ბილაინის ჩატბოტს ახალი ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრმა - ბილაინმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი, გასული წლის ზაფხულში დანერგა. საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს მრავალი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:
- ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე
- თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე
- ბალანის შემოწმება
- მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება
- განვადების დეტალების შემოწმება
- დეტალური ამონაწერის მიღება
- კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა
- ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.
გარდა უკვე არსებული საკომუნიკაციო არხებისა, ამიერიდან ჩატბოტი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებგვერდებზე (https://beeline.ge/, https://freevolution.ge/) და ქართული ენის გარდა, შეუძლია მომხმარებლებს ინგლისურ და რუსულ ენებზეც ესაუბროს.
SuperB ასევე ხელმისაწვდომია ბილაინის Facebook გვერდის მესინჯერშიც, აქვს საკუთარი გვერდიც და აბონენტებს 24/7 -ზე ემსახურება - https://web.facebook.com/superbuperb/