Get All Access for $5/mo

"ბროლი" - ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის კიდევ ერთი სტარტაპის ისტორია!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბროლი

"ბროლი" ქართული ბრენდია, რომელიც დახვეწილ, საჭირო და მოდურ აქსესუარებს სხვადასხვა ვარიაციებით გვთავაზობს. ბრენდი გაზაფხულს განსაკუთრებული სიახლეებითა და გამრავალფეროვნებული პროდუქციით ხვდება, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო გააფერადებს და გაახალისებს.

"ბროლი" საკუთარ საწარმოს ხსნის და პროდუქციის ჩამონათვალს ქალის თეთრეულის ხაზს ამატებს. გარდა ამისა, საწარმოში ამიერიდან სპეციალური სამოსისა და უნიფორმების შეკვეთა-შეკერვაც იქნება შესაძლებელი. თუ როგორ დაიწყო "ბროლის" ისტორია, როგორ განვითარდა ბრენდი და რას გვთავაზობს განახლებულ სეზონთან ერთად, ამას მისი დამფუძნებელი თათია ბროლაძე გვიყვება, რომელიც შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად საჯარო მოხელეცაა. ძირითად განათლებასთან ერთად კი, რომელიც ფილოსოფია-სოციოლოგიასა და ჯიპას სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხს მოიცავს, თათული ბრენდის განვითარებას ძალისხმევას არ აკლებს და პროდუქციის განახლებულ ასორტიმენტს წარმოგვიდგენს.

"ბრენდი "ბროლი" შეიქმნა ყოველგვარი კაპიტალის გარეშე ჩემს მიერ, მეგობრების დახმარებით. ამით ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრი განვახორციელე. ბრენდის სახელის შერჩევა ჩემი გვარიდან გამომდინარე მოხდა. ჩემი მეგობრის იდეაა და მადლობა მას. ჩემი ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი, გამოწვევები და მიზნები ჯიპას უკავშირდება და ყველგან სადაც კი შესაძლებლობა მექნება ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჯიპა არის შესაძლებლობა და მადლობა მას საკუთარი თავის პოვნისთვის. პროფესიულ განვითარებასთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვფიქრობ ამის დამსახურება "ბროლის" წარმატებაც. ჩემმა ბრენდმა სულ მცირე დროში დიდი სიყვარული დაიმსახურა. ვთვლი, რომ მომხმარებელზე პოზიტიური გავლენა მათ მიმართ ჩემმა დამოკიდებულებამ იქონია, რამაც უფრო დიდი ნდობა და სიყვარული გამოიწვია მის მიმართ. ყოველთვის ვითვალისწინებ მომხმარებლის სურვილსა და ინტერესებს. მიხარია, მიყვარს და ვაფასებ თითოეულ ადამიანს, რომელიც არჩევანს ჩვენზე აკეთებს. თავდაპირველად "ბროლის" მიმართულება ჩანთები იყო ნათელი ფერებით( ფერებს განსაკუთრებული როლი აქვთ ჩემს ცხოვრებაში), მთავარი ხაზი კი ხარისხია! პანდემიამ და გლობალურმა გამოწვევამ სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობა მოგვცა. ადგილობრივი დეფიციტის და ბაზრის შევსება დღის წესრიგი გახდა. ყველა შედეგის უკან უდიდესი შრომაა. ეს მაძლევს დიდ სტიმულს დაწყებული საქმის წარმატებით შესრულებაში. ცვლილებები არ მაშინებს, გზადაგზა ნებისმიერი დაბრკოლება ჩემთვის გამოწვევა და განვითარების ახალი შესაძლებლობაა. ახალ ნაბიჯებს ყოველთვის ახლავს სირთულეები, თუმცა გადალახვის პროცესი და შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ "ბროლი" უახლოეს დღეებში საკუთარ საწარმოს ხნის და ის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ქალის თეთრეულისა და სპეციალური სამოსის წარმოებით გამოიხატება. გარდა ამისა, კომპანია ორგანიზაციებისთვის სპეც და უნიფორმებზეც იზუნებს, რაც ჩვენთვის განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გულწრფელად ვურჩევ ყველას, რომ დაისახონ მიზნები და იბრძოლონ მიზნების მისაღწევად. "ბროლი" სწორედ დასახული და მიღწეული მიზნების მაგალითია", - თათული ბროლაძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი