Get All Access for $5/mo

Binance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისთვის კრიპტოუსაფრთხოების თემაზე ტრენინგი ჩაატარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

7 ოქტომბერს, მსოფლიოში წამყვანი კრიპტობირჟა Binance-ის საგამოძიებო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისათვის განკუთვნილ სამსაათიან ტრენინგს კიბერდანაშაულისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. ტრენინგს ეროვნული მარეგულირებლის 30-ზე მეტი თანამშრომელი დაესწრო.

შეხვედრები შედგა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ორგანიზებული Binance-ის უახლესი და უპრეცედენტო გლობალური ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო ინსტიტუტებთან თავად კომპანიის თანამშრომლობის მიზნით შეიქმნა, კიბერდანაშაულსა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

"Binance-ს გააჩნია შესაბამისობის ყველაზე სანდო პროგრამა ფინანსურ-ტექნოლოგიურ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა (AML) და გლობალური სანქციების პრინციპებს, ასევე ფლობს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ქმედებების წინსწრებით გამოვლენის ინსტრუმენტებს", - განაცხადა ტიგრან გამბარიანმა, Binance-ს გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტმა, - "ჩვენ მადლობას ვუცხადებთ საქართველოს საფინანსო მარეგულირებლებსა და სამართალდამცავ უწყებებს თანამშრომლობისა და კრიპტოვალუტის ახალ და სწრაფად მზარდ დარგში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მზადყოფნისათვის".

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტიგრან გამბარიანმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე "გამოძიებები კრიპტოსფეროში" და დამსწრეებს მისი კარიერის განმავლობაში მომხდარი ყველაზე გახმაურებული შემთხვევების შესახებ უამბო. მათ შორისაა: Silk Road-ის (აბრეშუმის გზის) ნარკობაზარზე ბიტკოინების ქურდობის საქმის გამოძიება, ტოკიოს ბიტკოინების ბირჟა Mt.Gox-დან 460 მილიონი დოლარის ქურდობა და მრავალი სხვა.

სამართალდამცავთათვის განკუთვნილი Binance-ს ტრენინგ-პროგრამა უკვე ჩატარდა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, კანადაში, ბრაზილიაში, პარაგვაისა და ისრაელში, ასევე ინტერპოლის, ევროპოლისა და ევროიუსტის გლობალურ ღონისძიებებზე. მსგავსი სემინარები უახლოეს თვეებში სხვა რეგიონებსა და ქვეყნებშიც გაიმართება. შესაბამისობის მკაცრი დაცვისა და AML პროგრამების, ისევე როგორც სამართალდამცავებთან პარტნიორობის შედეგად Binance-მ შეძლო მოეპოვებინა ავტორიზაცია და რეგისტრაცია საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

კიბერდანაშაულთან და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ხელისუფლების ორგანოებთან ეკოსისტემის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ წარმოებული დისკუსიების გარდა, Binance-ს წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების საკითხი.

"გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრსა და ვიცე-პრეზიდენტს ბატონ არჩილ მესტვირიშვილს ღია დიალოგისა და საქართველოში კრიპტოვალუტის რეგულირების განვითარებაში წვლილის შესატანად მზადყოფნისათვის", - განაცხადა Binance-ს სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების დირექტორმა ოლგა გონჩაროვამ, - "Binance ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის მარეგულირებელებთან მთელ მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დამსწრეებს გავუზიარეთ, გამოადგება საქართველოს ეროვნულ მარეგულირებელს და უახლოეს მომავალში ვიხილავთ ახალ, პროგრესულ და რეგულირებად კრიპტოვალუტის ბაზარს საქართველოში".

აღსანიშნავია, რომ Binance გლობალური ლიდერია ბლოკჩეინების ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მიწოდების სფეროში. იგი ფლობს ფინანსური პროდუქტების პაკეტს, რომელშიც ასევე შედის ციფრული აქტივების მოცულობით უდიდესი ბირჟა. Binance-ს პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ენდობა, მიზნად ისახავს მომხმარებლების ფულის თავისუფლების გაზრდას და სთავაზობს მათ კრიპტოვალუტის პროდუქტებისა და შეთავაზებების უპრეცედენტო პორტფელს, რომელიც მოიცავს: ვაჭრობასა და ფინანსებს, განათლებას, მონაცემებსა და კვლევებს, სოციალურ პროდუქტებს, ინვესტიციებსა და ინკუბაციას, დეცენტრალიზაციას და ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებსა და მრავალ სხვას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.binance.com

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან