ბიტკოინის "ლაითნინგ" ქსელი - რა არის და რაში გვეხმარება ის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CityPay.io-მ გადახდის არხებში ბიტკოინ ლაითნინგის ქსელი დაამატა, რაც იმას ნიშნავს რომ ბიტკოინით გადახდების განხორციელება უსწრაფესად - წამებში გახდა შესაძლებელი.

ბიტკოინ ლაითნინგ ქსელი ტრანზაქციების სწრაფად შესასრულებლად შეიქმნა. მისი მნიშვნელობის სრულად გასაგებად მოდით დავბრუნდეთ წარსულში, როდესაც ბიტკოინი იქმნებოდა. მისი მთავარი მიზანი იყო დეცენტრალიზრებული და უსაფრთხო გადარიცხვები. ბიტკოინის ბლოკჩეინი ამ კუთხით უნაკლოა, თუმცა აქვს მცირე სისუსტეები, როგორიციაა მაღალი საკომისიოები, გადარიცხვის დრო და ენერგიის ჭარბი მოხმარება. მაღალი ტრანზაქციების მოცულობის შემთხვევაში აღნიშნული კიდევ უფრო მეტად პრობლემური ხდება.

ბუნებრივია, ბიტკოინის პოპულარობასთან ერთად გაიზარადა მისი მეშვეობით ტრანზაქციების შესრულებაც, რამაც გამოიწვა გადარიცხვების დროის და საკომისიოების ზრდა. 2016 წელს ამ პრობლემის გადაჭრის გზად ბიტკოინ ლაითნინგი მოგვევლინა, რომელსაც შეუძლია წამში 1 000 000 ტრანზაქცია გაატაროს და არ შეექმნას გადატვირთვის პრობლემა. ამასთან ერთად, საკომისიოც ბევრად დაბალია ვიდრე ბიტკოინის ბლოკჩეინით გადარიცხვის შემთხვევაში, ტრანზაქციების დროს ქსელი "ჭკვიან კონტრაქტებს" იყენებს, რასაც ნულამდე დაჰყავს გადარიცხვის დახარვეზების ან არასწორად გაგზავნის რისკი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

სიახლეები

"პატარა ნაპერწკლიდან დავიწყე და ახლა ცეცხლი გიზგიზებს ჩემთვის"

USAID YES-GEORGIA-ს ბენეფიციარი ქალი მეწარმეები რეგიონებიდან

Business News

ტანსაცმლის ქართულ ბრენდ "რუმორის" გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

"რუმორი" ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდი მარიამ გოგიბედაშვილის და ნიკა კომახიძის მიერ დაარსდა

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ