Sponsored Content

Barbare Khasia Consulting Services – სრული კარიერული მხარდაჭერა ტალანტებისთვის და გლობალური პოზიციონირება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია Barbare Khasia Consulting Services-ის დამფუძნებლის, რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტის, ბარბარე ხასიას თქმით, მისი ბიზნესი ერთ კონკრეტულ პრობლემას ემსახურება: ქართველი ტალანტები, რომლებსაც აქვთ გლობალური პოტენციალი, ვერ ახერხებენ საერთაშორისო ბაზარზე სწორ პოზიციონირებას.

"რეკრუტინგში მუშაობისას არაერთხელ შევხვდი უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი ღირებულების სწორად წარმოჩენა როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე. სწორედ ამან მიმიყვანა მთავარ გააზრებამდე: დასაქმების ბაზარს "ტალანტების მაძიებელ"-თან ერთად სჭირდებოდა კარიერული მენტორი, ადამიანი, რომელიც ტალანტს არა მხოლოდ სამსახურის პოვნაში დაეხმარება, არამედ გლობალური ბაზრისთვის მოამზადებს", – ამბობს ის.

ამის შედეგ დაიწყო კონსულტაციების ჩატარება კარიერული დაგეგმვის, სახელფასო მოლაპარაკების, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრისა და პერსონალური ბრენდინგის მიმართულებით. ამავდროულად, ეხმარებოდა კლიენტებს რეზიუმეების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებაში, რათა მარტივად გაევლოთ ATS ფილტრიც და პარალელურად LinkedIn-ის პროფილის ოპტიმიზაციასაც აკეთებდნენ.

"მე ვიცი, რა სჭირდებათ კომპანიებს და რას ეძებენ ტალანტები. ჩემი ძლიერი მხარე და მთავარი ამოცანა კი მათი ერთმანეთთან დაკავშირებაა. საერთაშორისო ბაზარზე, სადაც კონკურენცია გლობალურია, დიპლომი ან სამუშაო გამოცდილება აღარ არის საკმარისი. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, როცა პირველი მასშტაბური პროექტი Web3 სფეროში დავიწყე. ფაქტობრივად, უნდა დამემტკიცებინა, რომ საქართველოდან შესაძლებელია გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ტალანტების შერჩევა.

ჩემი დახმარებით შერჩეული კანდიდატების 95%-მა წარმატებით გაიარა გამოსაცდელი პერიოდი, ხოლო მათგან 30%-მა პირველივე წელს დაიკავა წამყვანი პოზიციები, ამის შედეგად ნდობა ბუნებრივად გაჩნდა და დღეს უკვე 1000-ზე მეტ პროფესიონალს დავეხმარე საერთაშორისო კარიერის აშენებაში. ლოკალური მასშტაბით ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ჩემი მისია არის, შევქმნა ეკოსისტემა, სადაც თითოეულმა ქართველმა ტალანტმა იცის თავისი ღირებულება როგორც ადგილობრივ, ისე გლობალური დასაქმების ბაზარზე და აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს", – აღნიშნავს დამფუძნებელი.

ბარბარე ხასია ამბობს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა იმ პერიოდში დაიწყო, როცა დედა გახდა, რაც, მისი თქმით, ფიზიკურად და ემოციურად ერთ-ერთი ყველაზეი რთულ ეტაპი იყო.

"მქონდა უძილო ღამეები, მიწევდა სრული კონცენტრაცია ბავშვზე და გამიჩნდა ბუნებრივი შიში, რომ კარიერულად უკან დავიხევდი. ყოველთვის ძალიან აქტიური ადამიანი ვიყავი. ენერგიას მაძლევს ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, სხვების მხარდაჭერა. ამ ყველაფრის ნაკლებობამ იმ პერიოდში შინაგანი დაძაბულობა მოიტანა და კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პროფესიული იდენტობის შენარჩუნება".

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მუშაობა არ შეუწყვეტია. ორსულობის დროსაც და შემდეგაც ჩართული იყო საერთაშორისო პროექტებში. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ დაგროვილი გამოცდილება მაქსიმალურად გამოეყენებინა და შეექმნა სერვისი, რომელიც რეალურად დაეხმარებოდა ადამიანებს დასაქმებასა და სწორ პროფესიულ პოზიციონირებაში.

"გაბედულება ჩემთვის არასდროს ყოფილა შიშის არარსებობა. ვფიქრობ, ეს არის გაცნობიერება, რომ შენი მიზანი, ხედვა და ღირებულება შიშზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. როცა ამას ნათლად ხედავ, მოქმედება ბუნებრივ ნაბიჯად იქცევა. მჯეროდა, რომ ჩემი ხედვა ადამიანზე ორიენტირებულ რეკრუტინგზე ბევრად მეტს შეცვლიდა, ვიდრე ნებისმიერი სტაბილური პოზიცია. გავრისკე, უარი ვთქვი Full-time შემოთავაზებებზე და დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობა იმაზე, რაც ძალიან მიყვარს. მიმაჩნდა, რომ დამოუკიდებლობა მომცემდა არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ უფრო დიდ გავლენას მოახდენდა იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომელთა დახმარებაც მინდოდა".

მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის საწყის ეტაპზე მოულოდნელად გაჩნდა – როგორც კი სერვისების შესახებ ინფორმაცია გააზიარა,მოთხოვნამ პრაქტიკულად მაშინვე გადააჭარბა მის შესაძლებლობებს, რაშიც იგულისხმება დროის ფაქტორი.

"განსაკუთრებით LinkedIn-დან, სადაც ყველაზე აქტიური ვარ და სადაც პროფესიულად უკვე მიცნობდნენ, დღეში 30-40 შეტყობინებას ვიღებდი. ბუნებრივია, მინდოდა, ყველასთვის დროულად და ხარისხიანად მეპასუხა, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვდა. შედეგად დღეში 14-16 საათი ვმუშაობდი, რეზიუმეების გადახედვაში, თავიდან აწყობასა და ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციების დაგეგმვაში ხშირად ღამეებსაც ვათენებდი და ამის შემდეგ ენერგიის რესურსი, პრაქტიკულად, იწურებოდა. გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც გავიაზრე, რომ ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა სისტემის გარეშე ქაოსად იქცევა. ასეთ დროს ბიზნესის წარმატება ჩემი ჯანმრთელობის ფასად მიჯდებოდა", – აღნიშნავს ის.

მისი თქმით, შემდეგ პროცესები ეტაპობრივად დაალაგა: შეიმუშავა საკუთარ თავზე მორგებული სამუშაო სისტემა, დაიწყო დროის სწორი განაწილება და ისწავლა "არა"-ს თქმა იმ პროექტებზე, რომლებიც მის ძირითად მისიას არ ემსახურებოდა

"ამან არა მხოლოდ სამუშაო ეფექტიანობა გაზარდა, არამედ სტრესიც მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეს ვიცი, რომ ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ეს გაკვეთილი გახდა ჩემი ბიზნესის საფუძველი", – ამბობს ანტრეპრენერი.

ბარბარე ხასია აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ სფეროში და არამხოლოდ ამ სფეროში, ქალებს ხშირად უწევთ ჯერ პროფესიული კომპეტენციის დამტკიცება, შემდეგ კი სტერეოტიპებთან გამკლავება. თუმცა ის ამას ყოველთვის უყურებდა არა როგორც შეზღუდვას, არამედ როგორც შესაძლებლობას.

"ქალ ანტრეპრენერებს ხშირად გვაქვს ძლიერი ემოციური ინტელექტი და ფართო ხედვა, რაც განსაკუთრებით ღირებულია გარემოში, სადაც აქცენტი ძირითადად მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე კეთდება. ჩემი პასუხი გენდერულ სტერეოტიპებზე ყოველთვის იყო შეუვალი პროფესიონალიზმი და შედეგები. მიმაჩნია, რომ შედეგი ყველაზე ხმამაღალი არგუმენტია.

კარიერის დასაწყისში იყო მომენტები, როცა ჩემი იდეები ნაკლებად სერიოზულად მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვიყავი. შემდეგ იგივე იდეა მამაკაცი კოლეგის მიერ გაჟღერებისას სრულ მხარდაჭერას იღებდა. ეს განსხვავება თვალსაჩინო და დამაფიქრებელი იყო. ასევე, შევხვედრივარ მენეჯერულ მიდგომებს, სადაც ღიად აცხადებდნენ, რომ ქალების აყვანას ერიდებოდნენ ორსულობის, დეკრეტული შვებულების ან ოჯახური პასუხისმგებლობების გამო. ეს, სამწუხაროდ, დღემდე არსებული რეალობაა. სწორედ ამიტომ წამოვიწყე დედების დასაქმების კამპანიაც, რის შედეგადაც პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ხუთი ახალბედა დედა დავასაქმეთ", – გვეუბნება რესპონდენტი.

ბარბარე ხასიას თქმით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ყველაზე მთავარი ის ასწავლა, რომ როცა ანტრეპრენერი ხარ, პასუხისმგებლობა თითქმის მთლიანად შენზეა.

"შენ მუშაობ არა მხოლოდ პროდუქტზე ან სერვისზე, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ ბრენდზე. ეს ერთდროულად ძალიან დიდი მოტივაციაცაა და სერიოზული გამოწვევაც. არ არსებობს სტანდარტული სამუშაო გრაფიკი, ხშირად ირღვევა ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ზოგჯერ მუშაობა 24/7-ზე რეჟიმსაც მოითხოვს, რისთვისაც თავიდანვე მზად უნდა იყო. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებ ანტრეპრენერებსა და ტოპმენეჯერებს ერთ მთავარ რჩევას მივცემდი: თუ გადაწყვეტ, რომ დაიწყებ, აუცილებლად უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. დღეს იდეის ქონა საკმარისი არ არის, საჭიროა გქონდეს გეგმა, თუნდაც მონახაზი, რასაც უკვე მოქმედება უნდა მოჰყვეს. უნდა გაბედო, ხმამაღლა თქვა, დაურეკო, მისწერო, შესთავაზო და დასვა კითხვები. ეს პროცესი მოითხოვს დიდ შრომას, ენერგიასა და მოთმინებას, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.

ქალებსა და გოგონებს გირჩევთ არ დაელოდოთ "იდეალურ" დროს, რადგან ის, პრაქტიკულად, არ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიურ და განსაკუთრებით Web3 ეკოსისტემებში ყველაფერი ძალიან სწრაფ ტემპში ვითარდება. დაიწყეთ იმ რესურსებით, რაც დღეს გაქვთ და პარალელურად განავითარეთ საკუთარი თავი და იდეები. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინოთ ხალხს, ბაზარს, სწორედ იქ იმალება ის პრობლემები, რომლებიც მომავალ ბიზნესშესაძლებლობებად შეიძლება გადაიქცეს. დაბოლოს, არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, მაინც იმოქმედეთ, რადგან ყველაზე დიდი რისკი უმოქმედობაა. ჩემი პირადი დევიზი ყოველთვის იყო და იქნება: თუ სხვამ შეძლო, მეც შევძლებ; და თუ სხვამ ვერ შეძლო, მე მაინც ვცდი და შევძლებ", – გვირჩევს ბარბარე.

მისთვის ანტრეპრენერი წარმოადგენს პიროვნებას, რომელსაც აქვს საკმარისი სიმამაცე, დატოვოს სტაბილური, პროგნოზირებადი ცხოვრება და შექმნას რაღაც საკუთარი – მაშინაც კი, როცა გარშემო ყველა ეუბნება, რომ არ გამოუვა.

"ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს არა მხოლოდ მკაფიო მიზანი, არამედ საკმარისი შინაგანი რესურსი, რომ ეს მიზანი ყოველდღიურ მოქმედებად გადააქციოს. ანტრეპრენერი არ ელოდება სრულყოფილ მომენტს, მან იცის, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მოქმედება. ყოველდღიურად დგამს ნაბიჯს წინ: ზოგჯერ ფრთხილად, ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ მირბის კიდეც მიზნისკენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არასოდეს ჩერდება. ის ნულიდან აშენებს არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ იმ რეალობას, რომელშიც თავად სურს ცხოვრება".

ბარბარე ხასიასთვის მთავარი ინსპირაცია არიან ადამიანები და მათი რეალური შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმე იწყებს იქიდან, სადაც სხვები უკვე წერტილს სვამენ.

"ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა 57 წლის ქალი, ოთხი შვილის დედა, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა და კარიერის დაწყება პირველად სწორედ ახლახან გადაწყვიტა. ჩემი დახმარებით დღეს ის წარმატებით მუშაობს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. ასეთი ისტორიები მახსენებს, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და უდიდეს ინსპირაციას მაძლევს. ბიზნესის გზაზე ყოფილა გადაღლისა და გადაწვის პერიოდები, როცა დანებებაზეც მიფიქრია. თუმცა ყოველ ჯერზე მახსენდება იმ ადამიანების უკუკავშირი, რომლებიც ჩემი დახმარებით დასაქმდნენ, დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ და მეუბნებიან, რომ ამ ყველაფერმა მათი ცხოვრება შეცვალა. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაზე ძლიერი მოტივატორია".

ბარბარე აღნიშნავს, რომ მისი ინსპირაცია არის ის მომენტი, როცა ადამიანი, რომელსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეჰქონდა, მენტორობის შემდეგ საერთაშორისო კონტრაქტს აწერს ხელს.

"ჩემთვის ეს უბრალოდ დასაქმება არ არის, ეს არის ადამიანებისთვის ცხოვრების მიმართულების შეცვლა. ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები, რეზიუმეების აწყობა, გასაუბრებისთვის მომზადება, ლინკდინის ოპტიმიზაცია და სხვა სერვისები ამ ყველაფრის ნაწილია. სწორედ ასეთი შედეგისთვის ღირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და იმ რთული გზის გავლა, რომელსაც ვირჩევ", – გვეუბნება ბარბარე ხასია.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, განვითარების ხედვა პირდაპირ არის დაკავშირებული მასშტაბირებასა და საერთაშორისო პოზიციონირებასთან. მისი მიზანია, რომ მისი პირადი ბრენდი საქართველოს ფარგლებს გასცდეს.

"ამ ეტაპზე ჩართული ვარ რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, როგორც პარტნიორი რეკრუტერი. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავ გუნდის გაფართოებას: რამდენიმე თანამშრომლის აყვანას, მათ დატრენინგებას და პროცესების სტანდარტიზაციას, რათა მოთხოვნის ზრდას ხარისხის დაკარგვის გარეშე ვუპასუხოთ.

საბოლოოდ მინდა შევქმნა ეკოსისტემა, სადაც: ქართველ ტალანტებს ექნებათ წვდომა საჭირო ციფრულ ხელსაწყოებზე, ცოდნასა და შესაძლებლობებზე გლობალური კარიერული ზრდისთვის. კომპანიებს კი შეეძლებათ მოიზიდონ, განავითარონ და შეინარჩუნონ საუკეთესო ტალანტები თანამედროვე HR პრაქტიკების გამოყენებით", – ამბობს Barbare Khasia Consulting Services-ის დამფუძნებელი.