Get All Access for $5/mo

ბიზნეს ინტერნეტბანკი საქართველოს ბანკისგან - თქვენი ბიზნესის სიმარტივისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ტრადიციული საბანკო სერვისების გაციფრულება აქტუალური და მზარდი ტენდენციაა. მისი მნიშვნელობა კი ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა, რადგან მოქნილი ინსტრუმენტები არაერთ ბიზნესს შესაძლებლობების გაზრდილ ჰორიზონტს სთავაზობს. სწორედ ამ უმთავრესი პრინციპის გათვალისწინებით არის შექმნილი საქართველოს ბიზნეს ინტერნეტბანკი, რომელიც მრავალ საჭირო ფუნქციონალს ერთიან ციფრულ სივრცეში აერთიანებს და ბიზნესისთვის ყოველდღიურად საჭირო სერვისების ნაკრებს წარმოგვიდგენს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ფილიალში ფიზიკურად მისვლის გარეშე ანგარიშის გახსნა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ უკვე ფლობთ ბიზნეს ანგარიშს, თუმცა ინტერნეტბანკით ჯერ არ გისარგებლიათ, მისი ონლაინ გააქტიურებაც მარტივად შეგიძლიათ, რის შემდეგაც ანგარიშებს სურვილისამებრ მართავთ (მიმდინარე ანგარიში, ხელმისაწვდომი თანხა, დეპოზიტები, ინფორმაცია მიმდინარე ფინანსური ვალდებულების შესახებ). სპეციალური სახელფასო მოდული კი ხელმისაწვდომს ხდის ხელფასების ჩარიცხვას, საშემოსავლოს გადახდას, თანამშრომლებისათვის ბარათის შეკვეთასა და ყველა ქართულ ბანკში ხელფასის დარიცხვას. დოკუმენტების დადასტურების ფუნქციონალით შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნილ ყველა ტიპის დოკუმენტზე ხელის მოწერა, ისევე როგორც მარტივი გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში.

ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შესაძლებელია აპლიკაცია ტერმინალისა და პოსტერმინალის შეკვეთაც. ამასთან, შეგიძლიათ შეღავათიანი კურსით მოახდინოთ თანხის კონვერტაცია სხვადასხვა ვალუტაში და მოითხოვოთ და გაიაქტიუროთ საბანკო სერვისები (API) ფინანსურ და სხვა პროგრამებში. ასევე, შეუფერხებლად ხორციელდება პარამეტრების მართვა: პირადი მონაცემების შეცვლა, Face Id-ის დაყენება, დიზაინის სურვილისამებრ ცვლილება და ა.შ. აღსანიშავია, რომ მოქმედებს სანდოდ დაცული, ერთიანი ავტორიზაციის სისტემა 3D უსაფრთხოების პარამეტრებით.

ხოლო იმისთვის, რომ ვირტუალურ სივრცეშიც მარტივად ნახოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ანალიზი, ხარჯები, პროგნოზები და თქვენსავე ბიზნესზე მორგებული რჩევები, ბიზნეს ინტერნეტბანკი ბიზნესის ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალსაც გთავაზობთ.

აღსანიშნავია, რომ მათთვის, ვისაც საჯარო რეესტრში კომპანიის რეგისტრაციისას საქართველოს ბანკი აქვს მონიშნული, ბიზნესპაკეტი 6 თვის განმავლობაში უფასოა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან