Get All Access for $5/mo

ბეზოსის ყოფილმა ცოლმა კიდევ $2,7 მლრდ გაიღო ქველმოქმედებისთვის მაკკენზი სკოტმა და მისმა მეუღლემ, დენ ჯუეტმა 286-ზე მეტ ორგანიზაციას შესწირეს თანხა

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2019 წელს "ამაზონის" დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან განქორწინებისა და 38.3 მილიარდი დოლარის კომპენსაციის მიღების შედეგად, მაკკენზი სკოტი გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი 2020 წლის სექტემბერში, რომლის სავარაუდო ქონება მაშინ 60 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

სკოტი ცნობილია თავისი საქველმოქმედო ინიციატივებითა და შემოწირულობებით, რომლებიც ჯამში $6 მილიარდს შეადგენს არაკომერციული ორგანიზაციების შესარჩევად, ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის The Giving Pledge-ის ხელმოწერის შემდეგ, რაც მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს მოუწოდებს თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი სიმდიდრის უდიდესი ნაწილის შეწირვას.

ამ თანხის უზარმაზარი ნაწილი − 410 მილიონი დოლარი, ისტორიულ კოლეჯებს მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში გადაეცათ. როგორც ჩანს, მისი საქველმოქმედო შემოწირულობების რიცხვი კიდევ 2.7 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

სკოტმა Medium post-ის საშუალებით განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ საკუთარი და ახალი ქმრის − დენ ჯუეტის სახელით, საოცრად დიდი თანხა შესწირა 286-ზე მეტ ორგანიზაციას.

"იმის გამო, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული მომსახურება ძალიან ძლიერი კატალიზატორი და მულტიპლიკატორია, მე და დენმა 2021 წლის პირველი მეოთხედი გავატარეთ კაპიტალზე ორიენტირებული, არაკომერციული გუნდების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში, რომლებიც უგულებელყოფილია იმ ადგილებში", − თქვა სკოტმა, − "შედეგად, გავეცით 2 739 000 000 აშშ დოლარის დონაცია 286 მაღალი გავლენის მქონე ორგანიზაციის კატეგორიებში და თემებში, რომლებიც ისტორიულად არ გახლდათ დაფინანსებული და შეუმჩნეველი იყო".

სკოტმა მხარი დაუჭირა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან "ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას", ასევე "2 და 4-წლიან ინსტიტუციებს, სადაც წარმატებით ასწავლიან სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან ქრონიკულად დაუცველი თემებიდან". აქ აქცენტი გამახვილებულია "არაპროპორციულ სიმდიდრეზე" და ქალების მხარდაჭერაზე.

"ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში წარმატებით გაატარეს ჰუმანიტარული მიზნები, ხშირად არ იცოდნენ, იქნებოდა თუ არა ფული მათ საბანკო ანგარიშებზე ორ თვეში", − დაწერა სკოტმა იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ის და მისი მეუღლე მხარს უჭერენ. "ჩვენ გვჯერა, რომ გუნდებმა, რომლებსაც გამოცდილება აქვთ წინა ფრონტზე, საუკეთესოდ იციან, თუ როგორ გამოვიყენოთ ფული კარგად. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, დახარჯონ ის ისე, როგორც თავად აირჩევენ".

ორგანიზაციები, რომლებმაც შემოწირულობა მიიღეს, არიან: "გადავარჩინოთ მუსიკა", "ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვანები", "თავისუფლების ფონდი" და "გოგონების პირველი ფონდი".

"გულუხვობა კეთილდღეობის მომტანია", − თქვა სკოტმა, − "გაზიარება უფრო მეტს ქმნის".

ამჟამად სკოტი მსოფლიოში მესამე მდიდარი ქალია, რომლის ქონების სავარაუდო ღირებულება 59.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია