You can be on Entrepreneur’s cover!

ბინული - მეტი სიცოცხლე, მეტი წყალი! წყალი 100 მეტრის სიღრმიდან მოიპოვება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

წყაროს წყალი „ბინული", რომელიც უნიკალური თვისებებითა და მინერალებითაა მდიდარი, სოფელ ნატახტარის მიდამოებში მოიპოვება.

„ბინულის" მოპოვება და ჩამოსხმა ევროპული სტანდარტის შესაბამისი ურთულესი ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება და ფილტრაციის მრავალსაფეხურიან ეტაპს გადის. წყლის ამოღება 100 მეტრის სიღრმიდან ხდება. იმისათვის კი, რომ სასმელ წყალში ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრის საშიშროება გამოირიცხოს, ჭაბურღილი 60 მეტრ სიღრმემდეა ჩაბეტონებული.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არსებობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ „ბინული" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც იყენებს მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარისხის წყლის ჭურჭელს. ამის საშუალებას კი იძლევა წარმოებაში დანერგილი პოლიკარბონატის ერთადერთი ჩამოსასხმელი მოწყობილობა მთელ ამიერკავკასიაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ბინული" ოფიციალურად არის რეკომენდებული ბავშვთა კვებაში", − აცხადებენ კომპანიაში.

წყაროს წყლის მაღალი სტანდარტით მოპოვება-ჩამოსხმას, წარმოებასა და მომსახურებას, კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს, რომელთა უმრავლესობამ გადამზადება ევროპისა და აზიის გამოცდილ ორგანიზაციებში გაიარა. თითოეული მათგანი საწარმოში უმაღლესი სანიტარული ნორმების დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის თანამშრომლებსა და ადამიანს ჰქონდეს ბუნებრივი მინერალებით გაჯერებული წყაროს წყლის მიღების შესაძლებლობა, კომპანიას შემდეგი შეთავაზება აქვს:

ბინული სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც მათ დროებითი სარგებლობის უფლებით უფასოდ გადაეცემათ წყლის დისპენსერი, შემდეგი პირობით:

იურიდიულმა პირებმა ყოველთვიურად უნდა შეიძინონ მინიმუმ 5 ბოცა, ფიზიკურმა პირებმა კი მინიმუმ 3 ბოცა.

1 ბოცა 19 ლიტრი ტევადობისაა და 10 ლარი ღირს.

ამჟამად ძალაშია სპეციალური აქცია:

  • #შეიძინესახლისთვის − გახდით „ბინულის" ახალი მომხმარებელი და ისარგებლეთ წყლის დისპენსერით უფასოდ + 19 ლიტრი წყალი საჩუქრად;
  • #შეიძინეოფისისთვის − იყიდე „ბინულის" ვაუჩერი ფასდაკლებით და გამოიყენე მაშინ, როცა დაგჭირდება.

კომპანიის როგორც ამჟამინდელ, ასევე სამომავლო გეგმებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, საზოგადოების თვითშეგნების ამაღლების მხარდაჭერა და გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს, რისთვისაც „ბინული" კიდევ არაერთ აქტივობასა და საინტერესო შეთავაზებას გეგმავს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"