ბიოქიფარმის 17.5 მლნ ლარის ინვესტიცია ფაგების საწარმოში

უნიკალური ბაქტერიოფაგის ტექნოლოგია 1934 წლიდან

ბიოქიმფარმი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფაგის პრეპარატების მწარმოებელი კომპანია ბიოქიმფარმი, ფაგების ისტორიული საწარმოს (1934) მოდერნიზაციისა და ევროპულ საწარმოო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით დაახლოებით 17.5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინვესტიციის ფარგლებში იგეგმება კომპანიის ისტორიული საწარმოს, კავკასიის რეგიონისთვის უნიკალური, მაღალ-ტექნოლოგიური საწარმოო ხაზებით აღჭურვა, რომელიც კომპანიას წარმადობის გაზრდის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, GMP სტანდარტის დანერგვისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი 1934 წელი, თბილისი.ფოტო: ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი 1934 წელი, თბილისი

„ამ ეტაპზე კომპანია ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული ინვესტიცია დამატებით 50-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტის შესაძლებლობას მოგვცემს. ინტერნაციონალიზაციის პროცესი ძალიან რთული იქნებოდა, რომ არა EU4Business-ის, EBRD-ის, „აწარმოე საქართველოში"-ს, FAO-სა და სხვა ადგილობრივი, თუ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, განსაკუთრებით, თუ Covid19-ით გამოწვეულ გლობალურ პანდემიასა და თანმდევ ეკონომიკურ კრიზისს გავითვალისწინებთ. ჩვენი კომპანიის განვითარების ისტორიაში ვფიქრობ გარდამტეხი მომენტია და დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული მოვლენა არამხოლოდ ბიოქიმფარმის, არამედ საქართველოში ფაგებისა და ბიოფარმაცევტული მიმართულებების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც თითოეული გუნდის წევრისთვის ძალიან საამაყოა." - აცხადებენ კომპანიაში.

ფოტო: ალექსანდრე ღოლიჯაშვილი და რატი ღოლიჯაშვილი

ბიოქიმფარმი - ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის პრეპარატების შექმნითა და წარმოებით არის დაკავებული. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ისტორიულ საწარმოო ბაზაზე (1934), გააჩნია ფაგების წარმოების უნიკალური ნოუ-ჰაუ და 80 წლიანი აკუმულირებული გამოცდილება. „ბიოქიმფარმი" ამ ეტაპისთვის ასაქმებს 45 ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტს, ახორციელებს ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში და ISO 9001-2015 სერთიფიცირებული კომპანიაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს