Get All Access for $5/mo

Axis Towers - თბილისის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი თბილისის პირველი "დაუნთაუნი" და დედაქალაქის ახალი "ლენდმარკი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის ახალი ლენდმარკის, "Axis Towers-ის" შავ კოშკში დედაქალაქში ყველაზე დიდი, 17,000 კვ.-ზე გაშლილი A კლასის ბიზნესცენტრი მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ის, ამავდროულად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სტატუსს ატარებს. ეს რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქართული, არამედ "Axis Towers-სთან" დაკავშირებული ყველა ბიზნესის ურთიერთკავშირს საერთაშორისო დონეზე.

რაც შეეხება შენობის მეორე ანუ თეთრ კოშკს, ის მთლიანად საცხოვრებელი დანიშნულებისაა.

ბიზნესშეხვედრებისა და ბიზნესსაქმიანობისთვის შავი კოშკი მომხმარებლებს ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო სერვისს სთავაზობს. აქ დაგხვდებათ 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო ოთახები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.

Axis Towers-ი" კარგი მაგალითია იმისა, როდესაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბევრი მიმართულება თავს ერთად იყრის, თუმცა ფუნქციურად ისინი არა თუ ხელს უშლიან ერთმანეთს, არამედ საუკეთესოდ ერწყმიან და ავსებენ კიდეც. მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაც ეს იყო – შეძლებდა თუ არა "თანაცხოვრებას" და გამართულად ფუნქციონირებას 5 განსხვავებული სივრცე. "Axis Towers-მა" გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ნაკადების იდეალურად მართვა შეძლო.

აღსანიშნავია კოშკის ბიზნესნაწილში განთავსებული, ბიზნესტურიზმზე ორიენტირებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "Pullman-", რომელიც ინდუსტრიულმოდერნისტული დიზაინის მქონე 220 ოთახს აერთიანებს. "Pullman-ი" "Accor" ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც "Axis Towers-ის" "Pullman-ს" საიმიჯო სასტუმროდ თვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, "Pullman-ის" საუკეთესო სასტუმროა. ის სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. თითოეული ნომრის სტუმარს, უმაღლესი კლასის სასტუმროს მომსახურების გარდა, ხელოვნების იმ ნიმუშებითაც შეუძლია ტკბობა, რომლებიც მას ნებისმიერ ნომერში დახვდება.

სასტუმროს 36-ე სართულზე შეგიძლიათ ეწვიოთ ფრანგულ რესტორან "Dumas-ს" და დააგემოვნოთ უგემრიელესი ფრანგული კერძები. 37-ე სართულზე, 140 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს სქაი ბარი – "Weather Report"-, რომლის მხატვრული განათებაც საოცარ განწყობას ქმნის. მუსიკაში კარგად ჩახედულები ადამიანებისთვის სახელი Weather Report-ი უცხო ნამდვილად არ იქნება. ამ ლეგენდარული ბენდის სახელი ბარის კონცეფციას თავად წარადგენს.

ნაკადების სწორად მართვისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისად განვითარების შედეგად, თითოეულ საქმიან ადამიანს, რომელიც "Axis Towers-ზე" შეაჩერებს არჩევანს და მოუნდება, საკუთარი საქმიანობა ქალაქში ყველაზე დიდ ბიზნესცენტრს დაუკავშიროს, შეეძლება, ერთ სივრცეში მიიღოს ყველა სერვისი.

ბიზნესცენტრიდან თქვენ შეგიძლიათ, გადაინაცვლოთ "Axis Towers-ის" ველნესში, სადაც დაგხვდებათ 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, საიდანაც ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება, ასევე, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა. ასევე, გაქვთ საუკეთესო საშუალება, უმასპინძლოთ ნებისმიერ სტუმარს მრავალფეროვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოში ან რეკრეაციულ სივრცეში, რომელიც შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. აქვე დაგხვდებათ "Axis Towers-ის" ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან უხვევს და შენობის გავლით, აბულაძის ქუჩამდე გრძელდება. ქუჩის სიგრძე 80 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 20 მეტრს შეადგენს. აქვე შეგიძლიათ, მიირთვათ ლანჩი ან განიტვირთოთ, უბრალოდ, ფინჯან ყავასთან ერთად. "Axis Towers-ში", ასევე, განთავსებულია 12 რესტორანი და 7 ბარი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის. ეს "Axis Towers-ის" კიდევ ერთი, F&B (food and beverage) მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებსაც მოიზიდავს და ბიზნესის წარმომადგენლებსაც ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას შესთავაზებს.

ერთგვარი ბიზნესუბნის შემქნით, "Axis Towers-მა" ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრი გააჩინა და ძველ თბილისში დაწყებული ტურისტული კონცეფცია, რუსთაველისა და მელიქიშვილის გამზირების გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე გააგრძელა. ასე შეიქმნა თბილისში პირველი "დაუნთაუნი", ხოლო შენობა დედაქალაქის ახალი ლენდმარკი გახდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი