Get All Access for $5/mo

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია შეჯიბრი დღეს, 18 ოქტომბერს ასტროფიზიკის ობსერვატორიაში იწყება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯიბრი საქართველოში დღეს, 18 ოქტომბერს აბასთუმანში, ასტროფიზიკის ობსერვატორიაში იწყება. საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი, "ბილაინი" მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

NASA Space Apps Challenge საერთაშორისო 48-საათიანი ჰაკათონია. პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების გენერირებას, რომლებიც კაცობრიობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარება. შეჯიბრი NASA Space Apps ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა, რომელიც ერთდროულად 200-მდე სხვადასხვა ლოკაციაზე მსოფლიოს გარშემო საასპარეზოდ იწვევს ყველა სრულწლოვან ადამიანს, ვინც დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით.

NASA Space Apps Challenge საუკეთესო შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის საქართველოდან ჩაერთონ გლობალურ კონკურსში და იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად NASA-ს მიერაა განსაზღვრული, როგორც პრიორიტეტი, დედამიწასა და კოსმოსში. ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ, ხოლო პირველი და მეორე საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები ფულად ჯილდოებს მიიღებენ 2 000 და 1 000 ლარის ოდენობით.

"ბილაინი" მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარებას. Tbilisi Startup Bureau -სა და "ბილაინს" შორის ეს უკვე მეორე წარმატებული თანამშრომლობაა, რომელიც მიმართულია ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასა და მათი მისწრაფებების მხარდაჭერაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

"მაკდონალდს საქართველო" - 20 წელი წარმატებულ საქმიანობაში

საქართველოს "მაკდონალდსმა" ევროპის მასშტაბით დიდი აღიარება მოიპოვა და უმაღლესი ჯილდო - Best overall Performance დაიმსახურა