ავტოპროდუქტების შეძენა ონლაინ - რას სთავაზობს amboli.ge მომხმარებლებს?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენიმე თვის წინ ამბოლმა ონლაინ მაღაზია განაახლა. კომპანიამ ელექტრონული კომერციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა, თუმცა, ამჯერად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ამბოლის ავტოპროდუქტები ბევრად უფრო მარტივად, მათზე მორგებული ფუნქციონალების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინონ. ვრცლად ამბოლის ონლაინ მაღაზიის შესახებ ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დევი ციხისელი გვესაუბრა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამბოლის ონლაინ მაღაზია განახლდა. გვიამბეთ, პირველად როდის ჩაეშვა ამბოლის ონლაინ მაღაზია და საიდან იწყება მისი ისტორია?
ამბოლი პირველი ბრენდი იყო ბაზარზე, რომელმაც ავტო ინდუსტრიაში ელექტრონული კომერციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგა და მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შესთავაზა.
2023 წელს კი, მომხმარებლებს სრულიად განახლებული და გაუმჯობესებული ონლაინ მაღაზია შევთავაზეთ. გადავწყვიტეთ, ამ მიმართულების განვითარებასთან ერთად, ჩვენი ონლაინ მაღაზია სრულად მორგებული გაგვეხადა მომხმარებლის მოთხოვნებზე და დაგვენერგა ფუნქციონალი, რომელიც მათ საუკეთესო გამოცდილებას შეუქმნიდა.
განახლდა და სრულად გაუმჯობესდა ძებნის ფუნქციონალი, რაც მომხმარებელს საკმაოდ დიდ დროს უზოგავს. ასევე, გავაუმჯობესეთ რეგისტრაციის და შეკვეთის პროცესიც.
აქვე დავამატებ, რომ შეძენის მსურველს შეუძლია, შეძენამდე ონლაინ კონსულტაცია გაიაროს ჩვენს მხარდაჭერის გუნდთან, როგორც ონლაინ არხების, ისე ცხელი ხაზის მეშვეობით.
რა პროდუქტს შეხვდება მომხმარებელი ამბოლის ონლაინ მაღაზიაში?
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ამბოლის ყველა მიმართულების პროდუქციას მოიძიებთ, როგორებიცაა: საბურავები, ზეთები, აკუმულატორები, სამუხრუჭე სისტემები, ფილტრები, ნათურები და ავტოქიმია.
ვისზეა გათვლილი ამბოლის ონლაინ მაღაზია?
ამბოლს საქართველოს მასშტაბით 20 ფილიალი აქვს და ეს ციფრი მუდმივად იზრდება. ჩვენი ელ.კომერციის მიმართულების საშუალებით, შევძელით, დაფარვის ზონა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგვეზარდა და ყველა იმ მომხმარებელთან მიგვეტანა ჩვენი პროდუქცია, რომელსაც ფილიალში ფიზიკურად მისვლა არ შეუძლია.
დღეს ამბოლის ონლაინ მაღაზიაში განთავსებული შეკვეთის მიწოდება და მაღალი ხარისხის გამოცდილების გაზიარება ყველა მომხმარებლისთვის შეგვიძლია მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორია სამომხმარებლო გზა ვებგვერდზე - ვიზიტიდან შეკვეთის დასრულებამდე რა გზას გადის მომხმარებელი?
პროდუქციის მოძიება, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ დავხვეწეთ და მომხმარებელს ყველა საჭირო ხელსაწყო შევუქმენით საიტზე სწრაფი ძიებისთვის.
შემდეგი ნაბიჯი ამბოლის საიტზე რეგისტრაციაა, რისთვისაც მინიმალური ინფორმაცია მოითხოვება და მობილურის ნომრით რამდენიმე რამდენიმე წამშია შესაძლებელი.
შეკვეთის გაფორმების ეტაპზე კი, მომხმარებელს რამდენიმე კლიკით შეუძლია დაასრულოს პროცესი.
რატომაა მომხმარებლისთვის ონლაინ მაღაზიით სარგებლობა? რა კომფორტს სთავაზობს ის კლიენტს?
პირველ რიგში, მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისის საშუალებით, მაქსიმალურად გავაადვილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიით სარგებლობა და კომფორტული გავხადეთ ყველასთვის.
ამბოლის ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს საშუალება მივეცით, შერჩეული პროდუქციის მარაგი თავად ენახა მისთვის სასურველ რეგიონში ან ფილიალში, რაც კიდევ უფრო მეტ დროს უზოგავს მათ. შეკვეთის გაფორმების დროს კი, მომხმარებელი თავად წყვეტს შეკვეთის მიღების ფორმას და დროს. ამ ეტაპზე ვთავაზობთ საკურიერო მომსახურებას, ფილიალიდან გატანას და ადგილზე სერვისის მანქანით მომსახურებას.
რაც ყველაზე მთავარია, ონლაინ სრულიად განხვავებული აქციები და ფასები დახვდებათ ჩვენს მომხმარებლებს, რაც საშუალებას მისცემს მათ, კომფორტთან ერთად, უფრო კარგ ფასში შეიძინოს პროდუქცია.
განახლების ეტაპზე გავითვალისწინეთ ჩვენი მომხმარებლის სეგმენტიც და გადახდის რამდენიმე მეთოდი დავამატეთ. ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი VISA, MASTERCARD და AMEX ბარათით გადაიხადონ შეკვეთის ღირებულება ან ისარგებლონ თიბისისა და საქართველოს ბანკის როგორც სტანდარტული, ასევე ნაწილ-ნაწილ განვადებით.
შეკვეთის შემდგომი მომსახურება რას გულისხმობს და როგორია პროდუქტის მიწოდებების პირობები?
როგორც უკვე ვახსენე, ონლაინ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება, მთელ საქართველოში შეგვიძლია და მიწოდებას საშუალოდ 1-5 სამუშაო დღემდე სჭირდება.
გამონაკლისი არის მაღალმთიანი რაიონები, სადაც მიწოდების ვადა იზრდება 7 სამუშაო დღემდე.
როგორია სამომავლო გეგმები ამბოლის ონლაინ მაღაზიაში? აპირებთ თუ არა ახალი ფუნქციონალების დამატებას ვებგვერდზე?
წელს საკმაოდ ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს როგორც შეკვეთის მიწოდების მხრივ, ასევე გადახდების მხრივ.
ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ონლაინ მაღაზიის როგორც ფუნქციონალურ განვითარებაზე, ასევე მის ვიზუალურ ნაწილზე და მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობით ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ავტოპროდუქტების შეძენის გამოცდილება.