Get All Access for $5/mo

Bizon.ge - ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის მძიმე ტექნიკის ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bizon.ge

Bizon.ge საქართველოში მძიმე ტექნიკისა და დანადგარებით ვაჭრობა-დაფინანსების ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ გამოცდილი გუნდის ავტორობითაა შექმნილი. 2019 წელს GITA-ს მოპოვებული გრანტითა და მოზიდული კერძო ინვესტიციით, პლატფორმა ონლაინ, იმავე წელს გაეშვა და სხვადასხვა მწარმოებლისა თუ დილერის მიერ განთავსებულ ათასობით პროდუქტს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ 100 000 მილიონ ლარს გადააჭარბა.

პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვი კი ყოველდღე იზრდება, რადგან Bizon.ge საკმაოდ მოქნილ ერთმანეთთან დამაკავშირებელ შესაძლებლობას წარმოადგენს მძიმე ტექნიკის გამყიდველებისა და შემსყიდველებისათვის. პლატფორმაზე შეხვდებით ინდუსტრიების მიხედვით შექმნილ საძიებო სისტემას, ფილტრებს, სპეციალური შეთავაზებების შექმნისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შექმნილ ინტეგრირებულ ფუნქციონალებს.

შექმნიდან 1 წლის თავზე და ამასთანავე წლის მიწურულს, Bizon.ge ახალ შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებლებს. სიახლე როგორც ძირითადი საშუალებებით მოვაჭრე პირებს, ასევე ტექნიკის შესყიდვის მსურველებს თანაბარი მოქნილობით ერგება და შემდეგში მდგომარეობს: სამშენებლო, სატრანსპორტო, სასოფლო სამეურნეო და სამედიცინო აღჭურვილობით მოვაჭრე კომპანიებს ამიერიდან პლატფორმაზე პირადი ონლაინ შოურუმის შექმნა შეუძლიათ, თანაც, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. რეალურად, ონლაინ შოურუმი ნებისმიერი მწარმოებლისთვის დამატებითი არხია, რომელსაც უკვე საკმაოდ ეფექტურად იყენებს რამდენიმე მსხვილი სადილერო/წარმომადგენლობა საქართველოში (CAT, Volvo, John Deere და სხვა).

შოურუმში მომხმარებელს შეუძლია მთავარი ფოტო, ლოგო, კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მომსახურებების ჩამონათვალი და თითოეული პროდუქტი, თანდართული ფოტოებით, სპეციფიკაციებითა და ფასებით თანხლებით ატვირთოს.

რაც შეეხება, ტექნიკის მაძიებლებს, მათთვის პროცესი უფრო მარტივდება. გარდა იმისა, რომ Bizon.ge-ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია იოლად და სწრაფად მოიძიოს სასურველი ტექნიკა თუ დანადგარი, დღეიდან ის პლატფორმიდან გაუსვლელად, ერთი აპლიკაციის შევსებით შეძლებს საუკეთესო შეთავაზებების მიღებას აღნიშნული ტექნიკის დაფინანსებისა თუ დაზღვევისათვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, რომელი პროდუქტი შეიძინოს, ისარგებლოს ლიზინგითა თუ სესხით და სხვა ტიპის რაიმე რჩევა სჭირდება, ბიზონის გამოცდილი გუნდი მათთვის კონსულტაციის გასაწევად მუდმივად მზადაა.

"თავიდანვე, ჩვენი ჩანაფიქრი იყო, რომ ისეთ ინდუსტრიაშიც კი, როგორიც მძიმე ტექნიკაა, კომფორტული გადაწყვეტილებები შემოგვეტანა. მიგვაჩნია, რომ შესაფერისი აღჭურვილობის ქონა, ბიზნესის განვითარებისა და შესაბამისად, ეკონომიკის ზრდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ტექნიკის/დანადგარის შერჩევა, მომწოდებლის სანდოობის გადამოწმება და დაფინანსების ალტერნატივებზე ინფორმაციის მოპოვება, საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესია, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ და გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება, ამ პროცესის გამარტივებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - ამბობს Bizon.ge-ის გუნდი, რომელიც მიმდინარე გამოწვევებისა და საჭიროებების საპასუხოდ, იმ ახალი ფუნქციების დამუშავებასა და პლატფორმისთვის შემატებას აგრძელებს, რომელმაც გლობალური გაციფრულების ფონზე მეწარმეთათვის განსაკუთრებული ღირებულებების შექმნა უნდა შეძლოს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ