Get All Access for $5/mo

ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია ''ქალები მომავლისთვისა'' და ''ეივონ კოსმეტიკს საქართველოს'' შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბიზნეს-ლიდერ ქალთა ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ და Avon-ის დირექტორმა ანა ცხადაძემ.

თანამშრომლობის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვის" კომპანია Avon-ის ფინანსური მხარდაჭერით, რაც 50 000$-ის ოდენობით განისაზღვრება, იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.

კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისები ხელმწისაწვდომი არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი. მომსახურების განრიგი რეგიონების მიხედვით და კლინიკების ჩამონათვალი კი ასეთია:

N

ქალაქი

თარიღი

ლოკაცია

სამუშაო გრაფიკი

1

მესტია

8-10 ოქტომბერი

შპს "მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიული გაერთიანება"-დაბა მესტია, ქუჩა გაბლიანი

09:30-19:30

2

ბორჯომი

11-12 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ბორჯომი, სააკაძის ქ. 3

09:30-19:30

3

ამბროლაური

13-14 ოქტომბერი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" -ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N11

12:00-19:30/09:30-20:00

4

ონი

15-16 ოქტომბერი

შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" -ქ. ონი, ვახტანგ მე-6 ქ. 10

09:30-20:00

5

გარდაბანი

18-19 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს გარდაბანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ, გარდაბანი, ლესელიძის ქ. 1

09:30-19:30

6

ოზურგუთი

20-21 ოქტომბერი

შპს მედალფა-ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. 3

12:00-19:30/09:30-20:00

7

ქობულეთი

22-23 ოქტომბერი

ბომონდი ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო-ქობულეთი, 26 მაისის ქ. N2

09:30-19:30

8

ჭიათურა

25-26 ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-ქ. ჭიათურა, ჭანტურიას ქ. 20

09:30-19:30

9

ზესტაფონი

26-27ოქტომბერი

შპს ჯეო ჰოსპიტალს ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი-ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. 85

09:30-19:30

10

თელავი

30-31 ოქტომბერი

შპს ნოვომედი-ქ. თელავი, ჭავჭავაძის გამზ. 51

11:00-19:30/09:00-20:00

მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე - 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა, რის გამოც ხშირად ოქტომბერს "ვარდისფერ თვედ" მოიხსენიებენ. თითქმის მთელ მსოფლიოში სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვადასხვა ტიპის აქციითა და კამპანიით ცდილობენ საკუთარი წვლილის შეტანას და მხარდაჭერის გამოხატვას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში.

კომპანია Avon-ი 70-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად ერთვება "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიაში, რათა თავისი პოზიტიური გავლენა იქონიოს ამ ვერაგი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე ათეული წლებია კომპანიას აქვს საქველმოქმედო, "ვარდისფერი ლენტის" ფონდი, რომელში აკუმულირებული თანხებიც სრულად ხმარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის დაფინანსებასა და ქალების მხარდაჭერას.

საქართველოშიც, სამწუხაროდ, ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. თანაც ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა და რისკ ჯგუფს მხოლოდ 40+ ასაკის ქალები უკვე აღარ წარმოადგენენ. ორგანიზაცია "ქალები მომავლისთვისა" და "ეივონ კოსმეტიკს საქართველოს" მიზანი კი ამ კამპანიით სწორედ ის არის, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი გახადოს ხელმისაწვდომი უფრო ბევრი ქალისთვის ქვეყნის მასშტაბით, რადგან დაავადების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა მართვადია და შესაძლებელია პოზიტიური შედეგის მიღწევა. ხოლო პრევენციის მიზნით ხშირი კონტროლი და სკრინინგი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ლიბერთიმ Diebold Nixdorf-ის ჯილდო მიიღო

"Leading Innovator in Banking Functionality Award 2024" ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის