"ავერსი" საახალწლო შოპინგს ამარტივებს: ექსკლუზიური გერმანული თვითმომსახურების აპარატები უკვე ,,ავერსის" 262 აფთიაქშია ხელმისაწვდომი დაზოგე დრო დღესასწაულისთვის: შეიძინე საახალწლო საჩუქრები ყველაზე სწრაფად და კომფორტულად "ავერსში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში დრო ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, ტექნოლოგიური წინსვლა კი - მისი დაზოგვის საუკეთესო გზა. იქ, სადაც ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა იკვეთება, ჩნდება გადაწყვეტილებები, რომელიც ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის. სწორედ ამ ხედვით, "ავერსი" კიდევ ერთხელ ამკვიდრებს ახალ სტანდარტს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მსოფლიოში უახლეს, გერმანულ, საუკეთესო ხარისხის #PYRAMID-ის სწრაფი გადახდის თვითმომსახურების აპარატს სთავაზობს.

განსაკუთრებით ახლა, წინასაახალწლო პერიოდში, როცა ქალაქი სადღესასწაულო ციებ-ცხელებამ მოიცვა, "ავერსის" ინოვაცია თქვენი მთავარი მოკავშირე ხდება. ეს არის დრო, როცა სავაჭრო სია დაუსრულებელია: თავის მოვლის ნაკრებები ახლობლებისთვის, საჩუქრები მეგობრებისთვის, პირადი მოხმარების ნივთები თუ სეზონური მედიკამენტები. მაშინ, როცა სხვაგან რიგები და გადატვირთული დარბაზებია, "ავერსი" გაძლევთ ფუფუნებას, მართოთ თქვენი დრო თავად. თვითმომსახურების აპარატებთან თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული სხვის სისწრაფეზე - თქვენი საახალწლო შოპინგი ხდება სასიამოვნო, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, წამიერი პროცესი.

"ავერსი" პირველი ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს გერმანული ინჟინერიით შექმნილი #PYRAMID-ის თვითმომსახურების აპარატები შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ Pyramid Computer GmbH მსოფლიო ლიდერია ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში, ხოლო "ავერსი" ერთადერთი პარტნიორია ფარმაციის სექტორიდან, რომელიც ამ გლობალურ ბრენდთან ექსკლუზიურად თანამშრომლობს.

საგანგებოდ "ავერსისთვის" გერმანულმა კომპანიამ თვითმომსახურების აპარატი სააფთიაქო ქსელის მოთხოვნებს მოარგო. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, აპარატებს დაემატა სპეციალური ერგონომიული თაროები, რაც სკანირებისა და შოპინგის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს, მარტივსა და სწრაფს ხდის.

როგორ მუშაობს "ავერსის" ახალი თვითმომსახურების აპარატი სწრაფი გადახდისთვის?

"ავერსისა" და Pyramid-ის კოლაბორაციით შექმნილი ინტერფეისი იმდენად ინტუიტიურია, რომ ის პრაქტიკულად გკარნახობთ ყოველ მომდევნო ნაბიჯს:

  1. ასკანერებთ შერჩეულ პროდუქტს, ეცნობით ანოტაციას და ეკრანზე ხედავთ სრულ ინფორმაციას გადასახდელი თანხის, ფასდაკლებისა და საბოლოო ღირებულების შესახებ;
  2. მომდევნო ნაბიჯია ,,მტრედი ბარათის" დასკანერება. თუ ბარათი თან არ გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი პირადი ან ბარათის ნომერი. მისი მითითების შემდეგ სარგებლობთ ფასდაკლებით. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ უნიქარდის ბარათიც - მისი ადგილზე არსებობის შემთხვევაში ასკანერებთ ბარათს ან პირდაპირ შეგყავთ პირადი ან ბარათის ნომერი.
  3. …და ბოლოს ირჩევთ გადახდის სასურველ წყაროს. აპარატი მხარს უჭერს ყველა თანამედროვე უნაღდო ანგარიშსწორებას. თქვენ აღარ გიწევთ რიგში დგომა - იყენებთ ბარათს ან სმარტფონს და სულ რამდენიმე წამში ტრანზაქცია დასრულებულია.

"ავერსისთვის" მთავარი პრიორიტეტი სიმარტივით მიღწეული საუკეთესო შედეგია. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინოვაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, სწორედ ამიტომ, თვითმომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით, "ავერსის" 262 აფთიაქში დაგხვდებათ.

თუ გსურთ ნახოთ, რამდენად მარტივად შეგიძლიათ პროცესის მართვა, ეს ვიდეო თავად დაგარწმუნებთ.

,,ავერსის" ტექნოლოგიური სიახლე კი დაგეხმარებათ, საახალწლო სამზადისი ზედმეტი რიგების გარეშე, მშვიდად დაასრულოთ და დაზოგოთ დრო მათთვის, ვინც გიყვართ - რადგან საჩუქრების შერჩევა ასე კომფორტულად და სწრაფად მხოლოდ "ავერსშია" შესაძლებელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი