ბათუმი Property Exclusive-ს უმასპინძლებს PROPERTY EXCLUSIVE 2025 BATUMI ერთ სივრცეში B2B/B2C ფორმატში წარმოაჩენს სხვადასხვა შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
21 ივნისს, 11:00 საათზე ბათუმში, სასტუმროში Courtyard by Marriott Batumi უძრავი ქონების ზაფხულის მთავარი ღონისძიება - PROPERTY EXCLUSIVE 2025 BATUMI - Summer Specials გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია, უძრავი ქონების ჰაბი, Property Georgia, მთავარი პარტნიორი -FIABCI-Georgia.
PROPERTY EXCLUSIVE 2025 BATUMI ერთ სივრცეში B2B/B2C ფორმატში წარმოაჩენს სხვადასხვა შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან: სამშენებლო-დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, არქიტექტურული ბიუროები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, სამშენებლო მასალების ჰიპერმატკეტები, HVC, ელექტრო და სმარტ ტექნოლოგიების კომპანიები და ა.შ.
ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების თემატური საუბრებით Property Talks, რომელიც წარმოადგენს პანელურ დისკუსიას: ,,ინვესტიციების, ვაჭრობის და ტექნოლოგიების მომავალი უძრავ ქონებაში." განხილულ იქნება სექტორის უახლესი ტენდენციები და აჭარის რეგიონის განვითარების პოტენციალი.
PROPERTY EXCLUSIVE 2025 BATUMI-ის სპონსორები და პარტნიორები არიან:
- გენერალური სპონსორი- FMG Soft Odoo,
- ოქროს სპონსორი- Dreamland Oasis Apartments
- მწვანე სპონსორი- Buknari by LISI Development
- პრემიუმ სპონსორი- არქი - Archi
- Hospitality Sponsor-Alliance Group
- სპონსორი- Rogantini Development
- სპონსორი- Tower Group • თაუერ ჯგუფი
- სპონსორი- IOKA International Real Estate LLC
მხარდამჭერები: პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისი ოფისი, Deutsche Wirtschaftsvereinigung - DWV - გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება , საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია , Smeda • მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია, Georgian Construction Materials Cluster • GCMC
მედია პარტნიორები: Property Media, BMG, უძრავი ქონების პროსპექტი, Entrepreneur Georgia, ჟურნალი სითი
PROPERTY EXCLUSIVE 2025 BATUMI მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას:
- B2B სივრცეში შეხვდნენ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს
- გაზარდონ კომპანიის ცნობადობა
- მოახდინონ გაყიდვების სტიმულირება
- წარმოჩნდნენ, როგორც მსოფლიოს პრემიუმ უძრავი ქონების ნაწილი საქართველოდან
- დამსწრე აუდიტორია და ვიზიტორები:
- უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების ექპერტები;
- ინვესტორები;
- უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;
- საბროკერი კომპანიების წარმომადგენლები;
- უძრავი ქონების სექტორისთვის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები;
- თავისუფალი ვიზიტორები;
PROPERTY EXCLUSIVE-ის ფორმატით ორგანიზატორებმა 2025-ის გაზაფხულზე წარმატებით ჩაატარეს ღონისძიება თბილისში. Property Georgia-ს განცხადებით, Property Exclusive პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.