Get All Access for $5/mo

ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა "ბიზნესდაჯილდოება 2020" აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა.

გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:

  • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის: ბილიკი
  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის: ალტერსოქსი
  • საუკეთესო ინოვაციის შექმნისთვის: BioCure
  • საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის: ჩიკატაი
  • ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის: ჟუჟუნა

გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს მიიღებენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:

  • ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.

ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

  • ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.

ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

  • პროგრამული უზრუნველყოფა

ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

განსაკუთრებული სურპრიზი ელოდებათ საუკეთესო სტარტაპის შემქმნელებს. ამ ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს. ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ოთხი თვის წინ დაიწყო. რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლისა და მთავარი დაბრკოლების მიუხედავად ბიზნესდაჯილდოება მაინც ჩატარდა, რადგანაც თიბისიში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს სწორედ აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა, დაფასება და მოტივაციის მიცემა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

განათლება და ახალი შესაძლებლობები დიდ ბრიტანეთში

გაინტერესებთ როგორ მიიღოთ განათლება დიდ ბრიტანეთში?

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია