Get All Access for $5/mo

"ავერსი" CityPay.io-სთან პარტნიორობის გზით კრიპტოსეგმენტის ათვისებას იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CityPay.io და "ავერსი" პარტნიორები გახდნენ, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, პირველად საქართველოში მომხმარებელმა კრიპტოაქტივის გამოყენებით შეიძინოს სასურველი მედიკამენტი თუ თავის მოვლის საშუალება.

CityPay.io-ს კრიპტო POS ტერმინალით სარგებლობა "ავერსის" 15 ფილიალშია შესაძლებელი. ამ პარტნიორობის შედეგად "ავერსის" სააფთიაქო ქსელში პროდუქციის შეძენა შესაძლებელი გახდება Bitcoin, USDt-ისა და სხვა კრიპტოაქტივის დახმარებით, ბიზნესი კი ლარში მიიღებს ტრანზაქციას.

CityPay.io-სა და "ავერსის" თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ფარმაცევტული სფეროსა და მთლიანად ქვეყნის ციფრული ინოვაციების კუთხით განვითარებისთვის, რისი შედეგიც მომხმარებელთა კმაყოფილება და კომფორტი იქნება.

კრიპტოაქტივის გამოყენებით პროდუქციის შეძენა მარტივია: POS ტერმინალზე ერთჯერადი QR კოდის დასკანერების შემდეგ მომხმარებელი ირჩევს სასურველ კრიპტოაქტივს და სასურველი კრიპტო საფულიდან ასრულებს პროცესს, რის შედეგადაც კრიპტოაქტივი მომენტალურად კონვერტირდება ლარში და ბიზნესი ეროვნულ ვალუტაში, ლარში, იღებს ტრაზაქციას.

CityPay.io- შესახებ

CityPay.io, რომელიც 2021 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, არის კრიპტოაქტივის მეშვეობით პროდუქტის ან მომსახურების რეალიზების საშუალება ბიზნესებისთვის.

ამჟამად 2000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იყენებს CityPay.io-ს ოთხ სხვადასხვა არხს, რაც მათ ბაზრის ახალი სეგმენტის - კრიპტოაქტივის მფლობელებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაში ეხმარება.

ფიზიკურ პირებს CityPay.io საშუალებას აძლევს, კრიპტოაქტივის გამოყენებით მარტივად და სწრაფად მიიღონ სასურველი პროდუქტი თუ სერვისი.

"ავერსის" შესახებ

"ვერსი-ფარმა" 1994 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. ის მომხმარებლებს მედიკამენტებს, თავის მოვლის საშუალებებს და სამედიცინო აღჭურვილობებს სთავაზობს. "ავერსი-ფარმას" მიზანია მომხმარებლის მეტი კომფორტი ონლაინსერვისების დანერგვისა და გაფართოების გზით.

იხილეთ ფილიალების მისამართები:

*დ.აღმაშენებლის გამზ. №148

*ცინცაძის. №1

*პუშკინის ქ. №3

*აღმაშენებლის გამზირი N98

*სეტის მოედანი №12

*ვაჟა-ფშაველას გამზ. №39

*ჭავჭავაძის გამზ. №41

*მინდელის ქ. №11

*კანდელაკის ქ. №61/59

*პ. ასლანიდის ქუჩა №13ა,

*კოსტავა ქ. №20-22

*ჭავჭავაძის გამზ №50

*ჭავჭავაძის გამზ №54

*ფალიაშვილის ქ. №15/5

*რუსთაველის ქ. №50

Business News

.ge დომენი წელიწადი 1 ლარად!

Domenebi.ge-ს მომხმარებლებს დომენების 2 წლით შეძენა 51 ლარად შეუძლიათ

ინდუსტრიული ტრენდები

ფინო - წარმატების 13 წელი

"ფინოს" პორტფელი საკმაოდ მრავალფეროვანია, 13 წლის განმავლობაში მან 300-ზე მეტ კომპანიას გაუწია მომსახურება თითქმის ყველა ინდუსტრიიდან.