Join our Waitlist for Expert Advice!

ბიზნეს აქსელერატორ სპარკის პროექტი - Go To Global სტარტაპების საერთაშორისო ზრდისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპარკი

საერთაშორისო დაფინანსება სტარტაპერებს - თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი ბიზნეს აქსელერატორი სპარკი ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამჯერად პროექტი სტარტაპერებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

"Go to Global" - ასე ქვია სპარკის პროექტს, რომლის ფარგლებშიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ბიზნესებს არაერთ საინტერესო ინვესტორთან და საერთაშორისო კომპანიასთან ექნებათ ურთიერთობა. თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის დახმარებით შესაძლებელი ხდება საერაშორისო კერძო დაფინანსებაზე წვდომა, გლობალური პროექტების განხორციელება და უცხოური ინვესტიციებით ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში წვლილის შეტანა.

პროექტის ფარგლებში 28 აპრილს 21:00-ზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა, ვორკშოპი, ბესტსელერი წიგნის ,,Blitzscaling" თანაავტორთან, ცნობილ ანტერპრენერთან და ინვესტორთან , Chris Yeh-თან. მოცემული წიგნი, რომლის წინასიტყვაობაც ბილ გეითსს ეკუთვნის, კრისმა Linkedin-ის თანადამფუძნებელთან და ამჟამად Microsoft-ის ბორდის წევრთან Reid Hoffman-თან თანაავტორობით შექმნა.

როგორ გავზარდოთ ბიზნესი გლობალურ ბაზარზე მოკლე დროში და ეფექტურად? რა გზები, მაგალითები და შესაძლებლობები არსებობს აღნიშნული მიმართულებით - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეხვედრაზე იქნება განხილული.

ვორკშოპის სამუშაო ენა - ინგლისურია და მსურველებს მასზე რეგისტრაცია, შემდეგ ბმულზე, 26 აპრილამდე შეუძლიათ: https://forms.gle/LMwUUgX2cCyC7Vv27

შეგახსენებთ, რომ "Go to global" პროექტის ფარგლებში სპარკის მოლაპარაკება საერთაშორისო ინვესტორთა ქსელ "Vireo"-სთანაც წარმატებით დასრულდა და უკვე დღეიდან, ენერგოეფექტურობის, სმარტ კონცეფციისა და ავტოინდუსტრიის მმართულებით მომუშავე სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ კერძო დაფინანსების მოსაპოვებლად დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე: https://accelerate.ge/global/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას ნიშნავს იდეალური სამიზნე

კლიენტის მოძებნის კონცეფცია ახალბედა ანტრეპრენერთათვის