Get All Access for $5/mo

Bolt-მა საქართველოში Bolt Business Delivery დანერგა პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ბიზნესს ეფექტურ ფუნქციონირებაში ეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2013 წელს ესტონეთში რამდენიმე ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი ერთი იდეით გაერთიანდა − გაეხადათ ქალაქში გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო. ასე დაიწყო Bolt-ის ისტორია, რომელიც 2014 წელს უკვე საქართველოშიც გამოჩნდა, თბილისი კი ტალინის შემდგომ მეორე ქალაქი გახდა, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივას შეუერთდა და ქალაქში აპლიკაციით ოპერირება დაიწყო.

დღეს Bolt-ი ევროპისა და აფრიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სატრანსპორტო პლატფორმაა, რომელიც 35 ქვეყანაში და 150-ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი. 2018-2019 წლებში ამ ქალაქების რიცხვს ბათუმი და ქუთაისიც შეუერთდა. მთლიანად საქართველოში კი, კომპანიის შედეგები, ოპერირების დაწყების დღიდან ყოველწლიურად ორმაგდება.

ამჟამად კომპანიამ საქართველოში ახალი სერვისის − Bolt Business Delivery-ის დანერგვა დაიწყო. იგი ბიზნესს საშუალებას აძლევს მარტივი და მოსახერხებელი ვებპლატფორმის გამოყენებით, საკუთარი პროდუქცია მოკლე დროში მიაწოდოს მომხმარებელს. Bolt Delivery-ით სარგებლობა კომპანიებს აპრილიდან შეუძლიათ. გამოცდილების კვალდაკვალ კი, კომპანია უწყვეტად მუშაობს, რომ პროდუქტი ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და ეფექტიანი გახადოს.

Bolt Delivery განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ბიზნესკომპანიისთვის − საცალო ან ელექტრონული კომერციიდან დაწყებული, თუნდაც ფლორისტებისა და კვების ობიექტების ჩათვლით − ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელსაც სჭირდება ამანათების კონკრეტულ ადგილზე მიტანა, პროდუქციის დაბრუნების პროცესის მართვა და უამრავ სხვადასხვა მისამართზე არსებული შეკვეთების ეფექტური განხორციელება.

Bolt Delivery-ს მეშვეობით კომპანიები შეძლებენ:

● მარტივი პორტალის დახმარებით, პროდუქტი დაუყოვნებლივ მიაწოდონ მომხმარებელს ან დაგეგმონ მომდევნო 48 საათის განმავლობაში მისატანი ამანათების მიწოდების გრაფიკი და ავტომატურად მიიღონ მომსახურება გრაფიკის შესაბამისად;

● ერთი ავტომანქანის მიერ სხვადასხვა ამანათის რამდენიმე მისამართზე მიწოდებას სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად;

● მარტივად, ერთი ოპერაციის გამოყენებით დაამატონ პორტალზე თითო ამანათი ან ამანათების სრული სია აუცილებელი ინფორმაციით და იხილონ მიწოდების წინასწარ განსაზღვრული ფასი;
● პირდაპირ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია ამანათის მიწოდების სტატუსის შესახებ და საჭიროებისამებრ, მიმართონ მხარდაჭერის ცენტრს შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

სერვისი საშუალებას იძლევა, როგორც მიმწოდებელი, ასევე მომხმარებელიც, სრულად იყვნენ ინფორმირებული, თუ რა ეტაპზეა ამანათის მიტანის პროცესი. კომპანიას ამანათის პირდაპირ რეჟიმში მონიტორინგი ვებპორტალის დახმარებით შეუძლია, ხოლო მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების დახმარებით იღებს ამანათის მიღების სავარაუდო დროისა (estimated time of arrival (ETA)) და კურიერის საკონტაქტო დეტალების შესახებ ინფორმაციას.

რაც ყველაზე მთავარია, Bolt Delivery-ის საფასო პოლიტიკა გამჭვირვალეა და მხოლოდ მიწოდების მანძილით განისაზღვრება. ამანათი კი, შესაძლოა იყოს ნებისმიერი სახის, მათ შორის: ყვავილები, შეფუთვები, საბუთები, საკვები და სხვა. თუმცა, აუცილებელია, თავსდებოდეს სტანდარტული ტიპის ავტომობილში.
ახალი პროდუქტის შემოტანით, ბიზნესისთვის ყველაზე საჭირო დროს Bolt-ის პარტნიორი მძღოლების მოქმედი მსხვილი ქსელის უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობა შეიქმნა. ამ გზით, ნებისმიერი კომპანიისთვის წუთებში ხდება ხელმისაწვდომი უამრავი კურიერი, რომლებიც მზად არიან, ადრესატამდე მიიტანონ სასურველი ამანათი.

ბიზნესსექტორისთვის მარტივი იქნება Bolt-თან თანამშრომლობა, რადგან კომპანიაა მზადაა ახალი პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოს ბიზნესის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. Bolt Delivery-ის დახმარებით, უამრავ კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა შეუფერხებლად მართოს საქმიანობა: არსებული კრიტიკული სიტუაციის ფონზე, მარტივად გადაჭრას ტრანსპორტირების საკითხი, დაზოგოს რესურსები და ენერგია. ამ გზით, შეიძლება ითქვას, რომ Bolt-ი ღირებულ წვლილს შეიტანს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და ბიზნესის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ Bolt Delivery, კომპანიის სხვა სერვისების მსგავსად, Bolt-ის მუდმივი პროდუქტია და არა მხოლოდ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შემუშავებული დროებითი გადაწყვეტა.

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."