Get All Access for $5/mo

Bitcoin Pizza, რომლის საფასურსაც ბიტკოინით ვერ გადაიხდით, ბაზარს "აფეთქებს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ბოლო დროს, ციფრული საინფორმაციო სივრცე ორიგინალური სათაურებითაა მოცული. "ცნობილმა SNL შოუმ, ილონ მასკს "The Dogefather" უწოდა"; "ბიტკოინის წარმოების ეკოლოგიური ეთიკის საკითხებზე, ერთმანეთს მარკ კუბანი და ილონ მასკი დაუპირისპირდნენ", თუმცა სულ ახლახან, ინტერნეტში გავრცელდა სიტყვათა შეთანხმება, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით - Bitcoin Pizza (ბიტკოინ პიცა).

ციფრული და ტექნოლოგიური სამყაროს, საკმაოდ გავლენიანმა ინვესტორმა, ენტონი პომპლიანომ, 18 მაისს, საკუთარ ტვიტერის გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც აუდიტორიას თავისი ახალი ინიციატივა, ბიტკოინ პიცა, წარუდგინა. მისი თქმით, ამ პიცის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, კრიპტოვალუტის წარმოებისა და განვითარების წახალისებას მოხმარდება, რითიც მას, ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანა სურს.

ენტონიმ, თავის ვიდეო-მიმართვაში ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფაქტი, კრიპტოვალუტით ჩატარებული პირველი კომერციული ტრანზაქციაც ახსენა, რომელიც 2010 წელს შედგა, როდესაც ლასლო ჰანეცმა Papa John's-ის ორი პიცა, 10 000 ბიტკოინად შეიძინა.

პიცის წარმოება, საწყის ეტაპზე - სიეტლში, სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ოსტინში, ჰიუსტონში, ჩიკაგოში, მაიამიში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ბოსტონში იგეგმება და მსურველებს მისი შეძენა, უკვე 22 მაისიდან შეეძლებათ.

პიცის ფასები, ქალაქების მიხედვით განსხვავდება და საბაზრო ფასთან შედარებით, საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი, ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდსა და ბიტკოინის განვითარების კამპანიის მხარდამჭერ ორგანიზაციაში გადაირიცხება.

"როგორც ბიტკოინი მუშაობს ბანკების გასანადგურებლად, ისე იმუშავებს "ბიტკოინ პიცაც" პიცის მწარმოებელი კორპორატიული ქსელების ჩასაძირად. ბიტკოინერებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ!" - აღნიშნა პომპლიანომ.

მომხმარებელს, პიცის შეკვეთა Bitcoin Pizza-ს საიტზე შეეძლება. კომპანია პიცის მიწოდებას, სახელდახელოდ, ბიტკოინის თემატიკით გაფორმებული ყუთებით გეგმავს, ხოლო რაც შეეხება ასორტიმენტს, "ბიტკოინ პიცა", პიცის ხუთ ნაირსახეობას გვთავაზობს. მათ, ტრადიციულ პეპერონის - "Laser Eyes" , ხოლო პიცას ანანასითა და ლორით - "Satoshi's Favorite", ბიტკოინის დამფუძნებლისა და შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს საპატივსაცემოდ დაარქვეს.

"დახურულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ან მათთვის, ვინც ყოველდღიურად ეჩეხება ჰიპერინფლაციას, კაპიტალის გადინებაზე კონტროლს, სანქციებს, ფინანსურ ზედამხედველობას და ა.შ. ბიტკოინი თავისი არსებობით, თავისუფლების ინსტრუმენტს სთავაზობს" - აღნიშნულია ბრენდის "მესიჯბოქსში" - "თითოეული გაყიდული პიციდან შემოსული თანხა, ბიტკოინზე მუშაობის ხელშეწყობას, განვითარებას, ქსელის მეტად დეცენტრალიზებასა და მდგრადობას მოხმარდება".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი