Get All Access for $5/mo

Book & Wine – ახალი აღმოჩენები ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"სირთულეებს არ უნდა შეუშინდეთ, უნდა გაუძლოთ მათ და თავი დააღწიოთ – შედეგი ნამდვილად ღირს ამად".

"არ უთხრათ უარი შესაძლებლობებს. შედეგი იქამდე არ გეცოდინებათ, ვიდრე თავად არ გამოცდით".

"თუკი რამის შეცვლა გინდათ, უნდა თქვათ – "რატომაც არა?"

"ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველი ნაბიჯის გადადგმაა".

"თქვენს მომავალზე პასუხისმგებელი თქვენ უნდა გახდეთ. რაც მეტს იშრომებთ, იღბალიც მით უფრო იოლად მოგაგნებთ".

"თუ გინდათ მიიღოთ ის, რაც გსურთ, არაერთხელ უნდა სცადოთ".

"თქვენი შეზღუდვის საშუალებას ნურავის მისცემთ, მათ შორის – ნურც ასაკს".

"ცხოვრება "ამერიკული მთებივითაა" – აღმავლობებითა და ვარდნებითაა სავსე".

"იყო დრო, როცა მეგონა, რომ ბედნიერი აღარასდროს ვიქნებოდი. აღარასდროს! მერე კი ამ ფსკერიდან ამოსასვლელად ახალი გეგმა შევადგინე, რადგან მუდმივ უბედურებაში ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება. მაშ ასე, დაისახეთ მიზანი – ახლავე!"

როგორი სიტყვებია? თქვენი არ ვიცი და ჩემზე დიდი გავლენა იქონია. თანაც, ეს მხოლოდ უმცირესი ნაწილია იმ სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრებისეული მოგზაურობისა, რაც მსოფლიოს ყველაზე გაბედული ანტრეპრენერის – ილონ მასკის დედამ განვლო და თავისსავე ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა.

მეი მასკის წიგნი "ქალი ისახავს მიზანს" შემთხვევით არ მოხვდა Entrepreneur-ის ახალი პლატფორმის – Book & Wine პირველსავე შეთავაზებაში. ღრმად მწამს და მჯერა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ახალი ენერგიითა და შემართებით დაიმუხტებით და რაც უნდა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში იმყოფებოდეთ, გეგმას დაისახავთ და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ.

ამ პროცესში კი წიგნთან ერთად, მეგზურობას "შუხმანის" საფერავი როზეც გაგიწევთ და თქვენს შემოქმედებით წარმოსახვას მეტ გასაქანს მისცემს.

ასე რომ, თქვენ წინაშეა ჟურნალ Entrepreneur-ის წევრობაზე დაფუძნებული პლატფორმა ლოიალური მკითხველებისთვის, რომელთაც იზიდავს ახალი აღმოჩენები და ახალი თავგადასავლები, ახალ წიგნთან და ახალ ღვინოსთან ერთად...

ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს მუდმივად განვითარდეს, უკეთ შეიმეცნოს საკუთარი თავი, გარესამყარო, და ყოველთვიურად გაეცნოს საინტერესო ლიტერატურას სპეციალურად შერჩეულ ხარისხიან ქართულ ღვინოსთან ერთად.

წამოწყება მხარს უჭერს როგორც ქართული წიგნის გამომცემლებს, ისე ქართული ღვინის მწარმოებლებს. ასე რომ, თქვენ მიერ განხორციელებული შენაძენით არა მხოლოდ საკუთარ სულიერ სამყაროს, არამედ ქართველ ანტრეპრენერებსაც გაამდიდრებთ და საკუთარ წვლილს ქართული ბიზნესის განვითარებაშიც შეიტანთ. დახმარება და წახალისება კი მათ დღეს ძალიან სჭირდებათ.

ყოველთვიური საწევროს – 25 ლარის სანაცვლოდ, მკითხველი მისთვის სასურველ მისამართზე ჟურნალ Entrepreneur-ის ახალ ნომერთან ერთად მიიღებს ახალ ღვინოს და ახალ წიგნს, რომელსაც ექსკლუზიურად კლუბის წევრებისთვის შევარჩევთ.

წიგნების შერჩევა, ძირითადად, მოხდება ბიზნესლიტერატურიდან, ასევე ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, ავტობიოგრაფიული ჟანრებიდან, რომელთაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ტრანსფორმაციასა და ჰარმონიულ განვითარებაზე.

მაშ ასე! გახდი Entrepreneur-ის ახალი, ექსკლუზიური კლუბის – Book & Wine წევრი, იკითხე ჩვენთან ერთად საუკეთესო წიგნები, საუკეთესო ჟურნალი Entrepreneur და ისიამოვნე საუკეთესო ქართული ღვინის სახეობების მრავალფეროვანი არომატითა და უნიკალური გემოთი.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლუბის წევრები თბილისის მასშტაბით სასურველ მისამართზე უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

და მაინც, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ – რა შედის 25 ლარში?

  • წიგნი
  • ჟურნალი
  • ღვინო

თუმცა, მსურველებს Entrepreneur Shop-ის ვებგვერდიდან შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი წიგნისა და ღვინის კომბინაცია სხვადასხვა საფასო კატეგორიაში, ღვინის ხარისხის შესაბამისად.

ისიამოვნეთ კარგი ღვინითა და წიგნით! ჭეშმარიტებას უფრო კარგად მიაგნებთ!

In Vino Veritas!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge
გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი