Sponsored Content

BOG sCoolApp - "საქართველოს ბანკის" აპლიკაცია სკოლის მოსწავლეთათვის უკვე ხელმისაწვდომია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

უკვე მრავალი წელია, რაც სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შექმნილი საბანკო პლასტიკური ბარათებით სარგებლობენ, რომელთა საშუალებითაც მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახორციელებენ ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს და სკოლის პერიოდიდანვე, ფინანსების მართვის უნარებს ეუფლებიან. სწორედ ამ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისათვის, "საქართველოს ბანკმა", სულ ახლახან, სრულიად ახალი პროდუქტი − BOG sCoolApp შექმნა, რომელიც პირველი აპლიკაციაა მოსწავლეებისთვის და მთლიანად მორგებულია მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე.

"გადავწყვიტეთ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შეგვექმნა. ამისთვის კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ თუ რა უყვართ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ. აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდება მოსწავლეების განათლებაზე. ახალ პლატფორმას აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ახალი იდეის გაჩენიდან, "საქართველოს ბანკის" გუნდთან ერთად, მოსწავლეები ჩართულნი არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების ყველა ეტაპზე, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მოზარდები მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფუნქციების დამატების პროცესში", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე აპლიკაციას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCoolCard-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ. ამასთანავე, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან.

მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი და მშობლისთვის თანხის თხოვნა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას.

სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი.

ამ საინტერესო სიახლის შესახებ, Entrepreneur კიდევ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს დამატებით ესაუბრა.

"საქართველოს ბანკში" მუდმივად ვცდილობთ კიდევ უფრო კარგად შევისწავლოთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესები და საჭიროებები. ჩვენი ყველაზე პატარა მომხმარებლები კი სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც ფლობენ sCoolCard-ს და იყენებენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება ეს ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, სპეციალური შეთავაზებები, ინტერნეტ/მობილ ბანკის გამოყენება, საგანმანათლებლო და გეიმინგ-პლატფორმებზე ქეშბექის მიღება, sCool-ების შეგროვება თუ სხვა. როგორც ვაკვირდებოდით, ყოველდღიურად მოსწავლეები უფრო აქტიურად იყენებდნენ "საქართველოს ბანკის" ციფრულ პროდუქტებს და აღმოვაჩინეთ, რომ მათ განსხვავებული და სპეციფიკური საჭიროებები აქვთ. გარდა ამისა, ციფრულ სამყაროსთან ყველაზე მეტად დამეგობრებული სეგმენტისთვის არ გვქონდა ციფრული პროდუქტი. ამიტომ, შევქმენით ახალი სივრცე, რომელიც არის უფრო მარტივი, სახალისო და მათ საჭიროებებზე მორგებული", − აცხადებს გიორგი ვახტანგიშვილი.

როგორც ის გვიამბობს, აპლიკაციაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო, ვინაიდან აპლიკაციის შექმნისას, ყველა ეტაპზე, ჩართულნი იყვნენ თავად სკოლის მოსწავლეები. ეს ახალი სივრცე სწორედ მათთვის იქმნებოდა და შესაბამისად, ბანკის წარმომადგენლებსაც სურდათ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ ბავშვების საჭიროებები, მოლოდინი და ინტერესები, თანაც ისე, რომ ეს სახალისო ფორმით მომხდარიყო. მაგალითისთვის: გადარიცხვებისა და ბალანსის შევსება შესაძლებელია სტანდარტულად, თუმცა მობილბანკისგან განსხვავებით, sCoolApp-ში თანხის გადარიცხვისას მოსწავლეს შეუძლია დაამატოს მისთვის სასურველი gif-ი და ჰქონდეს მცირე კომუნიკაცია თანხის ადრესატთან. გარდა ამისა, მოსწავლეებს ექნებათ აპლიკაციის ფონების − ეგრეთ წოდებული Skin-ების ცვლილების შესაძლებლობა, რათა უფრო პერსონალიზებული და მათთვის საინტერესო გარემო ჰქონდეთ.

საინტერესოა, რომ "საქართველოს ბანკი" აქტიურად ზრუნავს სკოლის მოსწავლეთა შორის ფინანსური განათლებისა და უნარების დონის ამაღლებაზეც, რაც აღნიშნულ პლატფორმაშიც აისახა. BOG sCoolApp-ს ეტაპობრივად კიდევ არაერთი ახალი ფუნქციონალი, შესაძლებლობების გაცილებით ფართო სპექტრი და სპეციალური შეთავაზებები დაემატება მოსწავლეთათვის. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებას და წახალისებას. გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, "საქართველოს ბანკი" განათლებას, მხოლოდ ფინანსური განათლების კუთხით არ უყურებს და გუნდის თითოეულ წევრს სჯერა, რომ BOG sCoolApp-ში ახალგაზრდებს დაეხმარებიან მათთვის საინტერესო მიმართულებებით ახალი შესაძლებლობების გაჩენაში.

აღსანიშნავია, რომ ეს აპლიკაცია დამოუკიდებელი, ინდივიდუალური სივრცეა ახალგაზრდებისთვის და მშობელს მასზე პირდაპირი წვდომა არ აქვს, თუმცა მშობლებს სტანდარტული მობილ ბანკის საშუალებით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შვილისგან რეგისტრაციის, თანხის მოთხოვნის თუ სხვა სახის მოთხოვნები და იქვე მარტივად შეძლებენ ამ ყველაფრის შესრულებას. ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლები შეძლებენ გარკვეული ფინანსური სერვისების მართვას შვილისთვის და ხელშეწყობას ფულის დაგროვების თუ მიზნების დასახვის მიმართულებით.

sCoolApp მოსწავლეთათვის კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს, რომელთა შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/Tcpk