Sponsored Content

BTU აბიტურიენტებისთვის – ახალი კურსები საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურ მასშტაბურ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში აბიტურიენტები სრული დაფინანსებით უკვე დაგეგმილ შემდეგ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას:

  • ინგლისური ენის გამოცდის მოსამზადებელი შეხვედრა
  • შეხვედრა - ყველაფერი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
  • როგორ ავირჩიო რა პროგრამაზე ჩავაბარო
  • ტრენინგი ციფრულ მარკეტინგში - ვინ არის ციფრული მარკეტერი
  • ტრენინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში - ვინ არის software დეველოპერი
  • მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის
  • ტრენინგი ფინანსებში - ვინ არის ფინანსისტი
  • ლექცია - დროის მენეჯმენტი და სტრესის მართვა აბიტურიენტებისთვის
  • მათემატიკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის
  • ინოვაციური სტარტაპ იდეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის
  • ჭადრაკის ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის

დაგეგმილი აქტივობები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად ახალი აქტივობების ჩამონათვალიც გახდება ცნობილი. კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

BTU აბიტურიენტებისთვის პროექტს უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ აქტივობებში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია. ამისთვის კი მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

პროექტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარალელურად ჩართულები არიან BTU-ს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც სექტორის წამყვან ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ისინი აბიტურიენტებთან სამომავლო პროფესიების შესახებ სხვადასხვა შეხვედრებსა და სესიებს ჩაატარებენ.

პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის ყოველთვიურად იმართება ღია კარის დღეები და კამპუსის ტურები. აღსანიშნავია ისიც, რომ დაინტერესებულ აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სტუდენტის როლი მოირგონ და ერთი დღით მათი სამომავლო პროფესიის ფარგლებში, სხვადასხვა ლექციებს დაესწრონ.

BTU აბიტურიენტებს ოთხ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) – 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) – 1950102
  • ციფრული მარკეტინგი - 1950103
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950104

პროექტში მონაწილეობის მსურველ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.