწოდებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოში ამ მიმართულებით მდგრადი ეკოსისტემის შექმნა და განვითარებაა", – განმარტავს სალომე ტყეშელაშვილი, კომპანიის საოპერაციო დირექტორი Entrepreneur-თან საუბრისას.

პლატფორმა AREA.GE უძრავი ქონების ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზე არის გათვლილი, რომელიც დეველოპერულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

ასევე, AREA.GE კარგი შესაძლებლობაა აგენტებისთვის, მუდმივად იყვნენ ინფორმირებული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ფასების შესახებ. დამოუკიდებელ მომხმარებელს კი, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ ამ პლატფორმაზე გაეცნოს ინფორმაციას უძრავი ქონების ობიექტების შესახებ. ციფრული პლატფორმა AREA.GE ერთი წლის წინ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაარსდა.

"ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და სწორედ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ყველა ის შენიშვნა თუ მოთხოვნა, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეებმა დააფიქსირეს. ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლები უმნიშვნელოვანესნი არიან. ამიტომ, მუდმივად ვუსმენთ და შესაბამის სერვისებს ვთავაზობთ მათ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ AREA.GE იყო პირველი, რომელმაც დანერგა ინოვაციური მიდგომები უძრავი ქონების განმთავსებლებისა და მაძიებლებისთვის", – აცხადებს სალომე ტყეშელაშვილი.

AREA.GE მომხმარებლებს პრემიუმსერვისებსაც სთავაზობს, რაც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის – იქნება ეს ქონების ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება თუ დაგირავება.

თუ განმთავსებელს, იქნება ეს მესაკუთრე, აგენტი, დეველოპერული კომპანია თუ სააგენტო, ექნება სურვილი, რომ მისი უძრავი ქონების შესახებ განცხადება უფრო მეტმა მომხმარებელმა ნახოს, შეუძლია ისარგებლოს პრემიუმსერვისით – "აქციე შეთავაზებად", ხოლო იმისათვის, რომ განცხადება სწორ სამიზნე აუდიტორიას მისწვდეს, შესაძლებელია სარგებლობა პრემიუმსერვისით – "რეკლამა სოციალურ მედიაში".

კომპანია მომხმარებლებს ვიზუალურ მხარდაჭერასაც სთავაზობს. მას, ვისაც საკუთარი უძრავი ქონების დასურათების დრო არ აქვს ან სურს, პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოებით გამოაქვეყნოს განცხადება, შეუძლია ისარგებლოს პრემიუმ სერვისით – "ფოტოგრაფი".

ასევე, თუ განმთავსებელს არ აქვს დრო სრულყოფილი განცხადების განსათავსებლად, რაც გულისხმობს ყველა ინფორმაციის დეტალურად შევსებას, ვიზუალური მასალის გადაღებასა და ატვირთვას, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს პრემიუმსერვისით – "განცხადების რედაქტორი". კომპანია მუდმივად ცდილობს სიახლეებს ფეხი აუწყოს და თანამედროვე გამოწვევებს სწორად უპასუხოს.

"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, თვალი ვადევნოთ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ჩვენი წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია ინდუსტრიის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, რაც საბოლოოდ ქმნის უძრავი ქონების ისეთ პლატფორმას, როგორიცაა AREA.GE. მასში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი ავტომატურ რეჟიმში ეძებს დუბლირებებს და სხვადასხვა განმთავსებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს, აჯგუფებს მათ და ერთ ფორმატში სთავაზობს მომხმარებელს. ასევე, ონლაინ რეჟიმში ადგენს უძრავი ქონების დაახლოებით საბაზრო ღირებულებას – როგორც გაყიდვის, ასევე ყოველთვიური გაქირავების შემთხვევაში", – გვეუბნება სალომე ტყეშელაშვილი.

AREA.GE-ის სტრატეგიული პარტნიორი "საქართველოს ბანკია". ეს თანამშრომლობა პლატფორმას საშუალებას აძლევს, მომხმარებლებს დამატებითი სერვისები შესთავაზოს, რაც უძრავი ქონების შერჩევის პროცესს გაცილებით მოქნილს გახდის.

კერძოდ, პლატფორმაზე შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" მომხმარებლის მონაცემებით რეგისტრაცია და "ჩემი AREA"-ს სივრცეში წინასწარ დამტკიცებული იპოთეკური სესხის ლიმიტის ნახვა ან არსებული სესხის კალკულატორის საშუალებით ლიმიტის დაზუსტება. სწორედ სესხის მოთხოვნისა და გამოთვლის ფუნქციონალია ის ერთ-ერთი უპრეცედენტო მომსახურება, რომელიც AREA.GE-მ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზა.

კომპანიის გუნდისა და პლატფორმის მთელი ძალისხმევა მიმართულია მიზნისკენ, რომ მომხმარებლებმა რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად იპოვონ თავიანთი AREA მთელი საქართველოს მასშტაბით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"