Get All Access for $5/mo

''ბილიკი'' თავის მობილურ აპლიკაციაში ახალ ფუნქციონალს ამატებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული მარშრუტების ქართულმა მობილურმა აპლიკაცია "ბილიკმა" ახალი ფუნქციონალი დაამატა. "ბილიკი" ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (გიდებს, მოლაშქრეთა კლუბებს, ტურისტულ კომპანიებს) თავიანთი ციფრული ტურის განთავსების, გაყიდვისა და ყიდვის შესაძლებლობას აძლევს.

ახალი ფუნქციონალის გაშვებიდან 4 დღეში აპლიკაციას 500-მდე პირველი მყიდველი ყავდა. ტურების განთავსებისა და გაყიდვის ფუნქციონალი ჯერჯერობით Android-ზეა ხელმისაწვდომი, აპრილიდან კი iOS-ზეც დაემატება. ტურების შეძენა ორივე პლატფორმის მომხმარებლისთვის არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში ინტეგრირებულია წარმატებული ქართული სტარტაპი PAYZE-ს გადახდების სისტემა.

აპლიკაციის დახმარებით, ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ციფრული სახით განათავსოს და შესთავაზოს მომხმარებელს ტურისტული მარშრუტისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია. ციფრული ტურების ფასი 5-დან 20 ლარამდე მერყეობს. აპლიკაცია "ბილიკი" ტერიტორიულად არ არის შეზღუდული და მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბილიკი" საერთაშორისო ბაზარზეც უახლოეს მომავალში ჩაეშვება. ამ მიმართულებით კი პლატფორმის პირველი სამიზნე - პოლონეთი, უკრაინა და მთლიანად კავკასიის რეგიონია.

უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თითოეული გაყიდული ტურიდან 1 ლარი უკრაინის ჰუმანიტარულ ფონდში ირიცხება.

"ბილიკი" დღეს უკვე 15 000-მდე აქტიურ მომხმარებელს, 1000-მდე ტურისტულ ბიზნესსა და 50-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს, რომელთა ტურები უკვე აქტიურად იყიდება "ბილიკის" აპლიკაციის მეშვეობით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია