Get All Access for $5/mo

BDO ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულებით კომპანიებს ტრანსფორმირებულ სერვისებს სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნეს გარემოში, როცა კომპანიებს უამრავი გამოწვევის გადალახვა უწევთ, საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი დამხმარე რგოლია წარმატების მისაღწევად. სტატიაში მოგიყვებით BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის სიახლეებსა და გამოწვევებზე.

BDO 166 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ შორის არის საქართველოც. თავისი გამოცდილებითა და პროფესიონალი გუნდით BDO ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. ინოვაციური მიდგომებით ის კლიენტებს ეხმარება, გაზარდონ და განავითარონ, სამუშაო პროცესები დახვეწონ, ორგანიზაციული სტრუქტურა გააუმჯობესონ და ციფრულ ეპოქაში ტრანსფორმირდნენ კომპანიად, რომელიც სრულად პასუხობს ახალ გამოწვევებს.

ქეთევან ზარიძე, BDO-ს პარტნიორი, ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულების ხელმძღვანელი:

"BDO-ს გლობალური ქსელის წევრობა ნიშნავს, მიიღო საერთაშორისო გამოცდილება და ქართულ ბიზნესს შესთავაზო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ, იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე".

BDO-მ ქართულ ბაზარზე ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის შეთავაზებები განაახლა. როგორც ქეთევან ზარიძე აღნიშნავს, ამ ცვლილებების წინაპირობა სწორედ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა იყო.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო კონკრეტული და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები შეგვექმნა, თვითონ ბიზნეს სერვისებიც რამდენიმე მიმართულებად დავყავით და მისი აუთსორსი შევთავაზეთ ბაზარს. წამყვან ქვეყნებს უკვე დიდი ხანია, ვიწრო სპეციალიზაციისკენ აქვთ ორიენტირი აღებული და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ქართულ ბიზნესსაც სჭირდება ისეთი სერვისები, რომლებიც განვითარების ნებისმიერ ეტაპზე დაეხმარება და ამასთან, მარტივად ხელმისაწვდომი იქნება."

BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის საქმიანობასა და სერვისებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიებიც.

ქეთევან ზარიძე:

"BDO ახალ სტანდარტს ამკვიდრებს RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) ტექნოლოგიით. ჩვენი ვირტუალური რობოტი, სახელად მაქსი, პირველი ავტომატიზებული საბუღალტრო რობოტია საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ბაზარზე. ის წესებზე დაფუძნებულ განმეორებით ამოცანებს ასრულებს, რაც ზრდის ეფექტურობას და ჩვენს კონსულტანტებს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ ანალიტიკურ და არასტანდარტულ საკითხებზე. მაქსი 100%-იანი სიზუსტით ასრულებს ამოცანებს, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და აუმჯობესებს პროცესების ხარისხს".

დღევანდელ ბიზნეს გარემოში თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება ფინანსური მენეჯერი, რომლის მოვალეობა კომპანიის ფინანსურ ზრდაზე კონცენტრირებაა. BDO-ს განახლებული სერვისების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგია.

"ფინანსური მენეჯმენტის აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიის ფინანსური რესურსების დაგეგმვას, მართვას და კონტროლს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ის მოიცავს ბიუჯეტირებას, პროგნოზირებას, რეპორტინგს, ფულადი სახსრების მართვას და ინვესტიციების შეფასებას. სერვისის მთავარი მიზანია ორგანიზაციის ღირებულების მაქსიმალურად გაზრდა რესურსების ეფექტური გამოყენებით", - ამბობს ქეთევან ზარიძე.

BDO-ს ახალ, სპეციალიზებულ სერვისებს შორის არის სახელფასო აღრიცხვა.

ეს მომსახურებაც საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანის ერთ-ერთი მაგალითია.

"ეს არის ცალკე სპეციალობა, რომელიც ზოგ კომპანიას აქვს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის, ზოგს კი ბუღალტრის ფუნქციებში გაერთიანებული. თუმცა აქაც, დროსთან ერთად, კომპანიები ცდილობენ, რომ სახელფასო აღრიცხვა, იგივე ე.წ. ფეიროლი გაიტანონ კომპანიიდან, რათა კონფიდენციალური ინფორმაცია ბევრად უფრო დაცულ გარემოში ინახებოდეს და მუშავდებოდეს. ჩვენ გვაქვს ISO27001 სერტიფიკატი, რაც კომპანიებისთვის დაცულობის გარანტიაა", - აღნიშნავს ქეთევან ზარიძე.

BDO-ს სერვისებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგის კონცეფცია. თუმცა ეს მიდგომა ჯერ კიდევ ახალია ბევრი ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ BDO განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მისი საჭიროების კლიენტებისთვის ახსნას და რეალური სარგებლის ჩვენებას.

ქეთევან ზარიძე:

"მთავარი ბუღალტრის ფუნქციის შესრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც წელს ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. სერვისი მოიაზრებს, რომ კომპანიას ადგილზე ჰყავს ბუღალტრები და მათ მართვას ანდობს გარე კომპანიას. მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგით კომპანია თავის ბუღალტრებს უხსნის გზას, ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნასთან, რაც ჩვენთან არის დაგროვილი. ეს სერვისი ეხმარება კომპანიას საჭირო რესურსების დაზოგვასა და სწორად გადანაწილებაში. ამავდროულად, აძლევს შესაძლებლობას, დააზღვიონ საბუღალტრო რისკები და უზრუნველყონ ბიზნესის უწყვეტობის პროცესი".

ქეთევან ზარიძესთან საუბრისას დავინტერესდით, თუ რამდენად არის ქართული ბიზნეს ეკოსისტემა მზად, მსგავსი აუთსორს სერვისებით ისარგებლოს და მათი საჭიროება სრული მოცულობით სწორად შეაფასოს. ქეთევან ზარიძის თქმით, ქართული ბიზნესი სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება აუთსორს სერვისებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაციას და ოპერაციების ეფექტურობას ეხება.

"ბიზნესები ხვდებიან, რომ ზოგჯერ შიდა კადრის არსებობა უფრო მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, ვიდრე ეს გარე კომპანიის მომსახურების შემთხვევაში იქნებოდა", - ამბობს Entrepreneur-თან საუბრისას ქეთევან ზარიძე. როდესაც ისეთი პროცესების, როგორიცაა ბუღალტერია, სახელფასო და ფინანსური მართვა, გადაეცემა სპეციალიზებულ აუთსორს კომპანიას, რომელიც ამ მომსახურებებს ხარისხიანად და ეფექტურად უზრუნველყოფს, ეს კომპანიაზე დადებითად ისახება. ეს არა მხოლოდ ამცირებს შიდა ხარჯებს, არამედ ბიზნესს სთავაზობს ექსპერტიზას, რაც ზრდის პროცესების ოპტიმიზაციას და აჩქარებს განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ BDO-სთან თანამშრომლობის პროცესი მარტივია. ბიზნესი მიმართავს პრობლემით, BDO-ში კი ხვდება გამოცდილი გუნდი, რომელიც სთავაზობს გადაწყვეტებს. ამ პროცესებში კონფიდენციალური ინფორმაციაც სრულიად დაცულია და საჭიროების შემთხვევაში BDO-ს გუნდი მუდმივ რეჟიმში კონტაქტზეა ბიზნესთან.

BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის გუნდისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია პარტნიორული მიდგომები. კლიენტებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით BDO ქმნის და ინარჩუნებს გრძელვადიან, პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, სადაც ორივე მხარე ერთი მიზნით გაერთიანებული გუნდია. განახლებული კონცეფცია "ერთად წარმატებისთვის" სწორედ ასეთი შინაარსის მატარებელია.

"ჩვენ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რაც გვეხმარება, რომ სერვისები ყოველწლიურად უფრო და უფრო მოვარგოთ ჩვენი კლიენტების საჭიროებებს. ამგვარად, თანამშრომლობას ვაქცევთ ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ საშუალებად. თავად ბიზნესიც ხედავს და აფასებს ჩვენთან სერვისით სარგებლობის უპირატესობებს, რადგან რეალურად გრძნობს, რომ მასთან ერთად ვქმნით მის წარმატებას", - ქეთევან ზარიძე.

BDO განსაკუთრებული პროფესიონალიზმით არგებს სერვისებს სხვადასხვა ზომის კომპანიების საჭიროებებს, იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ კორპორაციები.

ქეთევან ზარიძე:

"როგორც დასაწყისშიც აღვნიშნე, ბიზნესები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არიან, შესაბამისად, მათ განსხვავებული სერვისები სჭირდებათ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ბიზნესებზე, მათთვის, როგორც წესი, ბუღალტერიის აუთსორსინგი არის პირველადი მნიშვნელობის. თუ კომპანია საშუალო ზომისაა, მას სჭირდება როგორც ბუღალტერიის, ასევე მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგი. მსხვილი ზომის კომპანიებისთვის, მთავარი ბუღალტრის მომსახურებასთან ერთად, ფინანსური მენეჯერის მომსახურებაც აუცილებელია. სახელფასო აღრიცხვა კი ყველა ტიპის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სერვისია. განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანიაში რიცხობრივად ბევრი ადამიანია დასაქმებული."

როდესაც ბიზნეს სერვისებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია მომავლის ფაქტორი გავითვალისწინოთ, რომელიც ინოვაციებს, შესაძლებლობებსა და, მასთან ერთად, გამოწვევასაც გვთავაზობს. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი მომავალი ციფრულია და ამას კარგად აფასებს BDO-ს გუნდიც.

ქეთევან ზარიძე:

"ჩვენი სერვისები მომავალში კიდევ უფრო მეტად დინამიკური და ავტომატიზებული გახდება. დაინერგება მრავალი დამხმარე პროგრამა, რომელიც გაზრდის ანალიტიკურ შესაძლებლობებს და გაამარტივებს პრობლემების მყისიერად გადაჭრის გზების პოვნას. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავლის კონსულტანტები - სწრაფები და მოქნილები, ყოველთვის ბიზნესის წარმატებაზე ორიენტირებული".

როგორც ქეთევან ზარიძე ამბობს, BDO აქტიურად აკვირდება ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და გეგმავს, მასზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შეიმუშაოს, რათა ამ მიმართულებითაც ლიდერი პოზიციები მოიპოვოს. როგორც BDO-ს ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგის გუნდი ამბობს, მათი მიზანია, დამწყებ ბიზნესებს სწრაფად და მარტივად განვითარებაში დაეხმაროს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"