Get All Access for $5/mo

ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება გამარჯვებულები 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ბანკის ტრადიციადქცეული მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება უკვე მეოთხედ, განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით იწყება. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე www.businessaward.ge 18 სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებულები 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.

ბიზნესდაჯილდოების მიზანს ქვეყანაში ბიზნესსოციუმის შექმნა, მისი განვითარების მხარდაჭერა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე ერთ-ერთი სიახლე გადახალისებული ნომინაციებია, რომლებიც თანამედროვე ბიზნესსაჭიროებებიდან და აქტუალური საკითხებიდან გამომდინარე შეირჩა.

სიახლეა ისიც, რომ კონკურსის ჟიურის წევრების ვინაობა, განსხვავებით წინა წლებისგან, თავიდანვე ცნობილი გახდება. ჟიურის წევრები იქნებიან არა მხოლოდ ბიზნესსფეროს წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, რათა უკეთ შეფასდეს ყველა მონაწილის საქმიანობა. თითოეულ ნომინაციაში წარდგენილ მონაწილეებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს.

5 ნომინაცია, რომელშიც თემატური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს, შემდეგია:

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნა
  • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვა
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • საუკეთესო ინოვაციები
  • საუკეთესო სტარტაპის შექმნა

პრიზები წელსაც უცვლელია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები საკუთარ ბიზნესსაჭიროებებზე მორგებულ ციფრულ სერვისებს აირჩევენ.

თიბისი ბანკი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებგვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.

ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულები უკვე აირჩიეს ამა თუ იმ სერვისით. ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი "გეფერინი", რომელმაც ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გაიმარჯვა, ოქტომბერში ახალ ვებგვერდს გაუშვებს – "კონკურსში გამარჯვებამ სრულყოფილი მულტიფუნქციური საიტის შექმნის შესაძლებლობა მოგვცა, რომელიც ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა წერტილიდან იქნება და რომლის მეშვეობითაც სასურველი ნივთის შეძენა მსურველს თავისუფლად შეეძლება. ფაქტობრივად ერთ საიტში მანამდე არსებული 10 საიტი გავაერთიანეთ. ბიზნესდაჯილდოების ეს პრიზი ძალიან დაგვეხმარა, რადგან გქონდეს მსგავსი ტიპის საიტი, დიდ ფუფუნებას წარმოადგენს", – განაცხადა "გეფერინის" დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ Entrepreneur-თან საუბრისას.

"წლის ტურისტული ბიზნესის" ტიტულის მფლობელი ტურისტული კომპანია Ecotour Georgia კი მალე ჯავშნების მიღებას ასევე დახვეწილი ვებგვერდის მეშვეობით შეძლებს. "ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის ბიზნესდაჯილდოება. მსგავსი კონკურსები და მხარდამჭერი მექანიზმები განსაკუთრებით სასარგებლოა მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებისთვის. მისი საშუალებით იზრდება ცნობადობა, რაც ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი ასევე წარმოადგენს წამახალისებელ, მასტიმულირებელ აქტივობას, რაც კომპანიებს მეტ მოტივაციას სძენს განვითარებისთვის", – გვიყვება გიორგი რაჯებაშვილი, კომპანიის დირექტორი.

გასული წლის "წლის ქალი მეწარმე" კი ყველის საწარმო "სანტას" დამფუძნებელი დარეჯან კანთელაძე გახდა. საწარმო წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანტაში მდებარეობს და სხვადასხვა სახეობის ყველს აწარმოებს. "ნებისმიერი ბიზნესი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მისი ბრენდის სახელი მეტმა ადამიანმა გაიგოს და უფრო პოპულარული გახდეს. ჩვენ ბიზნესდაჯილდოება ამაში ძალიან დაგვეხმარა. მეტმა ადამიანმა და პოტენციურმა მომხმარებელმა შეიტყო ჩვენ შესახებ. მალე გაეშვება ჩვენი საიტი, რომელიც ციფრულ სივრცეშიც უფრო მეტად ცნობადს გაგვხდის. ნამდვილად ვურჩევ ბიზნესკომპანიებს ამ კონკურსში მონაწილეობას, რაც მათ მეტი ცნობადობისა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება", – ამბობს დარეჯან კანთელაძე.

ბიზნესდაჯილდოება 2019-ში მონაწილეობის მსურველებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე www.businessaward.ge 8 ნოემბრამდე შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"