Get All Access for $5/mo

BKN301 Group-მა წარადგინა თავისი BaaS ორკესტრატორი ქართული ბაზრისთვის, რომელიც გააფართოვებს ფინანსური ტექნოლოგიების ჰორიზონტს კავკასიაში

Key Takeaways

  • ტექნოლოგიური პლატფორმა წარმოდგენილი იყო თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც არის BKN301 Group-ის საერთაშორისო კონფერენციების სერიის ნაწილი.
  • მსგავსი ღონისძიებები უკვე გაიმართა კატარში და მომავალში გაგრძელდება სხვა ქვეყნებში.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BKN301 ჯგუფ-მა, რომელიც fintech ინოვატორია და დაფუძნებულია ლონდონში, ხოლო სპეციალიზდება Banking-as-a-Service (BaaS) გადაწყვეტილებებში, ოფიციალურად წარადგინა თავისი BaaS ორკესტრატორი საქართველოს ბაზარზე. კონფერენცია გაიმართა თბილისში, სადაც შეიკრიბნენ ფინტექ ინდუსტრიის წარმომადგენლები, რათა განეხილათ საქართველოს სწრაფად განვითარებადი ციფრული გადახდების სექტორში არსებული უზარმაზარი პოტენციალი და მზარდი შესაძლებლობები.

BKN301 Group დაარსდა 2021 წელს, fintech კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გადახდების და ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ანგარიშების მართვის, გამოშვების, მიღების და საერთაშორისო ოპერაციების მიმართულებით, რითაც გარდაქმნის ტრადიციულ მიდგომებს Banking-as-a-Service (BaaS)-ის საშუალებით. BKN301 Group ორიენტირებულია როგორც ევროპაზე, ისე სხვა სწრაფად მზარდ ბაზრებზე და მიზნად ისახავს ამ რეგიონების უწყვეტ კავშირს. BKN301-ის ოპერაციები მოიცავს EMEA-სა და MENA-ს რეგიონებს, ოფისებით ლონდონში, კაიროში, თბილისში, დოჰასა და მილანში, რაც ასახავს კომპანიის მზადყოფნას გლობალური ფინანსური ეკოსისტემის ტრანსფორმაციისთვის.

საქართველოსთვის ფინანსური ჩართულობის გაძლიერება დიდი ხანია პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება. ტრანზაქციულ ანგარიშებზე (ბანკების ან სხვა სახის გადახდის მომსახურების პროვაიდერებისგან) წვდომა აუცილებელია ციფრული გადახდების გამოყენებისთვის. მსოფლიო ბანკის Global Findex 2021-ის მონაცემებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში ტრანზაქციული ანგარიშების მფლობელობა გაორმაგდა და 2021 წელს 70.5%-ს მიაღწია, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 62%-მა ციფრული გზავნილები გააგზავნა ან მიიღო. თუმცა, დაბალი ცნობიერების შედეგად ფინანსურ პროდუქტებზე, მაგალითად, შემნახველ ანგარიშებზე, შეზღუდული წვდომა კვლავ ფართოდ არის გავრცელებული ღარიბ ოჯახებსა, მიკრო და მცირე ვაჭრებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი დაინტერესებული პირების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) და ბანკების ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია BKN301-ის გადაწყვეტილებებს დააჩქაროს ცნობიერების ამაღლება და გააძლიეროს მთლიანი fintech ეკოსისტემა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, BKN301-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა სტივენ მუჩოლიმ საქართველოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი კომპანიის ზრდის სტრატეგიაში. "საქართველო fintech სამყაროში ამომავალი ვარსკვლავია, სწრაფად განვითარებადი ეკოსისტემით, რომელიც გარდაქმნისთვის მზადაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს BaaS ორკესტრატორს საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ, მასშტაბურ და უსაფრთხო ციფრულ გადახდის გადაწყვეტილებებს და გააძლიერებს როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე ინდივიდებს" – განაცხადა მან.

კონფერენციაზე გაიმართა საინტერესო დისკუსიები საქართველოში და კავკასიაში გადახდების პერსპექტივის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო BaaS-ს და Payments-as-a-Service-ს, როგორც ციფრული საფულის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნეს სექტორს, მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) და ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება.

BKN301 Group-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა ბრიტანეთის საელჩოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის და საქართველოს ფინტექ ასოციაციის (FIA) პარტნიორობით. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა უცხოური/საერთაშორისო გადახდების მომავალი, ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგიები და ფინტექის მზარდი როლი რეგიონის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი აგლაძემ, BKN301-ის მთავარი ოფიცერი EMEA რეგიონში, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელობა, როგორც სტრატეგიული ხიდი ევროპასა და აზიას შორის. "საქართველოში BaaS ორკესტრატორის დანერგვით, მიზნად ვისახავთ უცხოური/საერთაშორისო გადახდების გაუმჯობესებას და რეგიონის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. BaaS ორკესტრატორის გააქტიურება ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან საქართველო fintech რევოლუციის მთავარი მოთამაშეა კავკასიასა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე" – განაცხადა აგლაძემ.

კონფერენცია დასრულდა BKN301-ის BaaS ორკესტრატორის და მისი მოდულების ოფიციალური პრეზენტაციით, რომელიც შექმნილია fintech კომპანიების, ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ყოვლისმომცველი, სრულყოფილი გადაწყვეტილების შეთავაზების მიზნით. პლატფორმა აწვდის ინოვაციურ, პერსონალიზებულ გადაწყვეტებს, რომლებიც აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის სეგმენტების უნიკალურ საჭიროებებს, რაც ეხმარება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ციფრული გადახდის გარემოს გაუმჯობესებას.

თბილისში გამართული ეს კონფერენცია BKN301 Group-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან კომპანია აგრძელებს არჩეულ გზას, გარდაქმნა მოახდინოს გლობალურ ფინანსურ სისტემაში, აკავშირებს ბაზრებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით და აფართოებს თავის წვდომას კავკასიის რეგიონში.

BKN301 ჯგუფი გთავაზობთ გადაწყვეტილებებს ანგარიშის მართვის, გამოშვების, ექვაირინგის და საერთაშორისო ოპერაციების სფეროში, Banking-as-a-Service-ს და გადახდების ახლებურ მიდგომას. როგორც რეგულირებადი სუბიექტი, ის უზრუნველყოფს შესაბამის ლიცენზიებს და ტექნოლოგიას, ორიენტირებულია ევროპისა და სწრაფად მზარდ ბაზრების ინტერესებზე. დაფუძნებულია ლონდონში და ოპერირებს 2021 წლიდან, BKN301 ჯგუფი ოპერირებს EMEA-ში, ოფისებით კაიროში, თბილისში, დოჰასა და მილანში. მისი გლობალური წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ფინანსური გარემოს გარდაქმნისადმი კომპანიის ხედვას მსოფლიოს მასშტაბით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი