Get All Access for $5/mo

ბაზისბანკის სტიპენდიები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაზისბანკი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას განაგრძობს.

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში. სტიპენდიები ყოველ სემესტრში გაიცემა საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებზე.

"ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით, რაც, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა." - განაცხადა ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

"მიუხედავად იმისა, რომ საბაუნის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში, მხოლოდ 80 სტუდენტის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და მათ მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა სტუდენტების მოტივაციის გაზრდისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისათვის. მიმდინარე სემესტრის სტიპენდიანტები ჩვენი საავტორო, უნივერსიტეტთაშორისი პროექტის -" ბიზნეს ქეისების" გამარჯვებული სტუდენტები გახდნენ, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობით გამოირჩეოდნენ."- თამთა მიქაბრიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი