Get All Access for $5/mo

Bocuse d'Or-ის შესარჩევი ეროვნული კონკურსი დაიწყო "სუფრა, როგორც ხელოვნება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bocuse d’Or Georgia

"ბოკუზ დორი" საერთაშორისო პრესტიჟული კულინარიული კონკურსია, რომელშიც 84 ქვეყნის წარმომადგენლობა იღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან და გასტრონომიული სფეროს ნამდვილი ზეიმია. საქართველოდან 2019 წელს პირველად, 25 ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა ქალაქ ლიონში უკვე მიიღო მონაწილეობა და დიდ საერთაშორისო გამოცდილებასაც ეზიარა. წლევანდელი ნაციონალური კონკურსის შედეგად, გამარჯვებულები ჯერ ევროპის მასშტაბით, შემდეგ კი მსოფლიო მასშტაბით იასპარეზებენ კონკურსზე.საქართველოში პროექტის ორგანიზატორი "გასტრონავტია", რომელსაც მხარს უჭერენ საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს კულინართა ფედერაცია.

"გასტრონავტის" რესტორატორი, ლევან ქოქიაშვილი Entrepreuneur-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობა ქართველი მზარეულებისთვის პროფესიული ზრდის სრულიად უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს, რომელიც ღირებულ გამოცდილებასა და განვითარების ახალ შანსს იძლევა. ამიტომაც ის მსურველებსა და მზარეულებს აქტიურობისა და კონკურსში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

"ბოკუზ დორის" შესარჩევ კონკურსს საკუთარი სპეციფიკური პირობები აქვს, ეროვნული შესარჩევი ტურის ჩატარების წესები კი მაქსიმალურად მიახლოებულია Bocuse d'Or Europe-ის ევროპული შესარჩევი ტურის წესებთან: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გუნდებს, რომლებიც შედგება შეფმზარეულისა და ასისტენტისგან. შეფმზარეულს შეუძლია თვითონ წარადგინოს საკუთარი ასისტენტის კანდიდატურა.

გარდა იმ აუცილებელი პირობისა, რომ კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, შეფმზარეულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს ასაკობრივ (23 წელზე ნაკლების არ უნდა იყოს) და პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებს (რესტორანში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს). მსგავსი კრიტერიუმები ეხება ასისტენტსაც (ასაკი − 18-22 წელი და რესტორანში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება).

კონკურსის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე "ოქროს ბოკუზი − ევროპა 2020", ხოლო ევროპის შესარჩევ ტურში წარმატებული შედეგის შემთხვევაში, გუნდი გაემგზავრება მთავარ კონკურსზე ლიონში, 2021 წლის ბოლოს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი 15 000 ევროს მიიღებს და ერთი წელი იმუშავებს საზღვარგარეთ, "ბოკუზ დორის" წამყვან პრეზიდენტ შეფებთან, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

მონაწილეობის მსურველები აპლიკაცის შესავსებად გადადით შემდეგ ლინკზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან