თბილისის ცენტრში ახალი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი - "ბლუმ ბაგები" შენდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბლუმ ბაგები" პრემიუმ ხარისხის საოჯახო კონცეფციის დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დედაქალის მთავარი რეკრეაციული ზონების, ვაკის პარკისა და კუს ტბის სიახლოვეს, ბაგების ახალი ხიდიდან 2 წუთის სავალზე შენდება.
6 200 კვადრატულ მეტრზე დაბალი განაშენიანების ენერგოეფექტური შენობა და რეკრეაციული სივრცე განთავსდება.
"თუ ახალი ბინის შეძენა გსურთ, თქვენზე მორგებულ, ინოვაციურ და ეკომეგობრულ გარემოს ეძებთ, "ბლუმ ბაგები" გონივრული ინვესტიციაა. პროექტს გამოარჩევს ოჯახის ყველა წევრზე მორგებული გეგმარება და პენტჰაუსები რუფტოპ ტერასებით, სადაც ოჯახური დღესასწაულების მასპინძლობას შეძლებთ", - ანი ლუხავა, "ჰაირაიზ ჯგუფის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.
რით არის გამორჩეული "ბლუმ ბაგები"?
- გამწვანებული შიდა ეზო.
- მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
- სკანდინავიური სტილის არქიტექტურა.
- ენერგოეფექტური შენობა თბოიზოლაციის სისტემით.
- განიერი რუფტოპ ტერასები, სადაც ინდივიდუალური ბაღები გაშენდება.
- ბავშვებისა და ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ზონები.
უსაფრთხო და მყუდრო ცხოვრებისთვის
"საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორია დახურულია და 24/7-ზე დაცვის ვიდეომონიტორინგის სისტემა მოქმედებს. გერმანული წარმოების შიდა რკინის კარს ჭკვიანი სახლის სისტემის ჩამკეტები და სამართავი აპლიკაცია მოჰყვება".
გამწვანებული სივრცე
"ბლუმ ბაგები" ეზოს პერიმეტრი 2 200 კვ.მ.-ს მოიცავს და აერთიანებს რამდენიმე განსხვავებულ ლანდშაფტურ ზონას – შიდა ბაღს, საბავშვო ზონას და სივრცეს თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის".
ბენეფიტები და სერვისები
- სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი – VIP პარკინგი, ორადგილიანი საოჯახო პარკინგი და სტანდარტული.
- 24/7-ზე ვიდეომონიტორინგის დაცვის სისტემა მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.
- კერძო სპორტდარბაზი მხოლოდ "ბაგების" მცხოვრებლებისთვის.
- კონსიერჟის მომსახურება.
- მებაღის მომსახურება.
- დასუფთავების მომსახურება.
- ჭკვიანი სახლის სისტემა, დისტანციური მართვის ჩამკეტებით.
- ჩაბარების პირობა – გაუმჯობესებული მწვანე კარკასი.
- 80 ენდემური ჯიშის ხემცენარე საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე.
"ჰაირაიზ ჯგუფი" 10 წელია, რაც ტელეკომუნიკაციების სექტორსა და სამშენებლო ინდუსტრიაში საქმიანობს. წარმატებით დაასრულა პროექტები აბაშიძისა და ჩხეიძის ქუჩებზე.
"ბლუმ ბაგების" მშენებლობა კი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება და მომხმარებლებს უნიკალურ საცხოვრებელ გამოცდილებას შესთავაზებს.