არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კარიერის დასაწყისში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისეთი გარემოს პოვნაა, სადაც შენს შესაძლებლობებს დაინახავენ, იდეებს მოისმენენ და განვითარებაში დაგეხმარებიან.
სწორედ ამიტომ, #1 დეველოპერული კომპანია "არქი" III-IV კურსის სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას აცხადებს.
სტაჟირების ფარგლებში, გაქვს შესაძლებლობა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და გადადგა პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ.
"არქიში" მთავარი პრიორიტეტი ადამიანებზე ზრუნვაა. კომპანიაში სჯერათ, რომ ბრენდის წარმატება იმ ადამიანებზე დგას, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან მის ისტორიას.
აქ განვითარება უსაზღვროა, რადგან თითოეული გუნდის წევრის წინსვლა კომპანიის საერთო წინსვლას ნიშნავს.
ამ მიდგომას ადასტურებს ის რიცხვებიც, რომელიც არქიმ 2026 წელს აჩვენა - "არქის" თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსი (eNPS) 85%-ს აღწევს, რაც მართლაც საამაყო მაჩვენებელია.
სტაჟირების 6-თვიანი პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა რეალურ პროცესებში გამოსცადონ.
ეს არის შესაძლებლობა, გახდე იმ გუნდის წევრი, რომელიც ქვეყნის სამშენებლო სექტორში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კარიერა კომპანიაში განაგრძონ.
თუ გსურს, შენი პროფესიული თავგადასავალი იქ დაიწყო, სადაც შენს განვითარებაზე მართლა ზრუნავენ, ეს შანსი შენთვისაა.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსე განაცხადი აქ: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გახდი არქის გუნდის წევრი - შემოგვიერთდი!