Get All Access for $5/mo

''ბილაინის'' დროული პასუხი გამოწვევას ექსკლუზიური ინტერვიუ ანჯეი მალინოვსკისთან

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

"ვიონი საქართველო" საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრია, რომელიც გლობალური ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. საქართველოში "ვიონი ჯგუფი" წარმოდგენილია ბრენდით "ბილაინი", რომლის მრავალფეროვანი სერვისებით ჩვენს ქვეყანაში უამრავი კლიენტი სარგებლობს. Covid 19-ით გამოწვეულ სირთულეებთან წინა ფრონტზე ბრძოლა, ჯანდაცვის სექტორთან ერთად, ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიასაც მთელი ძალისხმევით უწევს. ფიზიკური დისტანცირების პირობებში, პირადი თუ საქმიანი ურთიერთობების სრულფასოვნად წარსამართად, კომპანიებს განსაკუთრებული მობილიზების, შრომისა და ახალი მიდგომების გამოჩენა მართებთ.

"ნებისმიერი კრიზისის დროს ჩვენი ლოკალური და გლობალური პრიორიტეტები თითქმის ერთნაირია: ჩვენი გუნდის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ჩვენი მომხმარებლის მუდმივი მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მუშაობა. ეპიდემიის გავრცელებისთანავე, თანამშრომელთა უმრავლესობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე".

ცხელი ხაზის დისტანციურ რეჟიმზე გადასაყვანად ცოტა მეტი დრო დასჭირდათ, მაგრამ IT-გუნდი ამ გამოწვევასაც გაუმკლავდა. "ბუნებრივია, ჩვენი მაღაზიებიც ზუსტად ამ მიზეზის გამო დავხურეთ", – გვიყვება ანჯეი და მაღაზიების დახურვის მიუხედავად, ყველა სერვისი თვითმომსახურების აპლიკაციით ან ვებგვერდით ხელმისაწვდომი დარჩა, – "ჩვენი საცალო გაყიდვების გუნდები შინ იყვნენ, სანამ მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გავხსენით. თანამშრომლები, იმ დროის განმავლობაში, რაც შინ გაატარეს, სრულ ანაზღაურებას იღებდნენ. გარდა ამისა, ძალიან მახარებს, რომ შინ ყოფნის დრო, ჩვენი ელექტრონული სწავლების კორპორაციული პლატფორმის დახმარებით, ყველამ ახალი უნარების შესასწავლად გამოიყენა. ახლა ჩვენი საცალო ოპერაციები განახლდა და მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი გაყიდვების გუნდს, საცალო და ბიზნესოპერაციების მართვის გუნდს, რომ მათ იდეალურად გამოიყენეს შინ ყოფნის დრო. ჩვენი მაღაზიები კი უკვე გაიხსნა და ნებისმიერ მათგანში უსაფრთხოების ყველა ნორმა ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დაცულია".

როდესაც პანდემია დაიწყო და მოგზაურობაზე შეზღუდვები დაწესდა, კომპანიამ საზღვარგარეთ დარჩენილ კლიენტებს უმოკლეს დროში როუმინგში უფასო ინტერნეტპაკეტები გაუაქტიურა და ახლობლებთან მუდმივი კომუნიკაციის შესაძლებლობა მისცა. აქ კარგად ესმით, თუ სად გადის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზი. ამიტომაც, გადაწყვიტეს სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეეტანათ. ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიას თანამშრომლობა შესთავაზეს და თბილისის ორი საავადმყოფოს – "ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკისა" და "ტუბერკულოზის ცენტრის", რომელშიც კოვიდინფიცირებულები მკურნალობენ, პერსონალის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. ამით სატრანსპორტო კომპანიას საქმიანობის ნაწილობრივ შენარჩუნებაშიც დაეხმარნენ.

"პანდემია დიდი გამოცდაა თითოეული ჩვენგანისა და მთელი საზოგადოებისთვის. მე უცხოელი ვარ, უკვე სამი წელია საქართველოში ვცხოვრობ და უნდა ვაღიარო, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთავრობის მიერ გატარებულმა უსაფრთხოების ღონისძიებებმა, და იმანაც, თუ როგორ უჭერს მათ მხარს ქართული საზოგადოება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა აუცილებელი იყო ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ცხადია, ეს ვითარება პანდემიასთან ბრძოლის პირველი ხაზის ნამდვილ გმირებს, ანუ სამედიცინო პერსონალსაც შეეხო".

ტელესაკომუნიკაციო სექტორს ყოველთვის განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვს − ის ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუმცა, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის დასაძლევად, ამ სფეროს არნახული გამოწვევების გადალახვა უწევს. თანამედროვე მსოფლიო მუდმივად კავშირზე ყოფნას მოითხოვს. პანდემიამ და იზოლაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფითი თუ საქმიანი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტმა მოულოდნელად ერთიან ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა.

"მობილური ოპერატორების მთავარი ამოცანა გაზრდილ მოთხოვნასთან გამკლავებაა. ეს სფერო გასაოცარ სამუშაოს ასრულებს მთელ მსოფლიოში, რათა უწყვეტი კავშირი უზრუნველყოს და ამავდროულად, კლიენტების მომსახურება არ შეწყვიტოს. ჩვენს მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ისედაც დიდი ხანია, თვითმომსახურების აპლიკაცია MyBeeline-ს იყენებს, ამიტომ რომელიღაც სპეციალური საშუალების შექმნის საჭიროება აღარ დამდგარა. ჩვენს აბონენტებს შეუძლიათ შინიდან გაუსვლელად შეავსონ, შეიძინონ და გაააქტიურონ სატარიფო გეგმები, და ბუნებრივია, ამ ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა მხოლოდ იზრდება. ბედის ირონიაა, რომ პანდემია ციფრული ტრანსფორმაციის ყველაზე დიდი ხელშემწყობი აღმოჩნდა. როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ჩვენ თვალწინ ორ თვეში ის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდა, რომელიც ორ წელიწადში უნდა მომხდარიყო", – ამბობს ანჯეი მალინოვსკი.

კომპანიაში, ახალი გამოწვევების მიუხედავად, უმთავრესი ფასეულობები უცვლელი რჩება. მომხმარებელზე ორიენტირება, ანტრეპრენერული კულტურა, გულწრფელობა, თანამშრომლობა და ნოვატორობა, ეს ფასეულობები ერთგვარი ჩარჩოა, რომლის შიდა სივრცეს ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული საქმიანობა ავსებს. სწორედ ეს მძლავრი კულტურა მიაჩნია ანჯეის უმთავრეს მიზეზად, რამაც გუნდს უკვე მესამე თვეა ფიზიკური დაბრკოლებების მიუხედავად, საქმის სიყვარული და მოტივაცია არ გაუნელა.

"დიდი სიამაყით მავსებს, როდესაც ვიცი, რომ ყოველდღიურად არ მჭირდება შემოწმება, თუ როგორ მიდის ესა თუ ის პროექტი. შემიძლია დავეყრდნო ჩვენს გუნდს. ჩვენი კულტურის შესანარჩუნებლად საჭიროა მას გავუფრთხილდეთ და ზიანი არ მივაყენოთ. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, კომუნიკაციის რა საშუალებებს გამოვიყენებთ ან რამდენი ხანი გავაგრძელებთ შინიდან მუშაობას. მთავარია, რომ ყველას საერთო ფასეულობები გვაქვს".

ანტრეპრენერულ მენტალობას ანჯეი კორპორაციულ ფასეულობათა სისტემაში ერთ-ერთ გამორჩეულ პრინციპად აღიარებს. მიაჩნია, რომ ის, უპირველესად, აზროვნების სტილია, რომელიც თითოეულ თანამშრომელს საქმისადმი მიკუთვნებულობის განცდას უჩენს. ანტრეპრენერული აზროვნება აღქმის პერსპექტივას ცვლის და ბიზნესში საკუთრების განცდა შემოაქვს.

"იდეა თქვენია და გზაც თქვენ უნდა გამონახოთ, რათა იგი რეალობად აქციოთ. თუ ის წარმატებული არ აღმოჩნდა, თქვენ ხელი მოგეცარებათ. ანტრეპრენერული მიდგომა გვიბიძგებს, კითხვებზე პასუხები ვეძიოთ და ახალი უნარები შევიძინოთ. მართვა ადვილი არ არის, მაგრამ წარმატების მისაღწევად მთავარი ფაქტორია. "ვიონი ჯგუფი" ათ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მე საქართველოს საოპერაციო კომპანიის გუნდის ლიდერი ვარ. მე კომპანიის სწორ განვითარებასა და დაცვაზე მთავარი პასუხისმგებლობა მაკისრია".

ანტრეპრენერულ ფასეულობათა ჯაჭვის ზრდა ანჯეი მალინოვსკის ხედვით, არასტაბილურ გარემოში ბიზნესებისა და მათი ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, მშფოთვარე ფონის პარალელურად. ფიქრობს, რომ ხელმძღვანელებმა კვარტალური მოგება-ზარალის უწყისების ნერვულ თვალიერებაში, საკუთარ გუნდზე ზრუნვა და მისთვის უწყვეტი მოტივაციის მიცემა არ უნდა დაივიწყონ. მშფოთვარე პერიოდები მოდის და მიდის, ხელმძღვანელთა რეპუტაცია კი რჩება. ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ სურთ გაიხსენონ ისინი თანამშრომლებმა და პარტნიორებმა მაშინ, როდესაც ვითარება კალაპოტს დაუბრუნდება. ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანი ფასეულობების შექმნაა და ამას ვერანაირი პანდემია ვერ ცვლის. ანჯეისთვის კი ლიდერობა უპირველესად, პასუხისმგებლობას ნიშნავს და არა ძალაუფლებას.

რას ნიშნავს ლიდერობა ყოველდღიურ მუშაობაში?

"მკაცრად გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს. ჩემთვის, ადამიანები ყოველთვის პირველ ადგილზე არიან. მათი მუშაობა და მთელი გუნდის წინაშე დადებული დაპირებების შესრულება (დაპირებისამებრ, ჩვენთან პირველი აპრილიდან თანამშრომლებს ხელფასი მოემატათ), მათი პირადი უსაფრთხოება, კეთილდღეობა, სწავლა და ზრდა პანდემიის დროსაც კი უმნიშვნელოვანესია. მე თანამოაზრეებთან ერთად ვმუშაობ, ამიტომ ჩვენი კულტურა ბუნებრივად ყალიბდება. მისი საფუძველი კი ლიდერობა, როგორც სხვისი მსახურებაა. ბევრს საუბრობენ ახალ რეალობაზე. მთელი მედია ერთხმად წერს, რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, სამყარო უწინდელი აღარ იქნება. მთავარი ის კი არ არის, თუ რას ნიშნავს ახალი ნორმა, არამედ ჰიპოთეტურად როგორ შეიცვლება სამყარო. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ როგორ წარუძღვებით ამ ყველაფერში მათ, ვისზეც პასუხისმგებლობა გაკისრიათ. ეს ახალი ნორმა ხომ არ გამოიწვევს თქვენს გარდაქმნას ვიღაც სხვად, ვისაც ფასეულობების სრულიად ახალი ნაკრები ექნება? თუ ასეა, ჩანს, ლიდერობა თქვენი საქმე საერთოდ არ ყოფილა", – გვპასუხობს ანჯეი მალინოვსკი.

იქნება თუ არა სამყარო მართლაც ახლებური, "ბილაინისთვის" დასახული მიზნები და სტრატეგია კვლავაც თანამშრომლების ზრუნვასა და ადამიანებისთვის კომუნიკაციის გამარტივებაზე იქნება ფოკუსირებული. მიუხედავად მონატრებული ერთობლივი საოფისე მუშაობისა, ანჯეი საკუთარ გუნდთან ერთად უკვე განიხილავს საკითხს, რომ არჩევანის საშუალება თანამშრომლებს დაუტოვონ და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას, დაუბრუნდებიან ოფისის ფიზიკურ სივრცეს თუ შინ დარჩებიან.

"ის, ვინც ოფისიდან ამჯობინებს მუშაობას, ბუნებრივია, ეს შესაძლებლობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ექნება. ხოლო, ვინც შინიდან გააგრძელებს მუშაობას, მათაც ნამდვილად მივესალმებით. ჩვენი კულტურის მთავარი ასპექტი ნდობასა და საერთო გეგმების გარშემო მუშაობაზეა დამყარებული. ასე რომ, არც ისე მნიშვნელოვანია, ფიზიკურად საიდან იმუშავებენ ისინი. აქვე, აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პანდემიის დროს კავშირი და ტელეკომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ქსელს ემსახურებიან, დიდ პატივისცემასა და აღიარებას იმსახურებენ, რადგან ისინი მუდმივად ღია ცის ქვეშ საქმიანობენ".

მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი, მათზე დაყრდნობით მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა და კლიენტების საჭიროებების დაკვირვება, ანჯეისა და მისი გუნდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. სწორედ ამ მსჯელობაზე დაყრდნობით, კომპანია ახალი ონლაინარხების რაოდენობას შთამბეჭდავი ტემპით ზრდის. მიაჩნიათ, რომ აპლიკაციების გამოყენების გაცილებით ინტუიციური, მარტივი და სწრაფი გზის შექმნა შეუძლიათ. ამიტომაც, მათ სრულყოფაზე მუშაობას აგრძელებენ.

კვლავ ანჯეის მოვუსმინოთ: "სწორად გამიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში MyBeeline ლიდერია ჩამოტვირთვების მაჩვენებლით, რომელიც ძალიან კარგად შეაფასეს როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებმა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მეტის მიღწევა შეგვიძლია და ჩვენი ციფრული პროგრამისტების გუნდი განუწყვეტლივ ცდილობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. კავშირი ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი საფუძველია და ტელეკომუნიკაცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამაში. წინ გასაოცარი დრო გველოდება და ჩვენ მზად ვართ, ამ ყველაფერში საკუთარი როლის შესასრულებლად".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან