ბინის შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაც შეგიძლიათ, "ელთ ბილდინგისა" და Coinmania.ge-ს პარტნიორობის ისტორია.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო წლებში საქართველოში კრიპტოსერვისების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. სტაბილურად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც თანხის შენახვასა და გამოყენებას კრიპტოვალუტაში ამჯობინებენ. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ბიზნესი ცდილობს მზარდ ტენდენციას ფეხი აუწყოს და კრიპტოვლუტის მომხმარებლებს მოქნილი და მოსახერხებელი მომსახურება შესთავაზოს.
დღეს ბინის კრიპტოვალუტით შეძენას საშუალოდ 3 სამუშაო დღე სჭირდება და მომხმარებლისთვის საკმაოდ დამღლელი პროცესია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მიმართულება ქართულ ბაზარზე შედარებით ახალია და თანდათან ინერგება, გადახდის ფორმად კრიპტოვალუტის დამატება, ერთი შეხედვით, შეიძლება რთული ჩანდეს. კრიპტოგადახდების ბუღალტრული აღრიცხვა ბიუროკრატიასთან ასოცირდება, რის გამოც ქართული კომპანიების ნაწილი კრიპტოვალუტის ინტეგრირებას თავს არიდებს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება ასე სულაც არ იყოს. "ელთ ბილდინგისა" და Coinmania.ge-ს წარმატებული თანამშრომლობა ამის დასტურია.
სწორედ მომხმარებლისთვის კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორების მოსახერხებელი სერვისის შეთავაზებას ემსახურება "ელთ ბილდგინგისა" და Coinmania.ge-ს პარტნიორობა, რომელიც უკვე რამდენიმე წელს ითვლის. "ელთ ბილდინგი" მოწინავე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და ქალაქ ბათუმში განხორციელებული წარმატებული პროექტებით მშენებლობის ახალ სტანდარტს უყრის საფუძველს. კრიპტოსერვისების პროვაიდერი კომპანია Coinmania.ge კი უკვე 6 წელია, 100 000-ზე მეტ მომხმარებელსა და ორგანიზაციას სთავაზობს ინოვაციურ მომსახურებას.
2020 წელს სპეციალურად სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისთვის Coinmania.ge-მ სამშენებლო ინდუსტრიაზე მორგებული ინვოისების სისტემა შეიმუშავა. ინვოისის ოფიციალური დოკუმენტით – რომლის წარდგენაც ნებისმიერ საგადასახადო ორგანოშია შესაძლებელი – სამშენებლო კომპანიებს საშუალება აქვთ, თანხა პირდაპირ კრიპტოვალუტაში, ყოველგვარი რისკისა თუ სირთულის გარეშე მიიღონ. Coinmania.ge-ს პლატფორმაზე ინვოისის მომზადება ერთი წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი და გადახდის ეს ახალი მეთოდი მომხმარებელთან ურთიერთობას უფრო მოქნილს ხდის.
Coinmania.ge ბიზნესპარტნიორებს ტექნიკურ მხარდაჭერასთან ერთად საკონსულტაციო მომსახურებასაც უწევს. Coinmania.ge-მ კომპანიების ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის შეიმუშავა ტრენინგკურსი, რომელიც ემსახურება კრიპტოვალუტის საბუღალტრო აღრიცხვის გამართულობასა და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობას. Coinmania.ge-მ "ელთ ბილდინგისთვის" შეიმუშავა და დანერგა კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროცესი, რომელიც ერთი მხრივ, ამარტივებს პროცესებს და მეორე მხრივ, თანამშრომლებს უიოლებს სიახლის ათვისებას.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაში კრიპტოვალუტის დამატებით კომპანიასა და მომხმარებელს შორის მარტივი და მოხერხებული ურთიერთობის საფუძველი შეიქმნას. გვჯერა, რომ ეს მომხმარებლებისთვის მომსახურებას უფრო კომფორტულს გახდის და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ათვისებას შეუწყობს ხელს", – აცხადებს სულხან ჯაში, Coinmania.ge-ს თანადამფუძნებელი.
დღეს "ელთ ბილდინგი" კრიპტოვალუტით ბინის შეძენის ოპერაციას 5 წუთში, მომხმარებლისათვის ზედმეტი სირთულეების შეუქმნელად ასრულებს.
კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისათვის კომფორტის შექმნაზე და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.