BeyondGeorgia — როცა ტურისტული სააგენტო უბრალოდ სააგენტოდ დარჩენას არ აპირებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ტურისტული კომპანიების ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ნაკლებობა უფრო განსხვავებულ იდეებშია. სწორედ ამიტომ შეიქმნა BeyondGeorgia — ბრენდი, რომლის ამბიციაც გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ ტურების გაყიდვა.
საქართველოში ტურისტული ინდუსტრია წლებია ვითარდება, თუმცა მომსახურების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ნაცნობი სცენარით მუშაობს: ტურისტი წერს შეტყობინებას, ელოდება პასუხს, ეკითხება ფასს, შემდეგ კიდევ რამდენიმე დეტალს აზუსტებს და ბოლოს ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რას ყიდულობს. სადღაც ამ პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც უნდა გამოჩენილიყო. BeyondGeorgia-ში გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმს კიდევ ერთი სააგენტო კი არა, უკეთესი სისტემა სჭირდება.
BeyondGeorgia — მეტი, ვიდრე ტურისტული კომპანია
BeyondGeorgia ქართული ტურისტული ბრენდია, რომელიც მოგზაურებს საქართველოს აღმოჩენის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. ყაზბეგის მთებიდან თბილისის ქუჩებამდე, სათავგადასავლო ტურებიდან კერძო ტრანსფერებამდე — კომპანიის მიზანია მოგზაურობის დაგეგმვა უფრო მარტივი, საინტერესო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გახადოს. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. კომპანია მუშაობს გაცილებით მასშტაბურ პროექტზე, რომელმაც შესაძლოა BeyondGeorgia-ს საქმიანობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს. იქმნება პლატფორმა, რომელსაც საქართველოს ტურისტულ ჰაბად ქცევის ამბიცია აქვს. ამჟამად ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა BeyondGeorgia-ს ციფრულ პლატფორმაზე. მისი კონცეფცია აერთიანებს Booking.com-ისა და Airbnb-ის მსგავსი დაჯავშნის სისტემების შესაძლებლობებს, თუმცა მხოლოდ საცხოვრებლის მოძიებით არ შემოიფარგლება. მიზანი ერთიანი ტურისტული ეკოსისტემის შექმნაა, სადაც საქართველოში მოგზაურობისთვის საჭირო სერვისები ერთ სივრცეში გაერთიანდება. პლატფორმის განვითარების გეგმა მოიცავს:
• სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების დაჯავშნას — სასტუმროები, აპარტამენტები, საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები და კურორტები.
• ტურებისა და აქტივობების დაჯავშნას — მთის თავგადასავლები, კულტურული ტურები, ექსტრემალური აქტივობები და ინდივიდუალური გამოცდილებები.
• საინტერესო ადგილების აღმოჩენას — რესტორნები, კაფეები, ღირსშესანიშნაობები და ნაკლებად ცნობილი ლოკაციები.
• ტურისტულ სიახლეებსა და რეკომენდაციებს — ახალი მიმართულებები, სეზონური შეთავაზებები და საინტერესო შესაძლებლობები მოგზაურებისთვის.
• ადგილობრივი ბიზნესების ციფრულ სივრცეში გაერთიანებას — დამატებითი შესაძლებლობა ქართული ტურისტული ბიზნესებისთვის, რომ საკუთარ მომსახურებას მეტი პოტენციური მომხმარებელი გააცნონ.
მარტივად რომ ვთქვათ, იდეა ასეთია: საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას ადამიანს ათობით სხვადასხვა ვებსაიტისა და სოციალური ქსელის გადამოწმება აღარ უნდა სჭირდებოდეს. "ფასი პირადში" — ინდუსტრიის ტექნოლოგიური მიღწევა, რომელსაც დროა დავემშვიდობოთ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ინდუსტრია აქტიურად ვითარდება, ბაზარზე კვლავ გვხვდება ბიზნესმოდელი, რომლის მთავარი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი სოციალური ქსელის პირადი შეტყობინებაა. BeyondGeorgia-ს განსხვავებული ხედვა აქვს. მომავალში მომხმარებელს უნდა შეეძლოს სასურველი სასტუმროს, ტურისა თუ აქტივობის დამოუკიდებლად აღმოჩენა, პირობების გაცნობა და დაჯავშნა — ზედმეტი კომუნიკაციისა და გაურკვევლობის გარეშე. რა თქმა უნდა, ტურისტულ ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ჩვენ კონკურენციად არ მივიჩნევთ იმას, თუ ვინ უპასუხებს ტურისტს მესენჯერში პირველი. გაცილებით საინტერესოა, ვინ შექმნის პროდუქტს, რომლის გამოყენებაც ტურისტს თავიდანვე მოუნდება.
ახალი შესაძლებლობა ქართული ბიზნესებისთვისაც
BeyondGeorgia-ს მომავალი პლატფორმა მხოლოდ მოგზაურებზე არ იქნება ორიენტირებული. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასტუმროების, საოჯახო სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, ტუროპერატორებისა და სხვა ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებაა. იდეა მარტივია: ქართულ ბიზნესებს მიეცეთ დამატებითი ციფრული სივრცე საკუთარი მომსახურების წარმოსაჩენად და პოტენციურ მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებსა და იმ საინტერესო ადგილებს, რომლებიც ხშირად სტანდარტული ტურისტული მარშრუტების მიღმა რჩება. რადგან საქართველო მხოლოდ რამდენიმე პოპულარული სასტუმრო, ერთი ცნობილი ეკლესია და ყველასთვის ნაცნობი მარშრუტი არ არის. საქართველო გაცილებით მეტია. სწორედ ამ "მეტის" აღმოჩენაზე მუშაობს BeyondGeorgia.
ამბიცია, რომელიც მხოლოდ საქართველოთი იწყება
BeyondGeorgia-ს გუნდი პლატფორმის განვითარებას გრძელვადიან პროექტად განიხილავს. ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, ტურისტული სერვისების გაერთიანება და ისეთი გამოცდილების ჩამოყალიბება, რომელიც მომხმარებლისთვის პრაქტიკული და მოსახერხებელი იქნება. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, პროექტი ჯერ განვითარების ეტაპზეა. მისი საბოლოო შესაძლებლობები ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის ხედვა კი თავიდანვე მკაფიოა: BeyondGeorgia უნდა ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ გამორჩეულ ციფრულ სივრცედ, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს დააკავშირებს.
კიდევ ერთი ტურისტული სააგენტო? არა, მადლობა.
საქართველოში ახალი ტურისტული სააგენტოს შექმნა რთული არ არის. სოციალური ქსელის გვერდი, რამდენიმე ლამაზი ფოტო, სტანდარტული მარშრუტები და ფრაზა "დაგვიკავშირდით დეტალებისთვის" — ნაცნობი ფორმულაა. მაგრამ BeyondGeorgia-ს მიზანი ამ ფორმულის გამეორება არასოდეს ყოფილა. ბრენდი ცდილობს შექმნას სივრცე, სადაც ტურიზმი, ტექნოლოგია, ადგილობრივი ბიზნესი და აღმოჩენის სურვილი ერთმანეთს დაუკავშირდება. გამოვა თუ არა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული პლატფორმა? ამას დრო და მომხმარებლები გადაწყვეტენ. ერთი რამ კი უკვე ცხადია: BeyondGeorgia უბრალოდ ტურების გაყიდვით დაკმაყოფილებას არ აპირებს.
BEYONDGEORGIA
Georgia has more to offer. We're building a better way to discover it.
NOT FOR EVERYONE.