ბილაინმა 2022 წელს განხორციელებული სოციალური პროექტები შეაჯამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ციფრული სტრატეგიის ფარგლებში, ბილაინი მრავალი წელია მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც საქართველოში ციფრული სფეროს მიმართულებით ცოდნის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ემსახურება. ბილაინის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების ხელმისაწვლომობას, წვლილი შეიტანოს ახალგაზრდებში ინოვაციებისადმი ინტერესის გაღვიძებასა და ციფრული და სტარტ აპ ეკოსისტემის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, 2022 წელს, კომპანიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ჩატარებას დაუჭირა მხარი და დაადასტურა, რომ ბილაინი არამხოლოდ თავად ავითარებს ციფრულ პროდუქტებს, არამედ ხელს უწყობს ეკოსისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.

28-30 იანვარს თბილისში, მსოფლიოში მობილური თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ყოველწლიური ღონისძიება, Global Game Jam-ის 48-საათიანი ჰაკათონი გაიმართა. ასეთივე ღონისძიება, პარალელურ რეჟიმში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 600-ზე მეტ ლოკაციაზე ჩატარდა და ათასობით კონკურსანტი გააერთიანა. ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების დანერგვას და დაეხმაროს მონაწილეებს ახალი უნარებისა და საინტერესო კონტაქტების შეძენაში. მობილური თამაშების პორტალი, ბილაინის ციფრული ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპანიას ადგილობრივ ჰაკათონებში გამარჯვებულ მონაწილეებთან, არაერთი წარმატებული თანამშროლობა აკავშირებს.

2022 წლის დასაწყისში, ბილაინის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს ინიციატივით, ქართულად ითარგმნა ხანის აკადემიის კიდევ ორი კურსი: კოსმოლოგია და ელექტრონული ინჟინერია. პროექტი ორიენტირებულია, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოში ყველასთვის გახადოს მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი. ხანის აკადემიის ვებ გვერდის მეშვეობით, ათი ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ქართულ ენაზე ეუფლება ცოდნას სასურველი მიმართულებით. ბილაინი აგრძელებს Educare Georgia-სთან თანამშრომლობას და სხვა საგნების ვიდეო გაკვეთილების ქართულად თარგმნას.

გასული წლის 21 ივლისს, პირველად საქართველოში, სტრატ აპ ბიუროს ორგანიზებით, Arrival-თან პარტნიორობით და ბილაინის მხარდაჭერით, Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მარცხის ისტორიები გაუზიარეს და ორგანიზატორებთან ერთად პირველად შექმნეს ქართული მეტავერს ღონისძიების პრეცედენტი. Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებათა სერიაა, რომელზეც სპიკერები დამსწრეებს საკუთარ ბიზნეს და პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებენ. მეტავერსი კი ვირტუალური სივრცეა, სადაც ხალხს შესვლა, რეალურთან მიახლოებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელება და ერთმანეთთან ინტერაქცია შეუძლია.

ოქტომბერში, ბილაინმა ტრადიციულად მხარი დაუჭირა პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის NASA Space Apps Challenge 2022-ის ქართულ გამოშვებას. ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად ფულადი პრიზი და პროექტის გლობალურ კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობა მიიღო. NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

22-23 ოქტომბერს, თბილისში, კომპანია DeGameFi-ს ორგანიზებით წლის ყველაზე მასშტაბური ვებ3 ღონისძიება ჩატარდება. 2 დღის განმავლობაში კონფერენციაზე წარმოდგენილი ოყო რამდენიმე ძირითადი სივრცე: ბიზნეს ექსპო, მთავარი საკონფერენციო სივრცე, სტარტაპ კონკურსი, ნფტ გალერეა, ტექ/საგანმანათლებლო ოთახი. ღონისძიებაში ჩაერთო 1000+ადამიანი, ექსპერტ სპიკერები, საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ფონდები, საერთაშორისო ვებ3 პროექტები, სახელმწიფო ინსტიტუტები და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ციფრული სამყაროს შესახებ ცოდნის ამაღლებასა და ინტერესის გაღვივებაში.

17-19 ნოემბერს ბილაინმა მხარი დაუჭირა ForSet-ის ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძიებას - Datafest Tbilisi 2022. DataFest Tbilisi ყოველწლიურად იმართება და წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლა სტუმრებს. ფესტივალის ფარგლებში 5 თემის გარშემო ასობით სტუმარი და 40-ზე მეტი სპიკერი შეიკრიბა. მონაცემთა კონფერენციაზე ვორკშოპები და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და დატათონები რამდენიმე მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული: მონაცემთა ანალიტიკა, მონაცემთა ჟურნალისტიკა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, მონაცემთა ანალიზი და ღია მმართველობა, მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

წლის მიწურულს, ბილაინთან პარნიორობით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექ კონფერენცია - TOUCH გაიმართა. ღონისძიებამ სულ 1200-ზე მეტ დელეგატს, 55+ სპიკერსა და 35+ პარტნიორს უმასპინძლა, ჩატარდა 5 ვორქშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია. წელს TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი. სწორედ ამ თემების გარშემო გაერთიანდა სამიტის თითოეული აქტივობა. პროექტის მთავარი მიზანია ციფრულ სფეროში განათლების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით საქართველოში ახალი შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობა.

სოციალური პროექტების მხარდაჭერით, ბილაინი აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული სფეროს განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის და ქართველი ახალგაზრების გლობალურ ასპარეზზე გასვლის ხელშეწყობას. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა როგორც თანამშრომლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის და არსებულის საუკეთესოდ გამოვლენის მხრადაჭერა.

Related Topics