Get All Access for $5/mo

ბილაინის VR თამაშიდან მობილური თამაშების პორტალამდე გაიგეთ როგორ შეიქმნა ბილაინის პირველი თამაში და როგორ ვითარდება პორტალი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე სამყაროში გემიფიკაცია მსოფლიო ტრენდია. უფრო და უფრო მეტი გლობალური კომპანია ცდილობს საკუთარი სერვისების გემიფიკაციას და მსგავსი სტრატეგიით საკუთარი მომხმარებლის ჩართულობის გაზრდას. ბილაინმაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 3 წლის წინ, რომ ამ ტრენდის ერთ-ერთი პირველი გამტარი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე. ბილაინის ციფრული პროდუქტების მენეჯერი ჯაბა შავიშვილი გვიყვება, თუ როგორ შეიქმნა ბილაინის პირველი თამაში და როგორ ვითარდება პორტალი.

რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი თამაშების შექმნა და როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ წამოწყებას?

მობილური ინტერნეტი დღეს ყველაზე მოთხოვნადი სერვისი და გამოწვევაა ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის. ჩვენ კარგად შევისწავლეთ ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა და შედეგად მივედით უნიკალურ სათამაშო მექანიკამდე, რომელიც მორგებული იყო ლოკალური მომხმარებლის სურვილებსა და შესაძლებლობებზე.

პირველ ეტაპზე შევქმენით ინტერაქციული, VR (ვირტუალური რეალობა) თამაში ჩვენი მაღაზიების ვიზიტორებისთვის - მომხმარებლებს საინტერესო და სახალისო გამოცდილების შედეგად შესაძლებლობა ჰქონდათ მარტივად მოეგოთ მეგაბაიტები.

აღნიშნული პროექტის გამართლების შემდეგ, გადაწყდა რომ ეს წამოწყება უფრო მასიური გამხდარიყო და უკვე Mobile და Desktop მომხმარებლებს მივეცით შესაძლებლობა იგივე მეთოდით მოეხდინათ მობილური ინტერნეტის დაგროვება.

ჩვენმა თამაშებმა თავი მოიყარა პორტალზე beelinegamehub.gamiphy.co/, სადაც ამჟამად 5 თამაშია განთავსებული. მომხარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და დაიწყოს მეგაბაიტების დაგროვება. ზაფხულის პერიოდში კი გავუშვებთ სრულიად ახალ, გაუმჯობესებულ და უფრო მეტად დახვეწილ პორტალს, რომელსაც სხვა დატვირთვაც ექნება ჩვენი კომუნასთვის და მომხმარებელი გეიმინგის შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს.

როგორია თამაშის შექმნის პროცესი? ჯერ კონცეფცია ჩნდება, რომლის გარშემოც მერე თამაში იქმნება?

ჩვენ ვპარტნიორობთ რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სტარტაპტთან ამ მიმართულებით, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია გემიფიკაციის მიმართულებით. პირველ რიგში იქმნება ზოგადი იდეა თამაშისა, რომელიც ვფიქრობთ რომ მომხმარებლებისთვისაც საინტერესო იქნება. ამის შემდეგ მუშავდება ისეთი სახის ვიზუალები და პერსონაჟები თამაშისთვის, რომლებთანაც მომხმარებელი ადვილად შეძლებს ასოცირებას - ყველაფერი ეს ერთიანობაში კი დასამახსოვრებელი იქნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თამაშები იდეურად განსხვავებული იყოს, რათა სხვადასხვა ტიპის მოთამაშეს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ძალები მოსინჯოს.

რომელიმე თამაშს ხომ არ გამოყოფდით განსაკუთრებით, პოპულარობის მიხედვით?

ალბათ გამოვყოფდი ჩვენს "ფერად" თამაშს, რომელმაც მომხმარებლებში გაშვებისთანავე პოპულარობა მოიპოვა, ამაში კი ვფიქრობ მისი საინტერესო მექანიკა, მიმზიდველი ხასიათი და რაც მთავარია ლამაზი ვიზუალი დაგვეხმარა.

რა როლი აქვს გეიმინგს დღევანდელ საზოგადოებაში ზოგადად? არის თუ არა ეს მხოლოდ განტვირთვის საშუალება?

ამ პოპულარობას ვიდეო თამაშების სხვადასხვა განზომილება განაპირობებს. ეს მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, არამედ განტვირთვის შესაძლებლობაცაა. შესამჩნევია ისიც, რომ ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს როდესაც თამაშებში საკუთარი იდეალური "მე"-ს როლში იჭრებიან, ეს მათ თვითშეფასებაზეც დადებით გავნლენას ახდენს.

ამასთანავე მოქმედებს თამაშებში არსებული "ჯილდოს" გაცემის მექანიზმიც, რომელიც ადამიანებს უფრო მოტივირებულს ხდის, ყოველი წარმატებული მოქმედების შემდეგ მიიღონ დამსახურებული "საჩუქარი". ასევე არსებობს შეჯიბრების და კონკურენციის პრინციპიც, რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებიდანვე გააჩნია და მისი განხორციელება როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროშიც მოთხოვნადია.

გარკვეული დამატებითი მიზეზები აქვს მობილური თამაშების პოპულარობას: ესენია მისი პორტაბელურობა - თამაშის დაწყება ნებისმიერ ადგილას და დროს შეგიძლიათ; მისი ხელმისაწვდომობა - მობილური თამაშის შექმნა შედარებით ნაკლებ დროს და დანახარჯებს მოიცავს; ასევე ისიც, რომ რამდენიმე წამში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგიძლია განსხვავებულ მოთამაშეს დაუკავშირდე - ეს მომხმარებელს "მსოფლიო მოქალაქედ" აგრძნობინებს თავს და მოქმედებს მის მოტივაციაზე, შეგვიძლია ვთქვათ მობილური თამაშებიც "ანგრევს საზღვრებს" ამ მიმართულებით.

როგორია სამომავლო ხედვა? რამდენად ხშირად შექმნით ახალ თამაშებს და ხომ არ დაამატებთ რაიმე ახალ გამოცდილებას?

მომავალში ამ მხრივ ბილაინს გრძელვადიანი გეგმები აქვს, პირველ რიგში რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ ჩვენი თამაშების პორტფელი გავზარდოთ და მომხმარებლებს განსხვავებული ტიპის თამაშები შევთავაზოთ. ასევე არ გამოვრიცხავთ რომ არამხოლოდ ინტერნეტპაკეტების, არამედ ჩვენი სხვა სერვისების გემიფიკაციაც მოვახდინოთ. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი - მაქსიმალურად ვეცდებით რომ ვუზრუნველყოთ ქართული თამაშების კომუნასთან დაკავშირება, დეველოპერებთან რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში. ვფიქრობ მომავალში ბევრი საერთო, წარმატებული პროექტის წამოწყება შეგვეძლება მათთან ერთად.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე