Get All Access for $5/mo

Black Red White - ევროპული წარმოების სამზარეულოები საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სამზარეულო ოჯახური თავშეყრის ერთ-ერთი სიმბოლოა - ოჯახის წევრები და მეგობრები ხშირად სწორედ სამზარეულოში იყრიან თავს და სადილთან ერთად, ერთმანეთს აზრებსა და ემოციებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სახლის ეს სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად იყოს მოწყობილი - თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და რაც მთავარია, ჩვენი სურვილისამებრ.

სამი ათეული წელია, რაც ავეჯის მწარმოებელი პოლონური კომპანია Black Red White მომხმარებლებს ამ მხრივ სრულ კომფორტს სთავაზობს. კომპანიის პორტფელი აერთიანებს როგორც ფუნქციურ, დამოუკიდებელ პროდუქტებს, ასევე ავეჯის სრულ სისტემებს ყველა სახის ინტერიერისთვის. კომპანია არა მხოლოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ შესაძლებლობას აძლევს ავეჯი საჭიროების მიხედვით შეარჩიოს და შეუკვეთოს ინდვდუალურად.

"Black Red White-ის გამორჩეული ნიშა სამზარეულოს ავეჯის წარმოებაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე და შემოსავალზე. სამზარეულოს ავეჯი სხვადასხვა სტილით არის წარმოდგენილი - კლასიკური, თანამედროვე და ინდუსტრიული, რაც ამარტივებს შერჩევის და ინტერიერის დაგეგმვის პროცესს. გარდა ამისა, ბრენდი გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ანტიალერგიული საღებავების გამოყენებით", - აღნიშნავს კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი Entrepreneur-თან საუბრისას.

წარმოების პროცესის მუდმივი გაუმჯობესება, ინვესტიციები უმაღლესი ხარისხის დანადგარებში და პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიას საშუალებას აძლევს ყოველწლიურად ავეჯის მილიონობით ერთეული აწარმოოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახდინოს მისი რეალიზაცია. 30-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, Black Red White ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად სახელდება, რომელიც 15 ქარხანაში 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

Black Red White ქართულ ბაზარზე

Black Red White 1991 წლიდან საკმაოდ აქტიურად ფუნქციონირებს და დღეს 55 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, ბელგიაში და სხვა. ბრენდი მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, კონკურენტულ ფასებსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს.

ქართულ ბაზარზე იგი 2023 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია როგორც სამზარეულოებით, ასევე საძინებლებისა და მისაღები ოთახის ავეჯით. ბრენდის შოურუმი თბილისში, ავეჯისა და აქსესუარების მულტიბრენდულ ჰაბ "ICR Home"-ში მდებარეობს და მომხმარებელს ავეჯს ყველა საფასო კატეგორიაში სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ICR-ის ავეჯის მიმართულება 20 წელზე მეტია ავეჯის მიმართულებით ლიდერ პოზიციას იკავებს, რომელიც სამზარეულოს მომხმარებლებს იტალიურ შოურუმთან ერთად, ახლა უკვე შედარებით ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ევროპულ სამზარეულოებს სთავაზობს, მათ შორის ინდივიდუალური შეკვეთის შესაძლებლობით.

მაგალითად, თუ თქვენ სამზარეულოს ავეჯის შეკვეთა გსურთ, საჭიროა დიზაინერთან ერთად დაგეგმოთ ვიზიტი შოურუმში, კატალოგიდან შეარჩიოთ ავეჯის სასურველი მოდელი და სტილი, ხოლო ადგილზე წარმოდგენილი ნიმუშებიდან მასალა, ფერი და მექანიზმები. მაქსიმალური კომფორტისათვის, Black Red White Georgia სამზარეულოს პროექტირებას, ავეჯის ტრანსპორტირებას, აწყობასა და მონტაჟს მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს.

ბრენდი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით შექმნას თანამედროვე, დახვეწილი და მულტიფუნქციური ავეჯი. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პროფესიონალური გუნდი, საუკეთესო მასალა და მრავალწლიანი მაღალტექნოლოგიური გამოცდილება Black Red White-ის ხარისხის გარანტია.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმა?

მართალია, ბრენდი ჯერ მხოლოდ 6 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა განვითარების დინამიკა საკმაოდ ოპტიმისტურია. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებელი სულ უფრო მეტად ინტერესდება ევროპული ავეჯით, რომელიც შეკვეთიდან სულ რამდენიმე კვირაში შეუძლიათ მიიღონ.

"სერვისი, პროდუქციის ხარისხი, დამზადების ვადები და ფასი საშუალებას გვაძლევს კონკურენცია გავუწიოთ ადგილობრივ წარმოებას და მომხმარებელს შევთავაზოთ ევროპული, ქარხნულად დამზადებული, მაღალი ხარისხის სამზარეულოს ავეჯი და არა მხოლოდ", - აღნიშნავენ კომპანიაში.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, Black Red White-ში იმედოვნებენ, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სამზარეულოების შეკვეთით დამზადების ნაწილშ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია იქნება. მათი თქმით, ბრენდის სერვისები, ხარისხი, გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და ოპერატიულობა ამის შესაძლებლობას იძლევა.

"მომხმარებელი ჩვენგან ყოველთვის მიიღებს განსაკუთრებულ ხარისხს, კონკურენტულ ფასებს, ტრენდების გათვალისწინებით შექმნილ დიზაინს და კვალიფიციურ მომსახურებას", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს