Axen Consulting - ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია ბიზნესის ტრანსფორმაციისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემო დინამიურია. ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილია, ტექნოლოგიური განვითარება კი არსებითად ცვლის თამაშის წესებს. ასეთ რეალობაში კომპანიებისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ არსებული სტრატეგიების შენარჩუნება.

Axen Consulting-ის გამოცდილება აჩვენებს, როგორ შეუძლია სწორ კონსულტაციას არა მხოლოდ მოკლევადიანი პრობლემების გადაწყვეტა, არამედ ორგანიზაციის შიდა სისტემების გაძლიერება ისე, რომ კომპანიამ დამოუკიდებლად, მდგრადად და გონივრულად უპასუხოს მომავალ გამოწვევებს.

Axen Consulting ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური და ბიზნესტრანსფორმაციის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გამოჩნდა. თუმცა მისი ისტორია გაცილებით ადრე იწყება – იმ დროიდან, როცა გუნდი AgileSchool-ის სახელით წარმატებით ოპერირებდა და მომხმარებელს სთავაზობდა როგორც ინდივიდუალურ ტრენინგებს, ისე B2B სეგმენტისთვის გათვლილ სერვისებს.

ჩვენი დაკვირვებით, კომპანიების მხრიდან საკონსულტაციო სერვისებზე მოთხოვნა განისაზღვრება არა ზოგადი ტრენდით, არამედ კომპანიის განვითარების კონკრეტული ეტაპით, მისი უნიკალური გამოწვევებითა და იმით, თუ რა სჭირდება მას დროის მოცემულ მომენტში ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

შესაბამისად, ჩვენი სამუშაო პროცესი ყოველთვის დეტალური დიაგნოსტიკით იწყება. მაგალითად, მზარდი კომპანიისთვის, რომლის პროცესებიც ზრდას ვეღარ ეწევა და ქაოსური ხდება, უპირველესი ამოცანა ოპერაციული მოდელის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაციაა.

პარალელურად, დიდი და სტაბილური ორგანიზაციის შემთხვევაში, რომელიც ბაზრის ცვლილებებს ნელა პასუხობს, შესაძლოა მთავარი გამოწვევა მოქნილი, ე.წ. Agile კულტურის დანერგვა და ბიუროკრატიის შემცირება იყოს. არის შემთხვევები, როცა კომპანიას ჰყავს ძლიერი გუნდები, მაგრამ სტრატეგიული მიზნების შესრულება უჭირს. ასეთ დროს ფოკუსი (მიზნებისა და საკვანძო შედეგების (OKRs) სისტემის ჩამოყალიბებაზე გადადის, რათა ერთიანი ხედვა შეიქმნას

Axen Consulting-ის მომსახურება მრავალფეროვანია, თუმცა გუნდი სერვისებს არ განიხილავს, როგორც იზოლირებულ პროდუქტებს. არ არსებობს "გამზადებული ფორმულები", არც უნივერსალური გადაწყვეტები. კომპანიის მიდგომა თავიდანვე ეყრდნობა სიღრმისეულ დაკვირვებას, რომ ყოველი ორგანიზაცია უნიკალურია თავისი იდენტობით, კულტურით, გამოწვევებით, უპირატესობებითა და სტრატეგიული ამბიციებით.

არ არსებობს ორი ერთნაირი ორგანიზაცია, შესაბამისად, თითოეულ კლიენტთან ჩვენი მიდგომა სრულიად უნიკალურია და მის კონკრეტულ გამოწვევებს, კულტურასა და მიზნებს ეფუძნება. მიუხედავად ამისა, ეს ინდივიდუალური სტრატეგია ყოველთვის ჩვენ მიერ შემუშავებულ ოთხ ფუნდამენტურ პრინციპს ემყარება, რომელთა გარშემოც ჩვენი სერვისებია დაჯგუფებული:

სტრატეგიული საფუძვლის შექმნა: ნებისმიერი წარმატებული ტრანსფორმაცია იწყება მკაფიო ხედვითა და მიზნებით. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, ჩამოაყალიბონ და დანერგონ სტრატეგიული მიზნებისა და შედეგების (OKR, KPI) სისტემა. ეს უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის ყველა რგოლი – უმაღლესი მენეჯმენტიდან თითოეულ გუნდამდე – ერთიანი, გაზომვადი მიზნების გარშემო იყოს გაერთიანებული. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ IT მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, რათა ტექნოლოგიური სტრატეგია პირდაპირ პასუხობდეს ბიზნესის პრიორიტეტებს.

ოპერაციული მოდელის ტრანსფორმაცია: სტრატეგიის ეფექტიანად განსახორციელებლად საჭიროა სწრაფი და მოქნილი ოპერაციული მოდელი. სწორედ აქ შემოდის ჩვენი ექსპერტიზა Agile ტრანსფორმაციასა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციაში. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, დაამსხვრიონ ბიუროკრატიული ბარიერები, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და გააუმჯობესონ ციფრული პროდუქტებისა და პროექტების მიწოდების მექანიზმები, რათა ღირებულება მომხმარებლამდე ბევრად სწრაფად მივიდეს.

ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება: თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგია ბიზნესის მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილში, განსაკუთრებით Atlassian-ის ეკოსისტემის (Jira, Confluence) დანერგვით, რაც ქმნის გამჭვირვალე და ცენტრალიზებულ სამუშაო სივრცეს. ამასთან, ვნერგავთ ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს, რაც თანამშრომლებს რუტინული სამუშაოსგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ორგანიზაციებთან პროგრამული უზრუნლველოყოფის მოდერნიზაციის მიმართულებით.

ორგანიზაციული სწავლება: ტრანსფორმაციის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ადამიანია. არცერთი პროცესი და ტექნოლოგია არ იმუშავებს შესაბამისი სამუშაო კულტურისა და უნარების გარეშე. ჩვენი Learning & Development as a Service და ორგანიზაციული სწავლებისა და ლიდერობის პროგრამები მიზნად ისახავს უწყვეტი განვითარების კულტურის შექმნას. ჩვენ ვეხმარებით ლიდერებსა და თანამშრომლებს, შეიძინონ ორგანიზაციის ეფექტიანობისთვის საჭირო უანრები და კომპეტენციები", – ალექს გიჯაშვილი.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Axen Consulting-ის მიდგომა არ ემსახურება ცალკეული პრობლემის იზოლირებულ გადაწყვეტას. კომპანიის სერვისები ისეა სტრუქტურირებული, რომ ის უზრუნველყოფს თითოეული ორგანიზაციის სისტემური გამძლეობის ზრდას, ერთგვარი "იმუნური სისტემის" გაძლიერებას, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მომავალის გამოწვევებს და მიაღწიოს მდგრად განვითარებას.