Get All Access for $5/mo

FIREFLIES - ბიზნესის სტრატეგიული მხარდამჭერი როგორ ეხმარება FIREFLIES კომპანიებს ორგანიზაციულ განვითარებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერი სახის პროექტისა თუ ბიზნესის წარმატებისთვის ბრენდის სტრატეგიისა და ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. კომპანიების დიდი ნაწილი ამ პროცესების გავლას გარე კონსულტანტების ჩართულობით არჩევს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავებული პერსპექტივები და მედიაციის პროცესი, რომლის შემოთავაზება საკონსულტაციო კომპანიებს შეუძლიათ.

გლობალური ტენდენციისა და ბაზარზე მოთხოვნის საპასუხოდ, ანი მიხანაშვილმა კომპანია Fireflies შექმნა, რომელიც ბიზნესს სტრატეგიულ დაგეგმარებაში, ორგანიზაციულ განვითარებაში, ბრენდინგსა და მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ეხმარება. გარდა ამისა, კომპანია ორგანიზაციებს სთავაზობს დამხმარე მენეჯერული პროცესების აწყობისა და აუთსორსინგის სერვისს, რაც ბაზარზე ინოვაციაა.

"Fireflies-ის დაარსების იდეა მაშინ მოვიდა, როცა ერთ-ერთი კომპანიის ბრენდის სტრატეგიაზე ვმუშაობდი. ჩვენ ხშირად ვსვამთ ხოლმე ერთსა და იმავე შეკითხვებს და ვისმენთ განსხვავებულ პასუხებს, თუმცა როცა ემოციური განწყობა სწორია, ჩვეულმა შეკითხვებმა შესაძლოა არაჩვეულებრივი გზები დაგვანახოს. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო Fireflies-ის დაარსების იდეაც. ბაზარზე არც ისე ბევრი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიაა, განსაკუთრებით ცოტაა ჩვენი მსგავსი პროფილით − ბრენდის სტრატეგიისა და ორგანიზაციული განვითარების სპეციალიზაციით, თუმცა ყველაზე მეტად რაც ჩვენ გამოგვარჩევს, ბიზნესის არა თეორიული, არამედ პრაქტიკული, კონკრეტულ გამოცდილებაზე დაყრდნობილი ხედვაა. Fireflies ჩემთვის საშუალება იყო, დამენახა პოტენციალი და ის დღევანდელ რეალობად მექცია, ამიტომ გადავწყვიტე სამიზნე აუდიტორია გამეფართოებინა და ჩამომეყალიბებინა კომპანია, რომელიც შეძლებდა მომსახურება გაეწია არა მხოლოდ დიდი, არამედ მცირე და საშუალო კომპანიებისთვისაც. რეალურად, ეს ნიშა ბაზარზე სრულად აუთვისებელი აღმოჩნდა", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანი მიხანაშვილი, Fireflies-ის დამფუძნებელი და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი.

2022 წელი ანტრეპრენერისთვის ბევრი ასპექტით აღმოჩნდა სიახლეების მომტანი. ბიზნესსტრატეგიის მიმართულებით დიდი ხნის დაგროვილი გამოცდილება და კონტაქტები ჰქონდა, აქედან გამომდინარე, საკონსულტაციო სერვისის საჭიროების დანახვა არ გასჭირვებია. იდეა მალევე იქცა რეალობად და კომპანიას ამ ეტაპზე
5 მიმდინარე და 13 წარმატებით განხორციელებული პროექტი აქვს.

"ჩემს შემთხვევაში ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მოხდა, რომ მიჭირს გავიხსენო რისკი, რომელიც ჩვეულებრივ ბიზნესის დაწყებას ახასიათებს. შესაძლებლობები თავისით ჩანდნენ, ჩემგან მხოლოდ მათ მიმართ ღიაობა იყო საჭირო. გუნდიც ბუნებრივად შეიკრა. ამ მხრივ ალბათ გამიმართლა კიდეც, რადგან გუნდში მუშაობა ბევრად უკეთ გამომდის, ვიდრე დამოუკიდებლად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში გუნდის თითოეული წევრი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყოთ, ის ვერსიები, რომლებიც მოგვწონს და პატივს ვცემთ.

ჩემთვის იდეიდან რეალური ხელშესახები შედეგის მიღების გამოცდილება საკმაოდ ნაცნობი იყო, თუმცა ყველაზე რთული სწორედ ეს აღმოჩნდა − თვალი უნდა გამესწორებინა იმ ფაქტისთვის, რომ Fireflies უბრალო იდეიდან რეალურ კომპანიად იქცა − თავისი მოთხოვნებით, თავისი ღირებულებებით. მიმართულებებიც თითქოს თავისით ჩამოყალიბდა და მე მომიწია მეღიარებინა, რომ მას უნდა გავყვე. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ შეგვეკრა საუკეთესო გუნდი, გაგვეკეთებინა ბაზრის კვლევა, დაგვემუშავებინა ძირითადი და მეორადი სერვისების გაიდლაინები, აგვეწყო სამუშაო პროცესები, გვემუშავა რვა ბრენდინგის პროექტზე, ორ ორგანიზაციული განვითარების პროექტზე, ორ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, ორ ბიზნესგეგმაზე და შედარებით პატარა პროექტებზე HR-ისა და მარკეტინგის მიმართლებებით. წლის დასაწყისში, კომპანიის დაარსებისას ამის ნახევარსაც არ ველოდით", − განმარტავს Fireflies-ის დამფუძნებელი.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ ყველაფერი
იმაზე მარტივი შეიძლება იყოს, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. შეზღუდვების უმეტესობას საკუთარ თავს სწორედ ჩვენვე ვუწესებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და დასახული მიზნები არ გარდავქმნათ წნეხად, არამედ ყველა მიზანი ცნობისმოყვარეობისა და მომავლის საინტერესოობის სიმბოლოდ ვაქციოთ", − აღნიშნავს ინტერვიუში ანი მიხანაშვილი.

Fireflies-ის დამაარსებლის შეხედულებით, როდესაც საქმის კეთებისას თავისუფლების განცდა იკარგება, მაშინვე ქრება მომავლის პერსპექტივა და მოტივაცია. "ძალიან რთულია პასუხისმგებლობებსა და თავისუფლების შეგრძნებას შორის წვრილ ძაფზე გავლა, მაგრამ ყოველთვის უნდა შემოვტრიალდეთ ხოლმე ამ გზაზე და შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს. ამ პროცესში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია გამოწვევები. გამოწვევები მაძლევს შესაძლებლობას, გამოვცადო საკუთარი თავი და გავიგო მეტი ჩემ შესახებ. ბიზნესკონსულტაციაც ამაში მეხმარება. აღმოჩენები, რომლის გაკეთებაშიც სხვებს ვეხმარებით, გვაიძულებს, იგივე საკუთარ თავშიც აღმოვაჩინოთ", − განმარტავს ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი, − "ანტრეპრენერი ჩემთვის ადამიანია, რომელსაც ყველა სიტუაციაში შეუძლია დაინახოს შესაძლებლობები და აქვს საკმარისი გამბედაობა იმისათვის, რომ საკუთარი იდეების არ შეეშინდეს. ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება ერთი დიდი ექსპერიმენტია. მთავარი დრაივი ცნობისმოყვარეობა, ხოლო ნებისმიერი შედეგი გამარჯვებაა".

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, მომდევნო 1 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს, სერვისები კიდევ უფრო მოარგოს ინდუსტრიის საჭიროებებს. მიმდინარე წელს Fireflies-მა აგრომიმართულების კომპანიებთან ითანამშრომლა, რამაც კომპანიაში დიდი გამოცდილება და ხედვები დატოვა. ამასთან, Fireflies-ის გუნდი სტარტაპებისთვის სხვადასხვა საკონსულტაციო სერვისის დამატებას გეგმავს, მათ შორის: ბრენდინგი, სტრატეგიული მარკეტინგი, ფონდების მოძიება და ფინანსების მოზიდვა.

"ასევე, აქტიურად გვინდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და გვინდა ამ საქმის ნაწილი ჩვენც ვიყოთ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომლის განვითარებას ასევე ვგეგმავთ, მენეჯმენტის აუთსორსინგია. მსგავსი ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნას ვხედავთ, საუბარი მაქვს მენეჯმენტის დამხმარე ფუნქციებზე − ამ მიმართულებით ბაზარი კომპანიებს თითქმის არაფერს სთავაზობს, შესაბამისად ჩვენ ბევრ შესაძლებლობას ვხედავთ", − გეგმებზე საუბრისას განმარტავს ანტრეპრენერი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ