You can be on Entrepreneur’s cover!

აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მაღალი ხარისხის განათლების მიღება, თითქმის ყველა ადამიანისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს, საქართველოში არაერთი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს მიიღონ საკმაოდ კარგი ხარისხის განათლება, თუმცა ეს ზოგისთვის საკმარისი არ არის. 2022 წლიდან მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად ქართველ ახალგაზრდებს უცხოეთში წასვლა აღარ მოუწევთ. ამ წლიდან ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი პირველ სტუდენტებს მიიღებს. პირველ წელს უნივერსიტეტი სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სამი მიმართულებით შესთავაზებენ. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს, რომელიც ვებსტერის უნივერსიტეტის ამერიკული და ევროპული კამპუსების კურსდამთავრებულების დიპლომის ანალოგიური იქნება და სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას გზა გაიხსნან უფრო ფართო მომავლისკენ. აღსაღნიშნავია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) - ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით. ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ. ვებსტერის უნივერსიტეტმა უკვე აამოქმედა აშშ-ს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელი საქართელოს ფილიალისთვის, რომლის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ წვდომა უახლეს ლიტერატურასთან და მაღალი კლასის კვლევებთან. დასრულებულია ვებსტერის საქართველოს კამპუსის ინფრასტრუქტურის მზადება, ფილიალი უკვე დაკომპლექტებულია ადმინისტრაციული პერსონალით. მსოფლიოს ყველა ფილიალიდან, ჯამში 57 პროფესორია ჩართული პროგრამების განვითარებაში, აგრეთვე იგეგმება საქართველოში გამოცხადებული აკადემიური კონკურსის შედეგად არჩეული პერსონალის ჩართვა პროგრამების განხორციელებასა და განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ კამპუსი ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების რეგიონალური ჰაბის ფორმირების პროცესს. ვებსტერ საქართველოში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული არიან სტუდენტები უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. უნივერსიტეტის შესახებ უფრო ფართოდ entrepreneur-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი ესაუბრა:

როგორ გაჩნდა, ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსის საქართველოში შემოსვლის იდეა?

მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი მშობელი ზრუნავს იმაზე, რომ თავისმა შვილმა მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. ამის გამო ხშირად შვილებს უცხოეთში უშვებენ სასწავლებლად და ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ძალიან დიდ რესურსებთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში გაგვეხსნა ამერიკული უნივერსიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის უნივერსიტეტი - ვებსტერი, რომელიც ამერიკასა და ევროპაში მოწინავე ადგილს იკავებს. მისი ფილიალები წარმოდგენილია შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და საკმაოდ ბევრ ქვეყანაში. ეს უნივერსიტეტი შესაძლებლობას მისცემს მშობლებს, რომ აღარ გაუშვან შვილები საზღვარგარეთ და საქართველოში მიიღონ ყველაზე მაღალი ხარისხის განათლება და ამერიკული დიპლომი, რომელიც მათი მომავალი წარმატების შესაძლებლობაა. ასევე, ვფიქრობდით იმაზეც, რომ რეგიონში საქართველოს რაც შეიძლება აქტიური ადგილი დაეჭირა და მოვიცვათ მეზობელი რეგიონები. ამით ერთ-ერთი მთავარი განათლების ცენტრი გავხდებით რეგიონში. ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია, ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები პროექტის განხორციელებაში და ეტაპობრივად, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული კოვიდ სიტუაციაა და ძალიან ბევრი ბიზნესი გაჩერებულია, ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, არცერთი დღე არ შეგვიწყვეტია მუშაობა და სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, რომ ფაქტიურად გავედით ბოლო ეტაპზე და 2022 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში.

რა გზა გამოიარეთ იდეის საბოლოოდ შესრულებამდე?

ამერიკული უნივერსიტეტის გახსნა ძალიან მოცულობით სამუშაოსთან არის დაკავშირებული- ინფრასტრუქტურის მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამების მოწოდება, პროფესორების წინასწარ შერჩევა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიური მუშაობის შედეგად, 2 წლის თავზე შევძელით ის, რომ ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია, საგანმანათლებლო პროგრამაც, რომელიც თითქმის იგივე პროგრამაა, რაც ამერიკასა ან ევროპის მათ ფილიალებში ისწავლება და იგივე პროფესორები არიან, რომლებიც იქ ასწავლიან და ჩვენთან ჩამოვლენ. სწორედ ეს ეტაპები გავიარეთ ამ ორი წლის განმავლობაში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა დავიწყოთ მზადება, რომ გავხსნათ უნივერსიტეტი და აქტიურად მივიღოთ, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის მიმართულებით სტუდენტები.

როგორ არის დაკომპლექტებული ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსი საქართველოში? როგორ მოხდა მსოფლიოს სხვადასხვა კამპუსიდან 57 უცხოელი პროფესორების ჩართვა ამ საქმეში?

ვებსტერს ჰყავს საკმაოდ ბევრი წამყვანი და ცნობილი პროფესორი, სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც გარდა საქართველოში, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ვებსტერის ევროპის ფილიალებშიც. სწორედ მათი ჩართულობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლება განხორციელდეს ადგილზე, მათი ჩამოსვლით საქართველოში. ფაქტობრივად, საქართველო არის მათი უნივერსიტეტის გაგრძელების ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც მოიცავს ყველა ბენეფიტს - ყველაზე მაღალი საგანმანათლებლო პროგრამები, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის პროფესორების კვალიფიკაცია, ასევე ბიბლიოთეკის ნაწილი, ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.

უფრო დეტალურად რომ უთხრათ მკითხველს, როგორ მოხდება უნივერსიტეტში მიღება და რა დადებითი მხარეები აქვს ამ უნივერსიტეტში სწავლას?

ჩვენს უნივერსიტეტში მიღება მოხდება ეროვნული გამოცდების შედეგად და ასევე უნივერსიტეტს ექნება პარალელურად შიდა გამოცდაც, რადგან სწავლა იქნება ინგლისურ ენაზე. ჩვენ სექტემბრიდან საკმაოდ აქტიურ კამპანიას განვახორციელებთ, რომელიც მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან, აბიტურიენტებთან აქტიურ შეხვედრას, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის მიმართულებით, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ ამერიკულ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვებსტერის უნივერსიტეტს გააჩნია ამერიკული, ყველაზე მაღალი ხარისხის აკრედიტაცია, რომელიც მხოლოდ მოწინავე უნივერსიტეტებს აქვთ და რაც მხოლოდ მიუთითებს იმაზე რომ სწავლების ხარისხი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მოწინავე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამაზე მეტყველებს არა მარტო მისი წარმატება ამერიკაში, ასევე მისი კამპუსები, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებს, როგორც ავღნიშნე საკმაოდ ბევრ ქვეყანაში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომელიც გაცილებით იაფი იქნება ამერიკულ უნივერსიტეტთან შედარებით და ასევე მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა მაქსიმალურად დაზოგონ ის ხარჯები, რასაც ითვალისწინებს შვილის საზღვარგარეთ სწავლა, ცხოვრება და ა.შ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავხდეთ რეგიონში პირველები განათლების მიმართულებით.

სამომავლო გეგმები? კიდევ გეგმავთ თუ არა სხვა აკრედიტირებული უნივერსიტეტების შემოყვანას საქართველოში?

რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა გეგმებიც, რაზეც საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, ეს იქნება იგივე ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი პროგრამა შევთავაზოთ. ეხლა დავიწყებთ რამდენიმე პროგრამით, ეს იქნება ბაკალავრიატის 3 პროგრამა და მაგისტრატურის 3 პროგრამა- ბიზნეს ადმინისტრირება, მედია კომუნიკაციები, საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენი ამოცანა იქნება ყოველწლირად გავაფართოვოთ სპექტრი, რაც შეიძლება ბევრ სფეროში. ასევე უკვე აქტიურად ვმუშაობთ რეგიონზე, რომ მოვიზიდოთ მეზობელი ქვეყნებიდან სტუდენტები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ქართველ სტუდენტებთან ერთად ისწავლონ ამერიკულ უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზეც, ათობით უნივერსიტეტთან გვაქვს, ჩვენ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ურთიერთობა და ეტაპობრივად, ჩვენც, სწორედ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები და განვითარების, როგორც უკვე ვახსენე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ნაწილი არის ის, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის დასავლური განათლება შემოვიტანოთ საქართველოში.
მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია