ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ბილაინი დანერგავს ნოკიას ბოლო თაობის ტექნოლოგიას, რაც გააძლიერებს აბონენტების მომსახურებასა და ქსელის წარმადობას
By ანანო ჩხაიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია ნოკიასთან, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია ნიშნავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მომსახურებას, ქსელის წარმადობასა და დაცულობას, ისევე როგორც მზაობას 5G ტექნოლოგიის განვითარებისთვის.
ხელშეკრულების ფარგლებში, ბილაინი ასევე დანერგავს ნოკიას ტექნოლოგიას HLR, რის შედეგადაც ნოკია გახდება კომპანიის ქსელის მხარდამჭერი. HLR ძირეული კომპონენტია, რადგანაც პასუხს აგებს აბონენტთა მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე.
აღნიშნული ქსელის მოდერნიზაცია თითქმის სრულად ავტომატიზირებული იქნება და განაპირობებს გაზრდილ საოპერაციო ეფექტურობას, რაც ბილაინს შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილოს აბონენტთა მზარდი მოთხოვნა გაზრდილ გამტარიანობაზე, მომსახურების ხარისხსა და საიმედოობაზე, ისევე როგორც მხარდაჭრას გაუწევს ინოვაციური პროდუქტებისა და გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზებას. HLR-ის გარდა, ბილაინი შეიძენს ნოკიას ტექნოლოგიებს CMG და CMM, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მზადყოფნას 5G ტექნოლოგიის სწრაფი დანერგვისთვის, ქსელში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების გარეშე.
ძირითადი ქსელის მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყება მოსალოდნელია მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში.
"ეს არის საკვანძო მიღწევა ბილაინისთვის, რის შედეგადაც ჩვენს აბონენტებს შევთავაზებთ სანდო, სტაბილურ ქსელს, მომხარებლის საუკეთესო გამოცდილებასა და მომსახურებას. ნოკიას ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს ბილაინს საჭირო ადაპტაციის უნარით, მზაობითა და პოტენციალით, რათა დააკმაყოფილოს გაზრდილი მოთხოვნა უსადენო ინტერნეტზე, ციფრულ ეკოსიტემასა და გაუმჯობესებულ 4G მომსახურებაზე, ასევე სამომავლოდ 5G ტექნოლოგიის შეთავაზებისთვის. ძალიან მოხარული ვართ რომ პარტნიორად შევარჩიეთ ნოკია, წამყვანი კომპანია ტექნოლოგიურ სფეროში," თქვა ლაშა ტაბიძემ, ბილაინის გენერალურმა დირექტორმა.
"საქართველოში ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია ნოკიასთან ერთად, მიუთითებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობაზე და გააუმჯობესებს ჩვენს შესაძლებლობებს, შევუქმნათ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება ბილაინის 4G ქსელში და დაგვეხმარება მოვემზადოთ 5G ტექნოლოგიის დანერგვისთვის მომავალში. ჩვენს მომხმარებლებს საქართველოში აქვთ სულ უფრო მზარდი მოთხოვნა სხვადასხვა სახის გამოცდილებაზე, რომელიც ეფუძნება კავშირგამბულობასა და ციფრულ მომსახურებას. ჩვენი ინფრასტრუქტურის ეს მნიშვნელოვანი განახლება შესაძლებლობას გვაძლევს მოვემსახუროთ უკეთ და უკეთესი შიდა ეფექტიანობით," აღნიშნა კაან თერზიოღლუმ, ვიონი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.
"ჩვენ ძალან მოხარული ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ ბილაინს მისი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე ამ მნიშვნელვიანი ნაბიჯის განხორციელებაში. ძირითადი ქსელის მოდერნიზება შესაძლებლობას მიცემს კომპანიას მომხმარებელს შეთავაზოს უფრო ხარისხიანი, ეფექტური და მყისიერი რეაქციის მქონე გამოცდილება და უნარს სწრაფად გადავიდეს 5G ტექნოლოგიაზე, როდესაც საქართველო დაიწყებს მის განვითარებას," თქვა მიკკო ლავანტიმ, ნოკიას ვიცე-პრეზიდენტმა და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ხელმძღვანელმა.