Get All Access for $5/mo

ბაზარზე საქართველოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარი გამოჩნდა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Alcocidine

ვირუსული ინფექციების გავრცელებისა და გაძლიერებული ჰიგიენური საჭიროებების საპასუხოდ, ბაზარზე საქართველოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარი "ალკოციდინი" გამოჩნდა, რომლის გამოყენებაც მრავალი ბაქტერიისა და ვირუსისგან თავის დაცვის ეფექტურ გზას წარმოადგენს. "ალკოციდინის" ფორმულა მარტივ შემადგენლობას ემყარება. მისი შემცველობისა და მოხმარების წესების შესახებ, Entrepreneur-ს, მწარმოებელი კომპანია MG SOLUTIONS-ის დირექტორი დავით გურიელი ესაუბრა.

"ჩვენ ახალი არაფერი მოგვიგონებია. ეს ქიმიურად დადგენილი და მიღებული შემადგენლობაა. "ალკოციდინი" არის 72%-იანი სპირტის შემცველობის ხსნარი. ის სამი ნივთიერების ნაერთისგან შედგება: 96%-იანი ეთილის სპირტი, გლიცერინი (რათა ხელის კანი არ გამოშრეს) და გამოხდილი წყალი. სულ ესაა. 72%-იანი სპირტიც არ არის შემთხვევითი. ცნობილია, რომ ის მსოფლიოში ყველაზე რთულ ვირუსებზეც კი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. მათ შორის ისეთებზე, რომელსაც გარშემო დამატებითი გარსი ეკვრის. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩვენ ეფექტური და უნივერსალური სითხის წარმოება დავიწყეთ, რომელიც ბაქტერიებისა და ვირუსების ფართო სპექტრზე მოქმედებს და არა რომელიღაც კონკრეტულ ჯგუფზე. ამას "ლუგარის ლაბორატორიაც" ადასტურებს. ესაა მარტივი ნივთიერება მრავალმხრივი სიკეთეებით, უნივერსალური ფორმულა და მედიცინაში აპრობირებული სითხე. "ალკოციდინი" რეკომენდებულია როგორც ზედაპირების დამუშავების, ასევე ხელების დეზინფექციისთვის.

ხშირად ზედაპირებისთვის ქლორის შემცველ ნივთიერებებს იყენებენ, რომლის ფასიც დაახლოებით 10-ჯერ იაფია, თუმცა "ალკოციდინი" მათზე საკმაოდ ეფექტური და თანაც უსაფრთხოა. "ალკოციდინის" შეძენა მსურველებს როგორც 100-მილილიტრიანი, ასევე 400-მილილიტრიანი და ლიტრიანი მოცულობით შეუძლიათ. მის გამოყენებას აქტიურად ვაკვირდებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხმარების შემდეგ ალერგიული რეაქციები აქამდე არ გამოვლენილა. ფაქტია, არც ხელის კანის გაუხეშებას იწვევს. ბავშვებისთვისაც სრულიად რეკომენდებულია. ნებისმიერ ადამიანს მისი გამოყენება დღეში სურვილისამებრ და საჭირო რაოდენობით შეუძლია, რადგან სრულიად უვნებელია. მისი მოხმარების ინტენსივობა შეზღუდული არ არის არც ლუგარის ლაბორატორიისა და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით. ჩვენ სწორედ მათთან გავიარეთ ნებართვის მოპოვების ორი ეტაპი. ვფლობთ ყველა საჭირო სერტიფიკატსა და ლიცენზიას, რაც ადასტურებს, რომ "ალკოციდინი" ვირუსებისა და ბაქტერიებისგან თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო სითხეები არ ითვლება სამედიცინო პროდუქტად, ჩვენს საწარმოში მხოლოდ ქიმიკოსები მუშაობენ. მათ მიერ წარმოებული ათიათასობით ბოთლიდან, რომელიც არ უნდა შეამოწმოთ, ზუსტად 72%-იანი ხსნარი აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ბაზარზე ხშირია ფალსიფიკაციის შემთხვევები, რაც საბოლოოდ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე აისახება. "ალკოციდინი" კი არის გამოცდილი სპეციალისტებისა და ქიმიკოსების მიერ წარმოებული მარტივი და უნივერსალური სითხე", − გვიყვება დავით გურიელი.

თქვენ კი, მეტი სიფრთხილისა და ვირუსული ინფექციებისგან თავის ასარიდებლად, "ალკოციდინის" შეძენა Entrepreneur Shop-ზე შეგიძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი